You can be on Entrepreneur’s cover!

შერეული თუ ერთი ალაოსგან დამზადებული? – ვისკის მოყვარულთა მუდმივი განხილვის საგანი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალაო ის პროდუქტია, რომელსაც ვისკის დამზადებისთვის ბევრი საწარმო იყენებს. ის ამ სამყაროს განუყრელი მეგზურია. ბევრი კომპანია იყენებს მხოლოდ ერთ ალაოს და თვლის, რომ არაჩვეულებრივ ვისკის ამზადებს, მაგრამ "ჩივას რეგალი" ამ მოსაზრებას თავისებურად უყურებს და ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გვეუბნება ჩვენ, მომხმარებლებს, რომ საუკეთესო ვისკი ეს შერეული შოტლანდიური ვისკია, რომლის წარმოებისა და დაყენების ტექნიკაც ძმებ ჩივასებს ეკუთვნით.

შერეული ვისკი გამორჩეული, არომატული სასმელია და ის გაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას თავისი ნაზავიდან გამომდინარე. ის არის ბევრად უფრო გლუვი, აბრეშუმისებრი და მდიდრული. ალბათ სწორედ ამის გამოც, დებიუტისთანავე იქცა ყველაზე ძვირადღირებულ ვისკიდ.

იდეალური შერეული ვისკის დამზადება არც ისე მარტივი საქმეა და ბლენდერებს რამდენიმე წელი სჭირდებათ, რომ დაისწავლონ მისი დაყენების მეთოდი, შეისწავლონ კასრები და ვისკის მომწიფება. ამასთან, მათ უწევთ გემოს ბალანსის სწავლა, მწარმოებლებთან მუშაობა, ერთი სიტყვით, ბევრი რამ ხდება კულისებში ისეთი, რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს.

Royal Salute

ეს ვისკი დედოფალ ელიზაბეტ II-ის კორონაციის აღსანიშნავად შეიქმნა და 1953 წლით თარიღდება. აუცილებელი იყო, რომ მას ჰქონოდა 21-წლიანი დაძველება, რაც სიმბოლურად 21 იარაღის გასროლას ნიშნავდა დედოფლის მისასალმებლად. სწორედ ამის გამო დაერქვა მას ეს სახელწოდებაც Royal Salute, ანუ სამეფო მისალმება.

საუკეთესო ვისკის დამზადებისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. Royal Salute-ის შემთხვევაშიც, უნდა ვიცოდეთ, რომ მისმა ყოველმა წვეთმა კასრებში მინიმუმ 21 წელი მაინც გაატარა.

რას ნიშნავს single malt?

ამ თემაზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ვისკის შერევა ხელოვნების ფორმაა. ის მზადდება როგორც მარცვლეულების, ისე მხოლოდ ალაოს ნაზავით. მარცვლეულის ვისკი გლუვი და კრემისებრია და როცა ის კარგად დაძველებულ, მაღალხარისხიან ალაოს ვისკის ერევა, არაჩვეულებრივი კოლაბორაცია გამოდის.

პირველ რიგში, გავიგოთ, რას ნიშნავს ე.წ. single malt ვისკი. ბევრს ჰგონია, რომ ის შეიცავს მხოლოდ ერთი კასრიდან ამოღებულ ან ერთ პარტიად წარმოებულ სასმელს, თუმცა სინამდვილეში აქ ერთი დისტილერია იგულისხმება. ძირითადი განსხვავება ერთ ალაოსა და შერეულ შოტლანდიურს შორის არის დისტილაციის პროცესი. Single malt ვისკი იწარმოება და ჩამოსხმულია ერთ დისტილერიაში, ხოლო ბლენდი, როგორც სახელიდან ჩანს, არის ორი ან მეტი ალაოს და მარცვლეულის ვისკის ნაზავი. აქ დაბნეულობას იწვევს სიტყვა single. ყველას ჰგონია, რომ ის მუდამ უნდა მზადდებოდეს აუცილებლად მხოლოდ ერთი სახეობის მარცვლისგან, მაგრამ რეალურად, ის შეიძლება სხვადასხვა მარცვლეულით დამზადდეს, უბრალოდ აუცილებელია, რომ ერთი დისტილერიიდან იყოს.

რომელი ჯობია?

ამაზე კამათი არ წყდება და ეს ის საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ გემოვნებაზე დავობენ. წლების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ნამდვილი შოტლანდიური ვისკი შერეულია, თუმცა მას ყოველთვის ჰყავდა თავისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უკეთესია ერთი ალაოსგან დამზადებული ვისკი.

საინტერესოა, ყველა ეს მომხმარებელი ცდება? ალბათ არა, უბრალოდ ყველა სვამს იმას, რაც მოსწონს. წარმოიდგინეთ, რომ წითელი ბურგუნდიული ღვინო შევადაროთ წითელ ბორდოს – პირველი მზადდება ერთი ჯიშის ყურძნისგან, ხოლო ბორდო რამდენიმე მათგანის ნაზავია. როგორ შეიძლება ცალსახად ვთქვათ, თუ რომელია ამათ შორის უკეთესი? ვფიქრობთ, ეს უბრალოდ სტილისა და გემოვნების საკითხია.

წყარო: მარკეტერი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი