You can be on Entrepreneur’s cover!

''Meet the Change'' - THE Crossroads შეხვედრების სერია გრძელდება

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

THE Crossroads-ის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი პლათფორმის შემქმნელები აგრძელებენ საინტერესო შეხვედრებს სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. შესაბამისად 2022 წლის მარტში, გუდაურში გამართული Summit Talks-ის შემდგომ ახალი ღონისძიებით გიბრუნდებიან.

"Meet the Change" ეს არის ღონისძიება სტარტაპებისა და ინვესტორებისათვის, რომელიც გაიმართება 2022 წლის 3 მაისს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია". "Meet the Change" თავს მოუყრის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც გადამწყვეტ როლს თამაშობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

პანელური დისკუსიები ადგილობრივი და საერთაშორისო მოწვეული სტუმრების მონაწილეობით დაეთმობა შემდეგ თემებს:

1. ინოვაციური ეკოსისტემების ზრდა და შემდგომი განვითარება

2. ეკოსისტემის მდგრადობა არასტაბილურ დროსა და გარემოში

3. ბიზნეს ტურიზმი - როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი ბიზნეს კლიმატის გამოკვლევისა და შემდგომში ქვეყნის მსოფლიო მაშტაბით პოპულარიზაციის მიზნით პირველად სტუმრობენ იზაბელ ნევესი, ინვესტორი და "Shark Tank" სატელევიზიო პროექტის პირველი ქალი მონაწილე და ასევე მიგელ ჰერნიკესი, ინვესტორი და ამავე დროს პორტუგალიის „Business Angels Federation"-ის პრეზიდენტი.

სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ღონისძიებაზე რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.ae/MYsk5

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი