📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

შეხვედრები ხელოვანებთან თიბისი კონცეპტის სივრცეში თიბისი კონცეპტის სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, "ქოლგა თბილისი ფოტო 2022"-ის ფარგლებში, ორ გამოფენას უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი კონცეპტის სივრცემ, მარჯანიშვილის 7-ში, "ქოლგა თბილისი ფოტო 2022"-ის ფარგლებში, ორ გამოფენას უმასპინძლა. ფოტოგრაფ ვახო ხეთაგურის გამოფენა "მთის მიღმა" 7 მაისს, ხოლო ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა "გარე თვალით დამკვირვებელი" 10 მაისს გაიხსნა.

ვახო ხეთაგური - დაიბადა 1989 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2012 წელს სწავლობდა გურამ წიბახაშვილის ფოტოსკოლაში, 2013-2014 წლებში გაიარა სემინარები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში იუსტინა მიელნიკევიჩის ხელმძღვანელობით. მუშაობს პერსონალურ პროექტებზე და თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვახოს პირველი გრძელვადიანი პროექტი არის "ცხოვრება რელსებზე", რომელზეც დღემდე აგრძელებს მუშაობას.

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმასა და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს - როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

გამოფენების ჭრილში გაიმართა საინტერესო შეხვედრები. 2 ივნისს, ვახო ხეთაგურთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და "ქოლგა თბილისი ფოტო"-ს დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა. საუბარი შეეხო ვახოს შემოქმედებას და გამოფენის ირგვლივ დისკუსიას. 3 ივნისს, თიბისი კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან. ირინა პოპიაშვილი, კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე ისაუბრეს სანდროს შემოქმედებასა და გამოფენაზე "გარე თვალით დამკვირვებელი".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან