You can be on Entrepreneur’s cover!

თამო ვაშალომიძე - თამოსკინი მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა "თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებების ხაზი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თამო ვაშალომიძეს საზოგადოების დიდი ნაწილი სამოდელო ინდუსტრიიდან იცნობს. ამ სფეროში წლების განმავლობაში აქტიური მუშაობის შედეგად, მან მოახერხა შეექმნა ძლიერი პერსონალური ბრენდი და მიმდევართა მნიშვნელოვანი რაოდენობა შემოეკრიბა. თუმცა, სამოდელო საქმიანობის პარალელურად, თამო საკუთარ დამოუკიდებელ, ანტრეპრენერულ ხაზსაც ავითარებს, ბრენდ „თამოსკინის" სახით, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ მცირე დროში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

„თამოსკინის" შექმნის იდეა გასულ წელს დაიბადა − მაშინ, როდესაც მეორედ გავხდი დედა. ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი საქმე, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ბიზნესი. მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა „თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებების ხაზი, რომელიც უკვე ერთი წელია ქართულ ბაზარზეა და უამრავ მომხმარებელს ეხმარება საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში", − გვიამბობს თამო.

„თამოსკინის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ის, თუ როგორ გამოვიყურებით, ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანის შესახებ პირველსავე შეხედვით ბევრს გვამცნობს. სწორედ ამიტომ, „თამოსკინის" თავის მოვლის საშუალებები ისეთი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება მომხმარებლებს, რომლებიც ამ დრომდე პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნეოდა. ამის ნათელი მაგალითია სტრიების, ცელულიტის, აკნეს და ჭარბი წონის მოსაშორებელი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად ახერხებს საკუთარი გარეგნობისა და სხეულის ვიზუალურ გაუმჯობესებას.

„როდესაც ხარ ორი შვილის დედა და დაკავებული ხარ სამოდელო სფეროში, მნიშვნელოვანია მუდმივად გამოიყურებოდე კარგად და ინარჩუნებდე ფორმებს. თუმცა ორსულობას, წონაში მატებასა და კლებას, ახლავს არასასურველი შედეგები − სტრიები, ცელულიტი და ა.შ. წლების განმავლობაში ვებრძოდი ზედმეტ კილოგრამებს, ვარჯიშითა და ესთეტიკური მედიცინით; ვიცოდი, რამხელა რესურსს მოითხოვდა ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც მეორე შვილი გავაჩინე, ვფიქრობდი, რა საშუალებით შემეძლო ამ პრობლემების დაძლევა მარტივად. ბაზრის კვლევისას აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა საქართველოში თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც ზემოთ ხსენებული საკითხების გადაჭრის გზა იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევა მიმეცა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „თამოსკინი" ინოვაციაა თავის მოვლის სფეროში", − აცხადებს თამო ვაშალომიძე.

მოგეხსენებათ, ერთი წელი ბაზარზე თავის დამკვიდრებისათვის საკმაოდ მცირე დროა, თუმცა ამ დროის განმავლობაში „თამოსკინის" პროდუქცია გამოცადა ათასობით მომხმარებელმა, რომლებმაც დაძლიეს კომპლექსები და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები.

თამოს თქმით, იგი ყოველდღიურად ათობით მომხმარებლის შეტყობინებას იღებს, თუ რამდენად უკეთესობისკენ იცვლება მათი ცხოვრება და მისთვის, როგორც ანტრეპრენერისთვის, არ არსებობს უფრო დიდი მოტივაცია და სტიმული, გააგრძელოს თავისი საქმიანობა.

„როდესაც წარმატებულ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ხშირად ვფიქრობთ, რომ მისი დამფუძნებელი ძალიან იღბლიანია და უბრალოდ გაუმართლა. თუმცა რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას უამრავი გათენებული ღამე, ბევრი დაბრკოლება, დაძლეული შიშები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ბიზნესის რეცეპტი არ არსებობს, ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია თავდაუზოგავ შრომაზე, მიზანდასახულობასა და გამოცდილებაზე. ბიზნესი ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა", − ამბობს თამო ვაშალომიძე, − „ვფიქრობ, ქალის როლი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღესაც კი ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, როცა იგებენ, რომ წარმატებული ბიზნესის უკან ქალი დგას. როდესაც გაყიდვაში პირველი პროდუქტი ჩავუშვი, გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი თითოეულ დეტალზე, არ ვიცოდი როგორ მიიღებდა მას მომხმარებელი. რამდენიმე ღამე საერთოდ ვერ ვიძინებდი − ერთდროულად იყო სიხარულიც და შიშიც. როდესაც ერთ კვირაში გაყიდვებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა და ათი დღის შემდეგ მომხმარებელმა მომწერა, რომ პროდუქტით ძალიან კმაყოფილი დარჩა, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში გადადგმული კიდევ ერთი სწორი და წარმატებული ნაბიჯი".

Entrepreneur-თან საუბრისას თამო აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ანტრეპრენერი არის მიზანდასახული, გამბედავი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ახალი გამოწვევების, ქმნის სიახლეს და აქვს უნარი თავისი ბიზნესსაქმიანობით გადაჭრას სხვისი პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში, განასხვავებს მას მეწარმე-ბიზნესმენისგან.

„თამოსკინმა ამ ერთი წლის განმავლობაში მასწავლა თუ როგორ ვაქციო საკუთარი ოცნებები რეალობად, ვიყო თავდაჯერებული და არ შემეშინდეს თამამი ნაბიჯების. დამწყებ ანტრეპრენერებს კი გირჩევთ არასდროს თქვათ უარი საკუთარ მიზნებზე, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის", − აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია