📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბრიტანულმა BCR Publishing-მა თიბისი ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული შემდეგი ინოვაციური პროექტების შედეგად მოიპოვა:

ფაქტორინგის ციფრული პლატფრომა

მომხმარებლებისათვის ცხოვრებისა და პროცესების გამარტივების მიზნით, თიბისიმ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა შექმნა.

პლატფორმის დახმარებით, მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ერთ ვირტუალურ სივრცეში უკავშირდებიან, რაც მხარეებს შორის განახლებული ინფორმაციის სწრაფად გაცვალს, ასევე დაფინანსების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლის ბანკში ვიზიტი მინიმუმამდე მცირდება - ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, ფაქტორინგის ყოველი შემდგომი ტრანზაქცია კი პლატფორმის დახმარებით სრულდება. შედეგად, კომპანია მარტივად, მინიმალურ დროში იღებს დაფინანსებას ბანკიდან.

ახალი გადაწყვეტა ვაჭრობის დაფინანსებაში

პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნულმა ტრანზაქციებმა, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყვეს. აღნიშნული ინოვაციური სტრუქტურა, მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ფაქტორინგის ოპერაციებში საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის ერთგვარ მოდელად იქცა.

თიბისი FCI-ის - ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.

ბიზნესებისთვის გაცემული დაფინანსების ზრდა

ფაქტორინგის დახმარებით, ვაჭრობის დაფინანსების მიზნით თიბისის მიერ ბიზნესკლიენტებისთვის გაცემული ფინანსური რესურსი, ბოლო რამდენიმე წლის განმვალობში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი აღნიშნული დაფინანსების ჯამური მოცულობა 2017 წელს 9 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს დაფინანსების ჯამურმა თანხამ 125 მილიონი ევრო შეადგინა. ფაქტორინგის მიმართულებით, თიბისი საქართველოში ბაზრის ლიდერია, რასაც ბაზრის 68%-იანი წილი ადასტურებს.

ბრიტანული BCR Publishing-ის RFIx დაჯილდოება, კორპორაციული ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა. აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად თავს უყრის სფეროს ექსპერტებს იმისთვის, რომ მუდმივად ცვალებად რეალობაში, პროფესიონალებმა კლიენტების პორტფოლიოების ზრდის შესაძლებლობებსა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე იმსჯელონ.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი