You can be on Entrepreneur’s cover!

Skillwill Academy – ადგილი, სადაც ნულიდან 7 თვეში პროგრამირებას ისწავლი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალური ტექნოლოგიური ტრენდების საპასუხოდ, შეიქმნა - აკადემია, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა. Skillwill Academy-ში გეძლევა შესაძლებლობა, 7 თვეში შეისწავლო პროგრამირება და გახდე კონკურენტუნარიანი დეველოპერი ყველაზე მოთხოვნად სფეროში.

Skillwill Academy-ის პრეზენტაცია ადგილობრივ პარტნიორებთან და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად, ტექნოპარკში, შედგა და აკადემიისგუნდმა დამსწრე აუდიტორიას სასწავლო პროგრამა და აკადემიის მიზნები გააცნო:

  • 4 თვის განმავლობაში ყველა სტუდენტი გაივლის პროგრამირების საფუძვლების კურსს;
  • მეხუთე თვიდან ყველა სტუდენტს ექნება საშუალება აირჩიოს სასურველი სპეციალიზაცია და ისწავლოს 3 თვის განმავლობაში არჩეულიდან ერთ-ერთი:
  1. Web
  2. Back-end
  3. Mobile.

პროგრამირების პარალელურად მონაწილეები გაივლიან ე.წ. რბილი უნარების ტრეინინგებს:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დროის მართვა და გუნდში მუშაობა;
  • თვითგანვითარება და მოტივაცია.

გარდა ამისა, ჩატარდება პერიოდული მასტერკლასები მოწვეული სტუმრების მიერ.

კურსის ბოლო ეტაპზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა დასაქმებას. ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

"ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია, განვითარდეს ციფრული ინდუსტრია. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: უკრაინა, ბელორუსია, პოლონეთი - ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიების განვითარებაში. მაგალითად, უკრაინამ, შარშან 7 მილიარდი დოლარი მიიღო IT მომსახურების ექსპორტით. ვგეგმავთ, საქართველოც გამოვაჩინოთ წამყვანი ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე. როდესაც გლობალური მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იკითხავს, სად შეიძლება კარგი დეველოპერების პოვნა, გვსურს, ამ პროცესში საქართველოც გაახსენდეთ. ამისათვის არის საჭირო, ქვეყანაში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დეველოპერი და Skillwill Academy-ც სწორედ ამ ძირითად მიზანს ემსახურება", -აცხადებს გიორგი მარიამიძე, Skillwill აკადემიის თანადამფუძნებელი,

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ აკადემია არ არის მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომელიც დაინტერესებული იქნება Software Development-ით. ამისთვის ჩავდებთ ყველა საჭირო რესურსს და ბენეფიციარებს მივცემთ შესაძლებლობას, 7 თვის განმავლობაში გახდნენ დამწყები, ძლიერი პროგრამისტები ან აქსელერაციის პროგრამის წარმატებული მონაწილეები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არამხოლოდ მონაწილეებისთვის, არამედ - მთელი ქვეყნისთვის", - განმარტავს თემო მაღრაძე, Skillwill Academy-ს ხელმძღვანელი

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია Skillwill Academy-ის პრეზენტაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ, დამწყებ დეველოპერებს მივცეთ საშუალება, პირველი ოთხი თვის განმავლობაში მიხვდნენ, არის თუ არა ეს მათთვის შესაბამისი პროფესია, ხოლო მომდევნო თვეების განმავლობაში უშუალოდ, დეტალურად, იმუშაონ იმ კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც აინტერესებთ. მთელი გუნდი შევეცდებით, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა აკადემიის ბენეფიციარებს და აქტიურად ველოდებით 1 ივლისს, რათა დავიწყოთ დეველოპერების გადამზადება", - აღნიშნავს ლიკა სიხარულია, Skillwill Academy-ის ლექტორი.

7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე, ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს, სტუდენტები მიიღებენ ყველა საჭირო მასალას, დაესწრებიან საინტერესო მასტერკლასებს და ჩაუტარდებათ რბილი უნარების ტრენინგები. ასევე, ყველა სტუდენტს ექნება წვდომა ჩატარებული ლექციების ჩანაწერებზე.

აკადემიაში სწავლის დასაწყებად, აუცილებელია დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3xuH2ao

შეკითხვების შემთხვევაში, მიწერეთ SKillwill Academy-გვერდს: https://bit.ly/3tM5LpV

მეტი ინფორმაციისთვის, შეუერთდი Skillwill Academy Community-ს - https://bit.ly/3N7MBBo

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.