You can be on Entrepreneur’s cover!

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელი Hershey's საქართველოში შემოვიდა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკული მულტინაციონალური კომპანია და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელი Hershey's საქართველოში შემოვიდა.
მალე, ის მთელ საქართველოში, "ნიკორა"-სა და „ლიბრე"-ს მაღაზიათა ქსელებში იქნება ხელმისაწვდომი.



ბრენდის რეგიონალური წარმომადგენლობის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სალომე ჯანაშვილი „Hershey's"-ს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით:

„Hershey's საუკუნოვანი ისტორიის მქონე ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1894 წელს, ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დაფუძნდა და დღესდღეობით, მსოფლიოს 60 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. Hershey's-ს ბრენდის გარდა, მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Reese's, Twizzler's, Brookside და ა.შ.

„ნიკორა" ჩვენი ექსკლუზიური იმპორტიორია და მოხარული ვარ, რომ „ნიკორასთან" პარტნიორობით, ჰერშის პროდუქტები საქართველოს ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი, როგორც ნიკორას, ასევე ლიბრეს მაღაზიათა ქსელებში "


Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი