You can be on Entrepreneur’s cover!

ალფა დაზღვევამ მერაბ შარიქაძე დამალა?! ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის – ბრენდის ახალი სტრატეგია

ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს. ახალი ბრენდ პლატფორმის მიხედვით ალფა დაზღვევა არის ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ, იღწვიან საკუთარი დიდი და მცირე მიზნების მისაღწევად, თუმცა სამყაროს მოწყობიდან გამომდინარე ხშირად ხდება, როდესაც მიზინსკენ მიმავალ გზაზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები გვეჩეხება. ალფა დაზღვევა, მისი პროდუქტებითა და სერვისებით, კი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც ეხმარება ადამიანებს გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი მოვლენების დროს.

ალფას ბრენდ ამბასადორი – მერაბ შარიქაძე

რადგან ალფა დაზღვევა არის ადამიანებისთვის, რომლებიც დაუგეგმავი დაბრკოლების მიუხედავად მაინც აგრძელებენ მიზნისკენ მიმავალ გზას, აღწევენ წარმატებას და არასდროს ჩერდებიან ალფამ ბრენდის ამბასადორად აირჩია საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე. მერაბმა დაუღალავი შრომით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. დაბრკოლებების მიუხედავად განაგრძო გზა და გახდა ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი.

დანარჩენს ჩვენ მივხედავთ

ალფა დაზღვევამ მიზნად დაისახა ბრენდის ახალი სტრატეგიის აუდიტორიამდე მიტანა. ამის შესახებ ალფა დაზღვევას CMO მარიკა ომანიძეს ვესაუბრეთ:

„კონცეფციაზე მუშაობისას გამოიკვეთა მთავარი პრობლემა – მიუხედავად იმისა თუ ვინ ხარ, რას აკეთებ ან არ აკეთებს, სამყაროს კანონზომიერებიდან გამომდინარე დაუგეგმავი მოვლენები მაინც ხდება. დაზღვევა კი სწორედ იმ გაუთვალისწინებელ პრობლემებს აგვარებს, რომლებსაც წინასწარ ვერ გათვლის ადამიანი. ჩვენი სტრატეგიული მიზანი კი იყო, კრეატიული გზით გვეჩვენებინა, რომ ადამიანი წყნარად უნდა კონცენტრირდეს თავის საქმეზე და თუ რაიმე მოხდება ალფა დაზღვევა დაეხმარება – რაც არ უნდა მოხდეს.

შედეგად ციფრულ სივრცეში გამოვაქვეყნეთ ვიდეო–რგოლი სადაც ვყვებით ერთი ბიჭის ისტორიას, რომელიც ძალიან ბევრს შრომობდა, იღწვოდა წარმატების მისაღწევად, ცდილობდა დაეგეგმა ზომიერად, გაეთვალა შეძლებისდაგვარად და ეოცნება შიგადაშიგ. მას ზოგჯერ არ გაუმართლებს, ზოგჯერ დეტალები გამოეპარება, ზოგჯერ ვერ გათვლის, თუმცა მთავარია მიზნისკენ გზა განაგრძოს და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

კამპანიის მთავარი ინსაითი არის ის, რომ როდესაც ადამიანი კონცენტრირებულია, ხშირად ვერ ამჩნევს კონცენტრაციის მიღმა რა ხდება. სწორედ ამის საიულუსტრაციოთ გამოვიყენეთ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ე.წ. Monkey Business - და ვიდეოში, ჩვენი მთავარი სათქმელის პარალელურად „დავმალეთ" სხვადასხვა დიდი და მცირე დეტალები, მათ შორის რამდენიმეჯერ, სხვადასხვა ფორმით დავმალეთ ჩვენი ბრენდ ამბასადორი – მერაბ შარიქაძე."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"