📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Women in Wine Expo 2022 - ევროპის პირველ გლობალურ ინიციატივას საქართველო უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Women in Wine Expo პირველი გლობალური ინიციატივაა ევროპაში, რომელიც მსოფლიო რუკაზე 2019 წელს გამოჩნდა და აერთიანებს პროფესიონალ მეღვინე ქალებს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებიდან.

Women in Wine Expo 2022 (WIWE) პროფესიონალ მეღვინე ქალებს 4-6 მაისს Lopota Lake Resort & Spa-ში უმასპინძლებს. ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელი ქალები ღონისძიების ფარგლებში, დარგის განვითარების მიზნით კახეთში, მეღვინეობის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღვინის მწარმოებელ რეგიონში შეიკრიბებიან. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: სომხეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, პორტუგალია, გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, ბულგარეთი, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები და სხვა. აღსანიშნავია, რომ პროექში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მოწვეული თარჯიმნები, რომელთა დახმარებითაც, ქართველი სპიკერები შეძლებენ ისაუბრონ მშობლიურ ენაზე და ამავდროულად, საერთაშორისო მასშტაბის მონაწილეებს თითოეული გამოსვლა მათთვის სასურველ ენაზე გადაეთარგმნებათ.

2022 წლის Women in Wine Expo-ს მთავარი თემა ღვინის ინდუსტრიაში ქალთა სამეწარმეო საქმიანობა იქნება. სცენა დაეთმობათ ახალგაზრდა ლიდერ ქალებს საქართველოდან, სომხეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა დარგში არსებული ტრენდები, მომხმარებელთა გამოცდილება, ბიზნესის განვითარება, სტატისტიკური მონაცემები და სხვა. GIZ Georgia-სთან ერთად Women in Wine Expo პრაქტიკულ ვორქშოფსაც უმასპინძლებს. ამასთან, ჩატარდება პანელური დისკუსია ადგილობრივი და რეგიონული ბიზნესისთვის ღვინის ტურიზმთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დეგუსტაციის კომისია უმასპინძლებს ქართული ღვინის მასტერკლასს, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეული 6-8 სახეობის ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ. ღვინო წინასწარ იქნება შერჩეული სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის მიერ: ანა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა და გიორგი სამანიშვილი. მასტერკლასის შემდგომ კი გაიმართება გამოფენა, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ქალები მიიღებენ. მეღვინე ქალებს შეეძლებათ, ფართო საზოგადოებას წარმოუდგინონ ღვინო და ამით გაუწიონ პოპულარიზაცია საკუთარ საქმიანობას. გარდა ამისა, მეღვინეთა და მევენახეთა წამყვანი ჟურნალის, Wine Business Monthly-ის მთავარი რედაქტორი და სპეციალურად მოწვეული სპიკერი ერინ კირშენმანი, ისაუბრებს თემაზე − „ვაჭრობა და კავშირი კრიზისისა და პანდემიის დროს".

Women in Wine Expo 2022 Covid-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე