You can be on Entrepreneur’s cover!

''ბილიკი'' თავის მობილურ აპლიკაციაში ახალ ფუნქციონალს ამატებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურისტული მარშრუტების ქართულმა მობილურმა აპლიკაცია „ბილიკმა" ახალი ფუნქციონალი დაამატა. „ბილიკი" ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (გიდებს, მოლაშქრეთა კლუბებს, ტურისტულ კომპანიებს) თავიანთი ციფრული ტურის განთავსების, გაყიდვისა და ყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ფუნქციონალის გაშვებიდან 4 დღეში აპლიკაციას 500-მდე პირველი მყიდველი ყავდა. ტურების განთავსებისა და გაყიდვის ფუნქციონალი ჯერჯერობით Android-ზეა ხელმისაწვდომი, აპრილიდან კი iOS-ზეც დაემატება. ტურების შეძენა ორივე პლატფორმის მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში ინტეგრირებულია წარმატებული ქართული სტარტაპი PAYZE-ს გადახდების სისტემა.

აპლიკაციის დახმარებით, ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ციფრული სახით განათავსოს და შესთავაზოს მომხმარებელს ტურისტული მარშრუტისა და ობიექტების შესახებ ინფორმაცია. ციფრული ტურების ფასი 5-დან 20 ლარამდე მერყეობს. აპლიკაცია „ბილიკი" ტერიტორიულად არ არის შეზღუდული და მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბილიკი" საერთაშორისო ბაზარზეც უახლოეს მომავალში ჩაეშვება. ამ მიმართულებით კი პლატფორმის პირველი სამიზნე - პოლონეთი, უკრაინა და მთლიანად კავკასიის რეგიონია.

უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თითოეული გაყიდული ტურიდან 1 ლარი უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდში ირიცხება.

„ბილიკი" დღეს უკვე 15 000-მდე აქტიურ მომხმარებელს, 1000-მდე ტურისტულ ბიზნესსა და 50-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს, რომელთა ტურები უკვე აქტიურად იყიდება „ბილიკის" აპლიკაციის მეშვეობით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე