You can be on Entrepreneur’s cover!

მარკეტინგის ახალი ტალღა - რას სთავაზობს Impactor Agency მომხმარებლებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„პირველ რიგში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობას ვუცხადებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და უდანაშუალო ხალხის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების სიცოცხლის მოსპობას", - აღნიშნავენ Impactor Agency-ის დამფუძნებლები.

ბრენდის განვითარებისთვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. კომპანიები ცდილობენ, მარკეტინგული სტრატეგიით გაზარდონ მოგება და ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობა, თუმცა იმისათვის, რომ კონკურენტულ ბაზარზე საკუთარი ადგილი იპოვო, საჭიროა, გქონდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გრძელვადიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან. სწორედ ამ კონცეფციაზე დაფუძნებით შეიქმნა Impactor Agency - სოციალური საწარმო, რომელსაც საქართველოს ბაზარზე შემოაქვს მარკეტინგის ახალი ტალღა და სთავაზობს მომხმარებელს ყველა თანამედროვე მიდგომის გამოყენებას ბრენდის განვითარებისთვის.

პროექტის მიზანია, მცირე/საშუალო ბიზნესის სექტორისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებით, მდგრადი განვითარებისა და ახალგაზრდების გაძლიერების კონცეფციების დანერგვით. Impactor Agency სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესებს გლობალური/ადგილობრივი ტრენდების დანერგვის სტრატეგიებსა და მათი ბრენდის ღირებულებების ეფექტურ კომუნიკაციას. კომპანიის სერვისები ბიზნესებს ეხმარება, როგორც მოგების მაქსიმიზაციაში, ასევე - კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ბაზარზე ცვლილების შეტანაში.

სააგენტოს სერვისებში შედის: სოციალური მედია მენეჯმენტი, გრაფიკული დიზაინი, სტრატეგიული გეგმის დაწერა, PR და სარეკლამო კამპანიების შექმნა, ვებ დიზაინი, კონცეფტუალური ივენთების ორგანიზება და საკონსულტაციო მომსახურება. ასევე საერთაშორისო კლიენტებს სთავაზობენ სერვისებს ე.წ. Outsource-ის ფორმატში, რათა ხელი შეუწყონ ქართველი ახალგაზრდების დასაქმებას უცხოურ კომპანიებში.

რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც სთავაზობენ მომხმარებლებს და როგორია გუნდის სამომავლო ხედვა? - Entrepreneur ამ საკითხებთან დაკავშირებით Impactor Agency-ის დამფუძნებლებს, სალომე გასვიანსა და ძერასსა სანაკოევას ესაუბრა.

როდის და საიდან გაჩნდა ინსპირაცია, შეგექმნათ Impactor Agency და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

სალომე გასვიანი: უკვე მეორე წელია ვმუშაობ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო პალატაში საქართველოში, რომელიც აერთიანებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, როგორც საქართველოში, ასევე 120-ზე მეტ სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, მქონდა და მაქვს ყოველდღიური შეხება, როგორც მსხვილ, ასევე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან. მუდმივად ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ინფორმაცია მიმეღო იმაზე, თუ რა გამოწვევებს აწყდებოდნენ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები საქართველოს ბაზარზე, რატომ წყვეტდნენ ფუნქციონირებას, რა სჭირდებოდათ და სწორედ ამ საჭიროებების ძიების პროცესში მივხვდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ, სად იყო გამოსასწორებელი სივრცე. მივხვდი, რომ კომუნიკაცია, იდეის სწორად მიტანა მომხმარებლებამდე და გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნა წარმატებული ბიზნესის ქვაკუთხედია.

ასევე, ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, რომ გამოცდილების არმქონე, მაგრამ ძალიან მონდომებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ საშუალება, რომ თავიანთი კარიერული წინსვლა და განვითარება, საიდანღაც დაიწყონ. სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნა გვინდოდა ჩვენ. დამწყებ, პროფესიონალ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას და საშუალებასთან ერთად მაქსიმალურ თავისუფლებას, მათი ხედვა და იდეები ჩადონ საქმეში, რომლის კეთებაც უყვართ.

ძერასსა სანაკოევა: ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას ეკოლოგიურ კამპანიებს კლიმატის ცვლილებაზე, მაგრამ 5 წამიან რეკლამას ტანსაცმლის ბრენდისგან შეუძლია გვაყიდინოს კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არც გვჭირდება?

ტრენდების ზეგავლენა ადამიანებზე და მარკეტინგის გამოყენება სოციალური მიზნებისთვის ყოველთვის ჩემი დიდი ინტერესის სფერო იყო, განსაკუთრებით კი მარკეტინგის ინსტრუმენტების როლი - მდგრადი მექანიზმების შექმნაში ბიზნესებისთვის. დღევანდელი ბაზრის სისტემაში, რომელშიც ვარსებობთ არსებობს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ნაკლებობა სექტორებს შორის. ზუსტად ამ ხიდჩატეხილობის გამო, იკარგება სოციო-ეკონომიკური საკითხების გადაჭრის უამრავი შესაძლებლობა. ამ პრობლემას სხვადასხვა ფორმით ვაწყდებოდი ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემი კარიერის გზაზე - ადამიანის უფლებების დაცვა, მდგრადი განვითარება, ელექტრონული კომერცია - ყველა სექტორში ძირითადი პრობლემა იყო სამიზნე მომხმარებელთან კომუნიკაციის ნაკლებობა. საბედნიეროდ, მთელი ჩემი სტუდენტობა ამბიციური ადამიანების გვერდით გავატარე და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ იქ დაგროვილი ცოდნა და ექსპერტიზა გამომეყენებინა საქართველოშიც. უამრავი ღირებული ინიციატივა, სტარტაპი, სოციალური პროექტი იქმნება საქართველოში ყოველწლიურად ახალგაზრდების მიერ, და ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთი ამბები უნდა იყოს მარკეტინგის ფოკუსში მოქცეული - ჩვენი სააგენტო კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ჩვენი საქმიანობის ფორმატის შერჩევას საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ, და მივხვდით, რომ მარკეტინგის ციფრული და Offline ინსტრუმენტების ერთად შეთავსება - ჩვენი მიზნების მიღწევის ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა.

Impactor თავისი სერვისებითა და პლატფორმით არის ახალგაზრდა სპეციალისტების ჰაბი, რომლებიც უდიდესი ენთუზიაზმითა და კრეატივით უდგებიან იმ გამოწვევების გადაჭრას, რასაც მცირე ბიზნესები და მათი მომხმარებლები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ ურთიერთდაკავშირებულობას, და სწორედ ამიტომ ვქმნით კომპლექსურ სტრატეგიებს, რომ უზრუნველვყოთ ბრენდის გრძელვადიანი, მდგრადი ზრდა და განვითარება. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულებაა, რასაც „იმპექტორი" ქმნის საქართველოში და საზღვარგარეთ.

რა გამოწვევები გქონდათ კომპანიის დაფუძნებისას და როგორ აქციეთ გამოწვევები შესაძლებლობებად?.

სალომე გასვიანი: რეალურად, მთავარი გამოწვევა, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, იყო პანდემია - უფრო სწორედ, გვეგონა, რომ იქნებოდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი მიმართულება, არის ციფრული მარკეტინგი ანუ ბიზნეს-იდეების ციფრულ სამყაროში სწორად გავრცელება... და საბოლოოდ მივხვდით, რომ სწორედ ახლა იყო დრო, აგვესხნა ადამიანებისთვის ბიზნესის გაციფრულების მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, ყველაფერი გაციფრულდა, ონლაინ რეჟიმში ვმუშაობდით, ვყიდულობდით, ვცხოვრობდით. ამიტომ არ შევუშინდით ამ მოცემულობას, რაც, სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. სულ რამდენიმე თვეა, რაც ოპერირება დავიწყეთ ბაზარზე, მაგრამ უკვე გვაქვს არაერთი გრძელვადიანი და მოკლევადიანი წარმატებულად განხორციელებული პროექტი.

აქედან გამომდინარე, სააგენტოს იდეის თვეების განმავლობაში დამუშავებისა და ბაზრის კვლევის შემდეგ, ვიპოვეთ რაღაცები, რაც ჩვენი კონკურენტებისგან განგვასხვავებს და აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებ მეწარმეებს მივცემდით რჩევას, რომ არ არსებობს სწორი დრო საქმის დასაწყებად, სწორი დრო არის მაშინ, როდესაც თქვენ თვლით, რომ საქმის კეთება უნდა დაიწყოთ.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა? ფიქრობთ თუ არა გაფართოებას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ?

ძერასსა სანაკოევა: ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაზე, რაც ბრენდების B2B თანამშრომლობის პოპულარიზაციას მოიაზრებს და ფოკუსირებულები ვართ ბრენდების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

ამასთან ერთად, „იმპექტორის" შემდეგი რამდენიმე წლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების ინიციატივების შექმნა, და პირადი/კარიერული განვითარების რესურსების გაზიარება როგორც მეწარმეებისთვის, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულება ინოვაციურობა და ბაზარზე ცვლილებების შემოტანაა, შესაბამისად მთელი ჩვენი ენერგია მიმართულია იმ მექანიზმების შექმნისკენ, რომლებიც ბიზნესებსა და მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მოგებასთან ერთად განახორციელონ სოციალური ცვლილებებიც.

ამ მოდელის დანერგვას ასევე ვაპირებთ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და საქართველოში არსებული ბრენდების პოპულარიზაციის კუთხით.

სალომე გასვიანი: როგორც ჩემმა კოლეგამ ახსენა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით ორიენტირებული ვართ საქართველოს ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ვოპერირებთ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ასევე გვყავს უცხოელი გუნდის წევრებიც, მათ შორის უკრაინელი გოგონა, რომელსაც ომის დროს, სამწუხაროდ, ქვეყნის დატოვება და პოლონეთში წასვლა მოუწია და სწორედ იქიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს.

ვფიქრობთ, რომ სააგენტოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ცხადია, რაღაც ეტაპზე, აუცილებლად გავიტანთ ამ პლატფორმას სხვა ქვეყნებშიც და აუცილებლად გავფართოვდებით.

ბოლოს, ყველაზე მთავარი, რაც ამ პერიოდში ვისწავლეთ არის ის, რომ იდეის საპოვნელად და მის განსახორციელებლად, საჭიროა დაუღალავი, თავდაუზოგავი შრომა და ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც შენს შეხედულებებსა და ფასეულობებს იზიარებენ.

და კიდევ ერთხელ, არ არსებობს სწორი და არასწორი დრო საქმის დასაწყებად, სწორი დრო არის მაშინ, როდესაც ამ შრომისთვის მზად ვართ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"