📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში ''ლიდერატორი'' 102 მონაწილე ჩაერთო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართევლოს ბანკი

საქართველოს ბანკი სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მეექვსე წელია ბანკის სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი" ხორციელდება. პროექტმა 200 მონაწილეს უკვე მისცა შესაძლებლობა, მიეღო სამუშაო გამოცდილება საქართველოს ბანკის 45-მდე დეპარტამენტში. 2022 წელს, „ლიდერატორში" კიდევ 102 სტუდენტი ჩაერთო.

„ლიდერატორი" სპეციალურად III-IV კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მათ კარიერულ განვითარებას და დასაქმებას. პროექტი 1 წლის მანძილზე, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ტრენინგებისა და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი გამოცდილი მენტორების ჩართულობით, განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. აღსანიშნავია, რომ დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 86% კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„2017 წლიდან, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი კი წლიდან წლამდე იზრდება. მოხარული ვართ, რომ 2022 წელს, პროექტს 10 უნივერსიტეტიდან, 100-ზე მეტი ახალი მონაწილე შემოუერთდა. მონაწილეები 15 სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ მიიღონ სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 ახალ პროგრამაზე: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე" , - აცხადებს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული