You can be on Entrepreneur’s cover!

Sprenty - სპორტული მოედნების დაჯავშნის ინოვაციური პლატფორმა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მოედნის მოძიება და დაჯავშნა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან სპორტული ობიექტების უმეტესობას საკუთარი ბიზნესი არ აქვს გაციფრულებული. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ნოდო ლაცაბიძემ და ლევან ქევხიშვილმა პლატფორმა Sprenty.com შექმნეს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, პავლე მგელაძის ჰოლდინგისგან re:invent დაფინანსება პლატფორმის შესაქმნელად მოიპოვეს.

Sprenty არის ინოვაციური პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია შინიდან გაუსვლელად აირჩიოს და დაჯავშნოს სასურველი მოედანი, დაამატოს საჭირო აქსესუარები, როგორებიცაა: ბურთი, წყალი, გადასაცმელები და მათ Sprenty-ის გუნდი ადგილზე დაახვედრებს. ამჟამად, კომპანია 40-ზე მეტ სპორტულ ობიექტს აერთიანებს.

"სერვისის მთავარი მიმართულებები: ჩვენი სერვისი სპორტით დაინტერესებულ მომხმარებლებს სთავაზობს საიტიდანვე ობიექტების დაჯავშნისა და დამატებითი სპორტული ინვენტარის ქირაობის სერვისს, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები მათ ადგილზე ახვედრებენ. ასევე აღსანიშნავია კომერციული მიმართულება. ჩვენი სერვისის მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ შიდა სპორტული ტურნირების ორგანიზება გაიტანონ Outsource-ზე და მიიღონ ყველანაირი ლოგისტიკური მომსახურება ჩვენი გუნდისგან. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, re:invent ჰოლდინგი გვაძლევს საშუალებას ურთიერთობა გვქონდეს სხვადასხვა სტარტაპთან და უკვე წარმატებულ კომპანიასთან, გავიზიაროთ მათი გამოცდილება და გავითვალისწინოთ შეცდომები, რომლებიც მათ ბიზნესის წარმოების პროცესში დაუშვეს, შეცდომებზე სწავლა კი არა მხოლოდ ბიზნესსამყაროში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი და პავლე მგელაძის ურთიერთობა 2022 წლის იანვარში დაიწყო. ის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ინვესტორი იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ საკუთარი იდეის შესახებ LinkedIn-ის საშუალებით მოგვეთხრო. პავლემაც მალევე გვიპასუხა და შეხვედრა შემოგვთავაზა, რამაც ძალიან გაგვახარა და მოტივაცია აგვიმაღლა. ასე დაიწყო ყველაფერი...",− Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ნოდარ ლაცაბიძე, Sprenty-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"