📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები:

  • ლინენის აპარატი - (ოზურგეთი) თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ლინენის აპარატი, რომლის პირველი საცდელი პროტოტიპი ოზურგეთის ტექნოპარკის ფაბლაბში შეიქმნა, მოაგვარებს საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას დასუფთავების მიმართულებაში და ელექტრონიკისა და სხვადასხვა ტიპის სენსორების მეშვეობით დაითვლის სასტუმროებში არსებულ თეთრეულს მაქსიმალური სიზუსტითა და დროის მინიმალური დანახარჯით. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდება სასტუმრო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური სიახლის შეტანა და მათთვის ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილება.
  • რეციკლირებაზე დაფუძნებული ეკონომიკა- 3D საამქრო - (ოზურგეთი)-ქალაქ ოზურგეთში ნარჩენების გადამუშავების შედეგად შეიქმნება მაღალი კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროდუქტები, რომელსაც სამშენებლო თემატიკა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი აერთიანებთ. 3D საამქროში განთავსდება ნარჩენების გადამამუშავებელი საწნეხი და დასაყალიბებელი დანადგარი. აღნიშნული დანადგარების გამოყენებით შესაძლებელი გახდება ნარჩენებისგან შეიქმნას მაღალი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქტები.

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

  • GOODTOURS - ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგავი ფერმა რანჩოს აშენება და მასში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. ნატანებსა და შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აგრარულ სექტორში ახალი, ალტერნატიული, ეკოლოგიური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და რეკლამირება. მწვანე ეკოშენობებში, ენერგო-დამზოგავი სისტემების გაცნობა-გაზიარება, ამ თემებზე ფასიანი ტრენინგების, ვორქშოპებისა და სემინარების გამართვა საცხენოსნო სკოლის დაარსება. წარმოებული პროდუქტით ჩამოსული სტუმრების კულტურული, სპორტული სამოგზაურო, აგრო- და გასტრონომიული ტურებით მომსახურება. რეგიონში დაინერგება აგრარული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ეკოლოგიური, ენერგოეფექტური ნაგებობების პროექტირებისა და აშენების პრაქტიკა ადვილად ხელმისაწვდომი, ადგილობრივი, იაფი ორგანული მასალით. ამას გარდა რეგიონის კვების მრეწველობაში გაჩნდება უნარჩენო წარმოების ახალი ტექნოლოგიური სისტემა და დაინერგება სასმელი და ტექნიკური წყლისების ტექნოლოგია.
  • PV Greenhouse- SOLAGRO (ხიდისთავი, ჩოხატაური) - პირველი ფოტოელექტრული სათბური საქართველოში, რომელიც ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოიყვანს როგორც აგრო პროდუქციას, ასევე აწარმოებს და გაყიდის ელექტროენერგიას. პროექტი აერთიანებს ერთ სისტემაში ორი სხვადასხვა სფეროს განვითარებას - სოფლის მეურნეობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებებს. PV Greenhouse ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას და ტექნოლოგიების დანერგვას სასათბურე მეურნეობის წარმოებაში, რომლის განხორციელებაც გარკვეულწილად აღმოფხვრის აგროპროდუქტის (ძირითადად ბოსტნეული) დეფიციტს ბაზარზე (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში), გააიაფებს პროდუქტის წარმოებას და შექმნის უფრო სტაბილურ გარემოს აგროკულტურების მოსაყვანად.

ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

  • მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.
  • ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი