თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tbilisi Open Air იწყება!

თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air გაიმართება.

Tbilisi Open Air 2022-ის ჰედლაინერი ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Alt-J იქნება, რომლის მთავარი წარმდგენი თიბისია. ჰედლაინერები ასევე არიან ამერიკული დრიმ პოპ ბენდი Cigarettes After Sex და ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში სულ 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

2022 წელს თიბისის არსებობის 30 წელი შეუსრულდა. თიბისი 30-ის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება ახალი თაობის მხარდაჭერაა. თიბისი ზრუნავს ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობაზე. ის უკვე არაერთი წელია მხარს უჭერს Tbilisi Open Air-ს და ფესტივალთან ერთად წარმატებულ, ფერად დღესასწაულს ქმნის. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარება და ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება Tbilisi Open Air-თან 13 წლიანი მეგობრობაც.

Tbilisi Open Air 2022 ტრადიციულად ლისის საოცრებათა ქვეყანაში გელოდებათ. წელს, ყველასთვის საყვარელ ფესტივალზე მისასვლელად, 24, 25 და 26 ივნისს 14:00 საათიდან მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარედ, City Box-ის ტერიტორიიდან ფესტივალის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. მიკროავტობუსი გაჩერდება ფესტივალის მთავარ შესასვლელთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკით გეითებთან მოხვდებით. ეს ერთადერთი გზაა ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად. ბოლო მიკროავტობუსი მეტრო უნივერსიტეტიდან გადის ღამის 01:00 საათზე, უფასო ტრანსპორტის მოძრაობა ფესტივალის ტერიტორიიდან ქალაქის მიმართულებით წყდება ღამის 02:00 საათზე.

შემოუერთდი ფესტივალს ადრე! მოდი ფეხით ან ველოსიპედით! განტვირთე მოძრაობა, იზრუნე სხვებზე და მიიღე სიამოვნება საყვარელი არტისტების შესრულებით.

Tbilisi Open Air 2022 ელოდება თითოეულ თქვენგანს!

მარშრუტის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://www.facebook.com/tbilisiopenair/posts/pfbid0Dx1Fj2w8st8Wrvw3yjKiEvUh2dxcsgKuiNwaAiZqD8FWRVbDqLeLy84pHqCR5xWxl