📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ექსპორტზე კიდევ ერთი ადგილობრივი კომპანია გავიდა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი აგრო მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ზუმში, 10 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღები გაშენდა. ბანკის მიერ გაცემული 175 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და მოცვის ბაღების გაშენებას მოხმარდა. პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე ხორციელდება.

საქმიანობაში სეზონურად 25-30 ადამიანია ჩართული. რეალიზაციის მოცულობა კი 210 000 ლარს უტოლდება.

„პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა, ორჯერ გაგვეფართოვებინა ბაღების მასშტაბი და გაგვეუმჯობესებინა ტექნიკური ბაზა. ასევე, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, რაც პროდუქციას გაფუჭებისგან აზღვევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ მოცვის ბაღები", - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, გია ლემონჯავა.

„აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და საექსპორტო ბაზრის შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას", - აცხადებს საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ვრცლად, საქართველოს ბანკი აგრო პროდუქტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი