You can be on Entrepreneur’s cover!

Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ერიკ შმიდტი ოფისში მუშაობის უპირატესობებზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ორწლიანი დისტანციური მუშაობის შემდეგ, Google-ს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი ოფისებს უბრუნდება. ამასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი.

„მე ტრადიციონალისტი ვარ. ათწლეულების განმავლობაში, საოფისე მუშაობამ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და ჩემი აზრით, ადამიანების ფიზიკურ სივრცეში დაბრუნება უმნიშვნელოვანესია კომპანიებისათვის", - აცხადებს 66 წლის შმიდტი.

4 აპრილიდან, Google-ში ამოქმედდა მუშაობის ჰიბრიდული სისტემა, რომლის პირობებშიც თანამშრომელთა უმრავლესობა მინიმუმ 3 სამუშაო დღეს ოფისებში გაატარებს. შმიდტმა, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა 2001-დან 2011 წლამდე, იმ დროისთვის სილიკონ ველის მასშტაბებისთვის პატარა სტარტაპი, გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტად აქცია, $1,9 ტრილიონიანი კაპიტალიზაციით და როგორც თავად აცხადებს, ეს ზრდა, დიდწილად ოფისში მუშაობასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ ათწლეულები დავუთმეთ ადამიანების დაახლოებას, ფინჯანი ყავით ხელში ინფორმაციის გაცვლის კულტურის ფორმირებას, უშუალო დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ნუთუ ეს ყველაფერი არასწორი იყო?", - აცხადებს ერიკ შმიდტი.

შმიდტის თქმით, საქმე არა მხოლოდ ნოსტალგიასა და სემნიმენტებშია, არამედ ფიზიკურ სივრცეში ერთობლივ მუშაობას მკაცრად პრაქტიკული ასპექტებიც ახლავს. მაგალითად ის განიხილავს პროფესიულ დისკუსიებს და განხილვებს, რაც უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლების უდიდეს ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ.

როგორც Google-ს ექს-დირექტორი ამბობს, ახალგაზრდები 25-დან 35 წლამდე, ოფისში სწავლობენ მართვის თავიანთ სტილს და მუშაობის ეფექტურობას ავითარებენ. საქმიანი ეტიკეტი, პრეზენტაციის უნარები, სამუშაოს პოლიტიკა, კონკურენტებთან გამკლავება, როგორც კომპანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ეს ყოველივე პროფესიონალიზმის ელემენტებია, რომლებიც მხოლოდ საოფისე გარემოში ისწავლება.

შმიდტი აღნიშნავს, რომ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ზოგიერთ თანამშრომელს კომპანიაში ისეთი როლი აქვს, რომელიც არ მოითხოვს პირად კომუნიკაციას, სოციალიზაციას და საოფისე რუტინას, რაც სავსებით მისაღებია და ასეთი ადამიანებისათვის დისტანციური მუშაობა მისასალმებელიც კია.

„ჩემი აზრით, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები სოციალური არსებები არიან და დღევანდელი ვირტუალური ინსტრუმენტები ამის ნათელი მაგალითია. თუმცა ამის მიუხედავად, ფიზიკური ურთიერთობა თანამშრომლებს შორის, ცოცხალი კონტაქტი და ლანჩზე პროფესიული დისკუსიები, ადამიანებს ზრდის, ავითარებს და ისეთ უნარებს ასწავლის, რომლებიც დისტანციური მუშაობისას შეუძლებელია შევიძინოთ", - აცხადებს ერიკ შმიდტ
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი