You can be on Entrepreneur’s cover!

ESG ''ეკოკემიკა სერვის ჯგუფი'' - ერთი სამრეცხაოთი დაწყებული ბიზნესი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" საქართველოში ავტომობილის ხარისხიანი სარეცხი ხსნარებისა და მოვლის საშუალებების წარმოების მიმართულებით წამყვანი კომპანიაა. მოგეხსენებათ, ყველა წარმატებული ბიზნესის შენება, როგორც წესი, გაბედული და ნოვატორი ადამიანების ძალისხმევით ხდება, რომლებიც ბევრი დაბრკოლების მიუხედავად ახერხებენ თავიანთი მიზნების მიღწევას და ბაზარზე ახალი სტანდარტის დაწესებას.

Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ კომპანია ESG „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" − სამი მეგობრის მიერ წამოწყებული ბიზნესი, რომელიც ავტოსამრეცხაოდან მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის ქართულ წარმომადგენლობად იქცა.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როდესაც მეგობრებმა ავტოსამრეცხაოს გახსნა გადაწყვიტეს. თითოეულ მათგანს წარმატებული კარიერა და მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, თუმცა დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოების სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გარისკეს, სტაბილურ შემოსავალზე უარი თქვეს და კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ.

ბიზნესი თბილისში გახსნილი ერთი ავტოსამრეცხაოთი დაიწყო. მეგობრებისთვის ეს სფერო სრულიად ახალი და წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა. წარმატებაც ნელ-ნელა, შეცდომების ანალიზით, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობითა და ავტომომსახურების სფეროს დეტალური შესწავლის შედეგად ეწვიათ. დამფუძნებლებს სურდათ, მომხმარებლებისათვის ავტომომსახურების, ერთი შეხედვით, დამღლელი პროცესი სასიამოვნო გამხდარიყო, რისთვისაც გახსნეს კაფეც, შექმნეს სასიამოვნო გარემო და მალევე, ავტოსამრეცხაო ერთგვარ თავშეყრის ადგილად იქცა.

„იყო კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი თვისებრივად ახალი ბიზნესის წამოწყება. საქართველოში ავტომობილის ხარისხიანი სარეცხი და საპრიალებელი საშუალებების მწვავე დეფიციტი იყო. ევროპიდან იმპორტირებული ავტოქიმია მაღალი ფასის გამო არაკონკურენტულ საფასო პირობებში გვაყენებდა სხვა ავტოსამრეცხაოებთან შედარებით. ხარისხის შენარჩუნების მიზნით ამან გვიბიძგა მოგვეძიებინა სხვა გზები, რათა კონკურენტული ფასის შენარჩუნების გამო არ გადავსულიყავით იმ დროისათვის ბაზარზე არსებულ დაბალი ხარისხის, კაუსტიკური სოდის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქციის მოხმარებაზე, რომელიც გრძელვადიანი გამოყენების პირობებში აზიანებს ავტომობილის ძარის ზედაპირს და ქრომირებულ დეტალებს. შესაბამისად, კონტაქტი დავამყარეთ Ekokemika International-ის სათავო ოფისთან იტალიის ქალაქ პიაჩენცაში. იმპორტის კუთხით წარმატებულმა თანამშრომლობამ და სანდო პარტნიორის სტატუსმა მიგვიყვანა იქამდე, რომ კომპანიის მენეჯმენტისგან მივიღეთ შემოთავაზება ადგილზე გვეწარმოებინა პროდუქცია მათი ტექნოლოგიით და სავაჭრო ნიშნით. საქართველოში წარმოებული ESG-ის ავტოკოსმეტიკა, სპეციალურად საქართველოს კლიმატურ და ბუნებრივ გარემოზე გათვლილი ფორმულებით მზადდება და ითვალისწინებს როგორც წყლის სიხისტისა და გარემოს დაბინძურების ხარისხს, ასევე, ადგილობრივი ავტოსამრეცხაოების ტექნოლოგიებსა და მათ სამუშაო სპეციფიკას. კომპანიის პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს", − აცხადებს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფის" თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ალექსანდრე მეტრეველი.

ასე, 2014 წლიდან მეგობრების − ალექსანდრე მეტრეველის, მიხეილ გოგბერაშვილისა და ჰაკობ ხაჩატრიანის ბიზნესი ერთი სამრეცხაოდან ევროპის წამყვანი ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობად იქცა საქართველოში და ადგილობრივ ბაზარზე ავტოქიმიის წარმოება დაიწყო. გარდა ამისა, ESG დაკავებულია ავტოსამრეცხაოების პროექტირებით და მათი ტექნიკური უზრუნველყოფით.

კომპანია აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფორმულები შემუშავებულია Ekokemika International-ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო ხსნარების შესაქმნელად გამოყენებული ნედლეული წარმოებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. Ekokemika International საერთაშორისო სავაჭრო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიაში. იგი 20 წელზე მეტია რაც წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე და მისი ძირითადი პროფილი ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოებაა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის წარმომადგენლობა მოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა თუ აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.

„ESG" − ევროპული ხარისხის ქართული წარმოებაა. ჩვენთან წარმოებული ხსნარები თავსებადია გარემოსთან. არ აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. უარყოფითად არ მოქმედებს ავტომობილის ძარის ზედაპირზე, რეზინისა და ქრომირებულ ნაწილებზე. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციო ობიექტებში განთავსებამდე გადის ხარისხის კონტროლს. ამ ეტაპზე კომპანია, ავტოკოსმეტიკის გარდა, ახორციელებს პროფესიული და თვითმომსახურების (Self-Service) ტიპის ავტოსამრეცხაოებისათვის ნებისმიერი ტიპისა და ფუნქციების მქონე აპარატურის რეალიზაციას, მიწოდებას, მონტაჟს და შემდგომ მომსახურებას", − აცხადებენ კომპანიაში.

როგორც აღვნიშნეთ, ავტოკოსმეტიკის წარმოების პარალელურად, ESG სპეციალიზებულია თვითმომსახურების ტიპის ავტოსამრეცხაოების აპარატურის მონტაჟზე. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი − ალექსანდრე მეტრეველი აცხადებს, ამ მიმართულებით ESG წარმატებით თანამშრომლობს დამკვეთებთან და დღეის მდგომარეობით, საერთო ჯამში, შესრულებულია 200-ზე მეტი ზემოაღნიშნული ტიპის ავტოსამრეცხაოს აპარატურის მონტაჟი, სადაც უშუალოდ კომპანიის მიერ წარმოებული ხსნარებით ხდება ავტომობილების რეცხვა. ESG-ს სპეციალისტებს გავლილი აქვთ მომზადება მწარმოებელი ქარხნების ტექნიკურ და საინჟინრო განყოფილებებში, რაც მომსახურების სრული ციკლის მაღალ ხარისხსა და საიმედოობას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს მრავალფუნქციური ავტოსამრეცხაოს აპარატურისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტს, რეალიზაციას და დისტრიბუციას. აღსანიშნავია, რომ ESG ისეთი წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს, როგორიცაა: HAWK INTERNATIONAL, nicolini − MOTORI ELETTRICI, R+M/Suttner. ეს ბრენდები წარმოადგენენ ლიდერ კომპანიებს ევროპის ბაზარზე ელექტროძრავების, ტუმბოებისა და ავტოსამრეცხაოს სხვადასხვა ნაწილების თუ აქსესუარების წარმოების სფეროში.

„მუდმივი ზრუნვა პროდუქციისა და მომსახურების ხარისხზე ჩვენი კომპანიის მისიას წარმოადგენს. ეს ეხება როგორც ავტოკოსმეტიკის ფორმულების მუდმივად დახვეწას და მორგებას დღევანდელ გარემოსთან, ასევე, ნიშნავს საიმედოობას, ვინაიდან ჩვენთან შესყიდულ საქონელზე ვრცელდება გარანტია და შემდგომი მომსახურება", − აღნიშნავენ კომპანიაში, − „ჩვენი ინოვაციური მიდგომები გულისხმობს: საბარათე-ბონუს-სისტემების დანერგვას თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებში, განსხვავებული ტიპის სამრეცხაოების მონტაჟს, სადაც შესაძლებელია სამრეცხაო ბოქსში მხოლოდ მართვის პანელი დაიდგას, ხოლო აპარატურა ცალკე ოთახში დამონტაჟდეს. ეს კი ამცირებს ხმაურს და იცავს აპარატურას გარემო უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ასევე, შესაძლებელია წყლის მაღალი წნევის რეზინის მილები განთავსდეს პარალელური შემაერთებელი სისტემის (პანტოგრაფის) საშუალებით ისე, რომ ნაკლები ძალისხმევა მოითხოვოს მრეცხავისგან ავტომობილის რეცხვის პროცესში, ასევე, ამ დროს მაღალი წნევის მილი დაცულია მყარ ზედაპირზე ხახუნით გამოწვეული ცვეთისაგან".

დღესდღეობით, კომპანია ESG ფლობს თვითმომსახურების ტიპის ავტოსამრეცხაოებს: რუსთავში, საჩხერეში, ყვარელში, ასევე, „ლილო მოლის", „ისთ ფოინთისა" და „თბილისი მოლის" ავტოსადგომების ტერიტორიებზე.

ამჟამად კომპანია აქტიურად მუშაობს სამრეცხაოების მოწყობასა და აპარატურის მონტაჟზე ქ. თბილისში, ასევე, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში სხვადასხვა ლოკაციაზე.

ალექსანდრე მეტრეველის თქმით, ESG-ს პარტნიორები და წარმოებული პროდუქციის მუდმივი მომხმარებლები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, წარმოდგენილი სხვადასხვა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების სახით, ასევე, კერძო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ავტოსამრეცხაოები − როგორც ქალაქში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, რომელთა 50 პროცენტზე მეტს („ბია"-ს მონაცემები) მათი კომპანია ამარაგებს.

„კომპანიის უახლოესი სამოქმედო გეგმა მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და გადაწყვეტილებით შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს" ფონიჭალის დასახლებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი საწარმოს მშენებლობა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, გაზარდოს წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი; იგეგმება საოჯახო ქიმიის წარმოების ხაზის დამატება (ხელის თხევადი საპონი, ავეჯის საწმენდი სითხე, ჭურჭლის სარეცხი სითხე, სამზარეულოსა და აბაზანისათვის გათვალისწინებული საწმენდი და საპრიალებელი საშუალებები)", − აცხადებს ESG-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მეტრეველი.

კომპანიის პროდუქციისა და სერვისის სრულ ასორტიმენტს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ადგილზე, შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში უშანგი ჩხეიძის ქ. N20; ერისთავის ქ. N1 (სანაპიროს მხრიდან), ან ეწვიოთ ვებგვერდს: www.esggeorgia.ge და Facebook-გვერდს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია