პატივსაცემი ადამიანების 7 საუკეთესო თვისება

პატივისცემას დამსახურება სჭირდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც წესი, პატივისცემას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან, როდესაც ლიდერის პოზიცია გიკავიათ, უბრალოდ აუცილებელია პატივს გცემდნენ ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობთ. ისინი შესაძლოა თქვენს პროფესიულ ჩვევებს სცემენ პატივს, ან ინტელექტს, ან კიდევ, გარიგების დადების უნარს. თუმცა, არსებობს რაღაც ბევრად მეტი, რის პატივისცემაც აუცილებელია და ნამდვილად მოგებული დარჩებით, თუ თანამშრომელთა პატივისცემის დამსახურებას შეძლებთ, როგორც პიროვნება.

გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიმსახუროთ მეტი პატივისცემა.

1. იყავით თავაზიანი

ყოველთვის თავაზიანი იყავით ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც დღის განმავლობაში შეხვდებით, თქვენი ოჯახის წევრებით და თანამშრომლებით დაწყებული, სასურსათო მაღაზიის გამყიდველით დამთავრებული. ისეთივე პატივისცემით მოეპყარით მათ, როგორც თავად გსურთ ისინი მოგეპყრონ. მოიფიქრეთ, რის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი თავაზიანობის გამოსავლენად. კაფეს კარი გაუღეთ თქვენს უკან მდგარს, ან სასურსათო მაღაზიაში რიგში თქვენს უკან მდგარი გაატარეთ, რომელსაც მხოლოდ ერთი ნივთი უჭირავს ხელში. როცა კი შესაძლებლობა მოგეცემათ, ეს სიტყვები გაიმეორეთ: „გეთაყვა“ და „მადლობა“.

გარკვეულ ქცევებს მოერიდეთ, როგორიცაა მაგალითად, თვალების ტრიალი. ნურავის შეაწყვეტინებთ სიტყვას და არც ვინმეზე თქვათ რაიმე ცუდი. ამგვარი ქცევა მხოლოდ იმ პირის დაფასება კი არ არის, ვისთანაც იმ წუთას გაქვთ ურთიერთობა, სინამდვილეში, სწორედ ეს ქმედებები აფერხებენ ან ხელს უშლიან მათ შემდგომ ჩართულობას ან პრობლემების მოგვარებას, და კონფლიქტს ქმნიან, რომელიც შესაძლოა არასოდეს დასრულდეს. ამის ნაცვლად, ისეთი ატმოსფერო შექმენით, რომ ნებისმიერი პატივისცემით უსმენდეს ერთმანეთს. ადამიანები იმსახურებენ, რომ მათი აზრი სხვებმაც მოისმინონ, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ ვინმეს შეხედულებებს ან მოსაზრებებს. როდესაც რაიმე გაქვთ სათქმელი, განსაკუთრებით, როცა საკითხი მნიშვნელოვანია, იმაზე იფიქრეთ, როგორ გსურთ სხვები მოგექცნენ.

3. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს

მოსმენა − აქტიური პროცესია და არა პასიური. ვიდრე რაიმეს იტყვით, დაფიქრდით. ყველაზე ხშირად ისე ხდება, რომ დღეს ერთი ადამიანის კომენტარები ხვალ იმას განაპირობებს, რომ მისი მსმენელი საკუთარ ისტორიას ზუსტად ასევე მოჰყვება. თქვენი ისტორიის მოყოლის ნაცვლად, შეკითხვები დასვით, რომლებიც მეორეს უბიძგებს მეტი გითხრათ საკუთარ თავზე. ადამიანების უმეტესობისთვის სასიამოვნო იქნება იმის დანახვა, რომ მათზე ზრუნავთ.

4. ეცადეთ სხვებს დაეხმაროთ

ადამიანები პატივისცემას იმით იმსახურებენ, რომ როდესაც ვინმეს სჭირდება, ყოველთვის მზად არიან მას ხელი გაუწოდონ, ან კიდევ, მოუსმინონ, ხოლო თუ შეამჩნევენ, რომ ვიღაცის დახმარების შესაძლებლობა არსებობს, ამისათვის მზად არიან. თქვენ თვითონ სცადეთ მოძებნოთ, რით შეგიძლიათ სხვების დახმარება. იქნებ დაინახოთ, რასაც ადრე ვერც კი ამჩნევდით. სჭირდება თუ არა თქვენს კოლეგას დიდ პროექტში დახმარება? ვინმესთვის ფინჯანი ყავის გამოყოლება ხომ არ შეგიძლიათ? შეეცადეთ დღეში რამდენიმეჯერ გააკეთოთ საქმე, რომელიც რაიმე სარგებელს მოუტანს სხვას.

5. თავს ნუ გაიმართლებ

თქვენი ქმედებები მთლიანად თქვენს არჩევანზეა დამყარებული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელ გარემოებას არ ჩავთვლით, ვერანაირ გასამართლებელ მიზეზს ვერ მოძებნით. თქვენს ქმედებებზე თვითონ აიღეთ პასუხისმგებლობა. მაგალითად, თუ გამუდმებით აგვიანებთ, სულელურ მიზეზებს ნუ დაასახელებთ. თქვენი შეცდომები აღიარეთ, რომელზე გამუდმებით ფიქრის ნაცვლად, მათი გადალახვის შესაძლებლობები მოძებნეთ, რათა მომავალში უკეთ შეძლოთ მოქცევა. თქვენს ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, იკითხეთ: „როგორ შემიძლია ჩემი საქციელის ან ვითარების გამოსწორება?

6. ნუ შეიკავებთ თავს, ბრაზს გულში ნუ დაიტოვებთ

ბრაზის ან წყენის გულში დატოვება თქვენ გარდა არავის ავნებს. თუ განაწყენებული ხართ, წამიერად გაბრაზების უფლება მიეცით საკუთარ თავს, შემდეგ კი გზა გააგრძელეთ, ან ვითარება გამოასწორეთ, ან კიდევ საერთოდ წარსულში დატოვეთ ეს ეპიზოდი. საკუთარი თავსაც მიეცით ამოსუნთქვის საშუალება და სხვებსაც. აპატიეთ და შემდეგ, საერთოდ დაივიწყეთ.

7. საკუთარი თავის შესაცვლელად მზად იყავით

სიჯიუტე ვერსად მიგიყვანთ. გააცნობიერეთ, რომ ევოლუციის ეს პროცესი საკუთარი თავის შეცვლას გულისხმობს. ყველაფერი გააკეთეთ, რათა პიროვნული ზრდა შეძლოთ. ახალი უნარები შეისწავლეთ, ახალი აქტივობები სცადეთ და განსაკუთრებით თქვენს ავტომატურ ქცევებს გადახედეთ. არც საკუთარი თავისთვის პროგრესის მილოცვა დაივიწყოთ. იმ გზაზე მიღწეული პროგრესისა, რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევთ.