📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Globalize-ის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

11 ივნისს, Globalize‐მა პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს.

კონფერენცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანი ქართული საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობაა, ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ.

კონფერენციამ მოიცვა პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, სქეილინგისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების სამართლებრივი ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტო ვალუტების პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღდეგ და სხვა საინტერესო თემებზე.

პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის მონაწილეებს. პრეზენტატორთა შორის იყვნენ არაერთი წარმატებული პროფესიონალი ქართველი სხვადასხვა დარგში, რომლებიც მზად არიან, თავიანთი გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გააგრძელონ სტარტაპების მხარდასაჭერად. Მონაწილეები შემოგვიერთდნენ გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, მალტიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან და ა.შ.

"გამონდინარე იქიდან, რომ Globalize არის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ქართველთა პროფესიული გაერთიანება და ცდილობს ქართული ბიზნესის გლობალიზაციას, მთავარი სამუშაო ენა ქართულია, თუმცა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ საერთაშორისო სპიკერებსა და ინვესტორებს, შესაბამისად კონფერენციის პირველი ნაწილი ქართულად შედგა, მეორე კი ‐ ინგლისურად. Საერთაშორისო ნაწილზე სცენა დაეთმო გამოცდილ ანტრეპრენერებს, მენტორებს და ინვესტორებს, რომლებმაც საჭირო რჩევები გაგვიზიარეს, თუმცა, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვეცნო მათთვის ქართული სტარტაპები და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად შევუწყოთ ხელი სტარტაპების ევროპის ბაზარზე გაფართოებას, საჭირო ინვესტორებთან დაკავშირებას და ასე შემდეგ" ‐ ამბობს Globalize დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.

სწორედ მეორე ნაწილში შედგა Სტარტაპების ფიჩინგიც. Საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე წარდგა 12 ქართული სტარტაპი.

"კავშირების გაძლიერებისთვის, პარტნიორების მოძიებისთვის საჭირო სტანდარტებთან მიახლოებისთვის, ჩვენ სხვა შესაძლებლობებიც შევქმენით ქართული სტარტაპებისთვის. კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სტარტაპებისთვის შედგა "ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი", რომელსაც ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ სზულმანი ‐ სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის თანადამფუძნებელი, მენტორი და ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის, ლიდერშიფის და ბიზნესის ზრდის მიმართულებით. სტარტპაბემა მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები და მენტორშიფი" ‐ ამბობს Globalize მმართველი პარტნიორი, ირაკლი დავარაშვილი.

Globalize‐მა ანალოგიური კონფერენცია აპრილში გამართა კალიფორნიაში, სილიკონ ველიზეც. როგორც საკონსულტაციო კომპანიაში ამბობენ, მიმდნარე წლის ბოლომდე, საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია გაგრძელდება და მომდევნო ქვეყნები უახლოეს დღეებში დაანონსდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული