ქართველმა სტუდენტებმა ფინანსური მოდელირების მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავეს

წარმატებას ESM-ის სტუდენტებმა: ლუკა ხოსროშვილმა, ზურა აბზიანიძემ და ირაკლი ჭოლოკავამ მიაღწიეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) სამმა მესამე კურსელმა სტუდენტმა - ლუკა ხოსროშვილმა, ზურა აბზიანიძემ და ირაკლი ჭოლოკავამ უნივერსიტეტებს შორის გამართულ ფინანსური მოდელირების მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონატში მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მონაწილეობდნენ გუნდები, სიის სათავეში აზია მოექცა (ტაილანდი, მაჰიდოლის უნივერსიტეტი), მეორე ადგილი ჩრდილოეთ ამერიკას ერგო (აშშ, მაიამის უნივერსიტეტი) და მესამე ადგილი კი ევროპას (საქართველო, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი).

ჩემპიონატის მონაწილეებს სულ სამი ეტაპის გავლა მოუწიათ, პირველ ტურში ქართველი სტუდენტების გუნდი მე-6 ადგილს იკავებდა, მეორე ტურის შემდეგ შესარჩევი ეტაპის დასრულებისას მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს ფინალი კი მე-3 ადგილით დაასრულეს.

ტურნირის პარტნიორები იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: Microsoft, CFA institute და EY.