📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ''ვოლვო ქარ საქართველომ'' მინი შოურუმი წარადგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნად "ვოლვო ქარ საქართველომ" ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოს დაცვასა და პლანეტაზე ზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. შვედური ბრენდისთვის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე "ვოლვოს" ახალი მინი შოურუმის პრეზენტაცია გაიმართა. "ღვინის ქარხანაში" "ვოლვოს" მინის კუბში სტუმრებმა ქროსოვერი XC90 Plug-in ჰიბრიდი იხილეს.

გაგა კოხრეიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის" დირექტორი: "ვოლვოს, როგორც ლიდერს უსაფრთხოების საკითხებში, მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს პლანეტასა და გარემოზე ზრუნვაა. გვაქვს ამბიცია, ვიყოთ მდგრადი საავტომობილო ბრენდი და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. ვოლვოს გლობალური გეგმაა, 2040 წლისთვის სრულად კლიმატნეიტრალურები გავხდეთ. ამისთვის ძალიან დიდი გზაა გასავლელი და გვესმის, რომ საჭიროა, ცვლილებები მოხდეს მთელ მიწოდების ჯაჭვში. ჩვენ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, მაქსიმალურად ვცდილობთ ფლაგინ ჰიბრიდების პოპულარიზაციას და მიხარია, რომ გაყიდვების დიდი წილი სწორედ ამ ეკომეგობრულ ავტომობილებზე მოდის".

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მედიამხარდამჭერი National Geographic Magazine - საქართველო იყო. შეხვედრაზე ჟურნალის ივნისის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხება.

ნათია ხულუზაური, National Geographic Magazine - საქართველოს მთავარი რედაქტორი: "National Geographic-ი ხშირად წერს გარემოსდაცვით საკითხებზე და მკითხველს პრობლემების გადაჭრის გზებს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგად ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას და გავიაზროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სასიკეთო ცვლილებების მოხდენა".

ღონისძიების დასასრულ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გარემოს გლობალურ საფრთხეებსა და ლოკალურ გამოწვევებზე მოკლე მოხსენება წაიკითხა და ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებზე გაამახვილა.

ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე: "გარემოს დაცვის მსოფლიო დღის 2022 წლის სლოგანია "მხოლოდ ერთი დედამიწა". მთავარი მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება და ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლის შესაძლებლობა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ხშირ შემთხვევაში გარემოს აღდგენაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია იმ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის შედეგადაც მოხდა გარემოს დეგრადაცია. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება".

ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, ღია სივრცეში გამოფენილი იყო შვედური ბრენდის საიმიჯო ფოტოები და ფრაზები ვოლვოს სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვოს ახალი, , SUV XC60 Plug-in ჰიბრიდი და სრულად ელექტრიფიცირებული XC40 ტესტდრაივზე გამოეცადათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან