რას მოუხდება? – ვისკის სახეობების შეხამება საკვებთან

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უხდება თუ არა ვისკი საკვებს? ეს კითხვა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება განხილვის საგნად. ექსპერტები გვეუბნებიან, რომ მთავარია სწორი კომბინაცია და რომ ეს ქარვისფერი სითხე თავისუფლად იკავებს ადგილს სუფრაზე. ამ სიტუაციაში შესანიშნავი კანდიდატია Chivas Regal 12-წლიანი დაძველებით, რადგან მას უფრო რბილი გემო აქვს, ამაში კი ხელს ხილისა და თაფლის ნაზავი უწყობს.

საკვებისა და სასმლის შეხამების დროს მნიშვნელოვანია კონტრასტული და დამატებითი გემოების გათვალისწინება. ვისკი ისე უნდა იყოს შეხამებული საკვებთან, რომ არცერთი არ უნდა დომინირებდეს. პირიქით, მათ უნდა შეავსონ ერთმანეთის გემო და აამაღლონ გამოცდილება.

თანამედროვე კლასიკად მიიჩნევა ვისკის შეხამება ყველთან. მართალია, ადრე ღვინო მეტი უპირატესობით სარგებლობდა ყველთან კომბინაციაში, მაგრამ დღეს ვისკი დიდ აღიარებას იძენს.

მნიშვნელოვანია, რომ ვისკი შეირჩეს ყველის სტრუქტურიდან და გემოს პროფილიდან გამომდინარე. უფრო ძლიერი, მყარი ლურჯი ყველი მოითხოვს ვისკის ისეთ რთულ გემოს, როგორიცაა Chivas XV. რბილი ნაღების ყველი კი ისეთ ვისკის უხდება, რომელსაც ასევე რბილი და გლუვი გემო აქვს. ასეთია Chivas 12YO.

ვახშამი

ვისკი ძალიან უხდება ვახშამსაც. ის შეიძლება დალიოთ ჭამამდეც, უშუალოდ პროცესშიც და ასევე, როგორც საჭმლის მომნელებელი საშუალება – ეს უბრალოდ დამოკიდებულია პირად უპირატესობებზე.

ვისკის ექსპერტები გვირჩევენ, რომ Chivas 12YO-ით დავიწყოთ საღამო, რადგან ის საკმაოდ გლუვია და შეიცავს ხილის ნოტებს. არსებობს მრავალი წყვილი, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ, თუმცა ჩვენ გირჩევთ კარაქით ან ზეთით დამზადებულ საკვებს. ეს ინგრედიენტები არაჩვეულებრივად ერგება ვისკის გემოს. სასურველია, მოერიდოთ ნივრიან ან წიწაკიან კერძებს, რადგან ისინი ზემოქმედებს ვისკის ნოტებზე და გემოს უკარგავს.

Chivas Extra-ს სრული გემოს პროფილი მოდის Oloroso-ს შერის კასრებიდან, ესპანეთიდან, რაც ამ ვისკის საუკეთესოდ აქცევს ხმელთაშუა ზღვის ანტიპასტო და ყველის საღამოებისთვის! საღამოს დასამრგვალებლად კი გვირჩევენ ისეთ მდიდრულ ვისკის, როგორიცაა Chivas 18YO. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვისკის აქვს დრო და ადგილი, ეს უკანასკნელი კარგად ერგება საღამოს ვახშმების დასრულებას.

ვისკი ღამით

მას შემდეგ, რაც ჩივასის სახეობები ასე თუ ისე შევისწავლეთ, გავიგეთ, რომ ამ ბრენდს ყველანაირი შემთხვევისთვის მოეძებნება თითო ბოთლი ვისკი. Chivas Extra და Chivas XV აგრძელებენ კლასიკური Speyside ვისკის გემოსა და გემოს წარმოჩენას, სპეციალური არომატების წყალობით, რომლებიც ენერგიულ ღამეს უხდება. წარმოიდგინეთ, ზაფხულის ლამაზი საღამო, რომელიც კიდევ უფრო ტკბილი ხდება ვისკის ხილის ნოტებით – ამ სიტუაციას ყველაზე მეტად Chivas 12YO შეეფერება. ის ასევე ეგრება საზაფხულო კოქტეილების საღამოებს.

Chivas Regal 12YO არის წარმოუდგენლად გლუვი ვისკი, მდიდარი არომატით. ის, ვინც შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონშია გაზრდილი, დაგვეთანხმება, რომ ეს სახეობა იდეალურად ერწყმის ახალშებოლილ ორაგულს. აღნიშნულ სასმელს ვაშლისა და თაფლის არომატები აქვს და ზღვის პროდუქტებს ძალიან უხდება.

Chivas Extra 13 YO – ამ ვისკის საკმაოდ ძლიერი გემო აქვს. ის არის მოტკბო, მასში იგძნობა სანელებლები და ცხიმიან კერძებს უხდება. ხოლო, რაც შეეხება Chivas XV-ს, ის შესანიშნავი მეწყვილეა დესერტებისთვის, როგორებიცაა შოკოლადის ბრაუნი და ფონდანტები. ასევე ის უხდება ცალკე აღებულ სუფთა შოკოლადსაც. Chivas 18YO არის ნაზავი, რომელიც თითოეულ წვეთში 85 ტიპის არომატს მოიცავს. თავისი რთული სტრუქტურის გათვალისწინებით, ის უფრო ემთხვევა ისეთ კერძებს, როგორებიცაა წითელი ხორცი, ლურჯი ყველი და სხვა. ის ასევე მშვენიერ ტანდემს გვთავაზობს ხილის ჩირებთან, დარიჩინთან და რძიან შოკოლადთან.

წყარო: მარკეტერი