You can be on Entrepreneur’s cover!

Web3 - მეტი, ვიდრე ტექნოლოგია Web3 მის წინამორბედებზე ბევრად ინკლუზიურია და ინოვატორებს, რომლებიც მის უკან დგანან, დიდი მასშტაბებით შეაქვთ საკუთარი წვლილი უფრო მეტად ადამიანებზე ორიენტირებული ინტერნეტის შექმნაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა არის Web3? მისი რამდენიმე განმარტება არსებობს, თუმცა ნებისმიერი მათგანი ერთ მარტივ მოცემულობამდე დადის: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი ტიპის ინტერნეტი − მსოფლიო ქსელი. უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ბევრად მეტია, ვიდრე ბიტკოინი. ბლოკჩეინის ქოლგა დეცენტრალიზაციას და ტოკენებზე დაფუძნებულ ეკონომიკას მოიცავს, მათ შორის, უნიკალურ ტოკენებსაც (NFT).

Web3-ის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ასპექტი ის არის, რომ იგი დიდ როლს ასრულებს სტატუს-კვოს შეცვლაში. კერძოდ, თუ როგორ ატარებენ ადამიანები დღეს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას მთელ მსოფლიოში. ამის ახსნა ბევრი მიზეზით შეიძლება, როგორიცაა დროის, ტენდენციების და მომხმარებლის გემოვნების შეცვლა. ისიც ფაქტია, რომ Web3 მის წინამორბედებზე ბევრად ინკლუზიურია და ინოვატორებს, რომლებიც მის უკან დგანან, დიდი მასშტაბებით შეაქვთ საკუთარი წვლილი უფრო მეტად ადამიანებზე ორიენტირებული ინტერნეტის შექმნაში.

ინკლუზიურობა Web3-ში ინტერესსა და ინოვაციებს განაპირობებს

The Harris Poll-ის ბოლო კვლევის თანახმად, "მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ზრდასრულთა მხოლოდ 16%-ია კრიპტოვალუტის მფლობელი, შავკანიანი ამერიკელების 18% სარგებლობს ამ ვალუტით. ლათინურამერიკელების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 20%-ს უდრის". გარდა ამისა, კრიპტოვალუტის მფლობელთა დაახლოებით 44% ფერადკანიანია. 2021 წელს მსახიობმა ჰილ ჰარპერმა შავკანიანი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი ციფრული საფულე და ფინანსური პოტენციალის ზრდის ტექნოლოგია, სახელად The Black Wall Street გაუშვა.

ბლოკჩეინის შავკანიანი და ლათინურამერიკელი ლიდერები, განმანათლებლები, მარკეტოლოგები და სავალუტო ბაზრის მონაწილეები, პანდემიის დაწყების დღიდან მუშაობდნენ, რათა ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაენერგათ და ამით გაესწროთ სხვა ჯგუფებისთვის.

საკმაოდ საინტერესოა ფაქტი, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს Web3-ში წარმატების მისაღწევად. ეს შვიდი წლის რებეკა და ესთერ ობების შემთხვევაშიც ჩანს, რომლებიც "ო'ტყუპების" სახელით არიან ცნობილნი. მათ 20 საგნით შექმნეს NFT-კოლექცია − Colors and Shapes, რომელსაც ფორმა და ფერები აქვს და სულ რაღაც ერთ საათში გაყიდეს. ამ გოგონებს დედა ეხმარებათ, რომელსაც, შეიძლება ითქვას, NFT-ზე "გადაჰყავს" საკუთარი შვილები.

არაკომერციულმა ორგანიზაციებმა შემოქმედებითი აზროვნება გამოავლინეს ომისა და Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ფულის ახალი გზებით მოსაზიდად. მაგალითად, Make A Wish Foundation-მა მადლიერების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის შემდეგ NFT-ები გაყიდა, რათა საქველმოქმედო ორგანიზაციებს შემოწირულებების მიღების საშუალება ჰქონოდათ კრიპტოვალუტის სახით, Save The Children-ის ციფრული აქტივების მიღებისა − უკრაინისთვის.

როდესაც საქმე NFT-ებს ეხება, აქ არც სქესი ქმნის რაიმე ბარიერს. "ემის" მფლობელი პროდიუსერი სინდი კოუენი ცნობილია არა მარტო მის მიერ გაწეული სამუშაოთი, არამედ Mogul Productions-ის დირექტორობითაც სტრატეგიის საკითხებში. ეს ფილმების დაფინანსების დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალებმა სხვა ქალებს უნდა დაუჭირონ მხარი კრიპტობიზნესში.

აღმასრულებელმა დირექტორმა ქოუანმა ცოტა ხნის წინ თავის სამუშაოზე ისაუბრა პოდკასტზე The Badass. გამოსვლისას, მან NFT-ზე ილაპარაკა. იგი რევოლუციას ახდენს მუსიკისა და კინოს ინდუსტრიებში, რომელიც სექსიზმითაა ცნობილი. მან ყველაზე დიდი რეკლამა გაუკეთა ერთ-ერთ NFT-ს. კერძოდ, მისმა მეგობარმა, Marvel-ისა და DC Comics-ის მსოფლიოში ცნობილმა მხატვარმა რობ პრიორმა, პირდაპირი ტრანსლაციის დროს წაუკიდა ცეცხლი თავის ნახატს, მხოლოდ იმისთვის, რომ ის კვლავ გამოჩენილიყო 24-საათიან აუქციონზე NFT-ის სახით, Mogul-ის პლატფორმაზე, და საბოლოოდ ნამუშევარი $200 ათასად გაყიდა.

დაბრკოლებების გადალახვა ქალების მიერ Web3-ში

ინოვატორები, რომლებიც Web3-ის უკან დგანან, შორს არიან იმისგან, რომ "ბლოკჩეინის ძმების" ექსკლუზიური კლუბი ჰქონდეთ. Web3-ზე ქალები ახდენენ გავლენას მთელ მსოფლიოში, ყველა მიმართულებით. ისინი ამ სფეროში შემქმნელებიც არიან, მშენებლებიც და ლიდერებიც.

როგორც ერთ-ერთი დისკუსიისას გაირკვა, FFC-ის დამფუძნებელი ქალების უპირველესი პრობლემა ვენჩურული დაფინანსების მიღება იყო. როდესაც Web2-ში, დაფინანსებული დამფუძნებელი ქალების რაოდენობა ორ პროცენტზე ნაკლებია, Web3-ში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიების დიდი შესაძლებლობა არსებობს მათთვის. თუ ამ დაფინანსებული ქალების ორ პროცენტს შევადარებთ ერთმანეთს, და იმას, თუ რა სახის შესაძლებლობებია Web3-სა და NFT-ებში, შეიძლება ითქვას, რომ აქ საუბარი მხოლოდ ვენჩურულ კაპიტალზე კი არა, სახელმწიფო დაფინანსებაზეცაა.

ბევრი დამფუძნებელი ქალი უშვებს შეცდომას, თუ ფიქრობს, რომ NFT-კოლექცია OpenSea-ზე უნდა გაუშვას. თუმცა რებეკა მინკოფს მიაჩნია, რომ FCC-ის მიზანი ქალებისთვის განათლების მიცემა და იმის სწავლებაა, რაც სხვადასხვა კომპანიაში ამართლებს, ასევე, თუ სად იქნება NFT ფასეული და სასარგებლო.

"შეიძლება თუ არა NFT-ების განბლოკვა გამოცდილების მისაღებად? − იქნება ეს პორტატიული NFT, ვირტუალური საცდელი ვერსია თუ სერვისი, ვფიქრობ, დამფუძნებლებმა ბევრი განსხვავებული ასპექტი უნდა გაითვალისწინონ", − განაცხადა მინკოფმა. Web3 სტატისტიკის შეცვლას აპირებს და მინკოფს სურს დარწმუნდეს, რომ ქალებმა იციან, რა სახის ინსტრუმენტებია აქ და როგორ შეიძლება მათი საუკეთესოდ განვითარება ბიზნესისთვის მოსარგებად.

NFT-ის ფოტოგრაფმა ლორი გრეის ბეილიმ Web3-ის პოტენციალზე ისაუბრა და სხვა ქალებს მოუწოდა, გამოჩენილიყვნენ და მათაც მიეღოთ მონაწილეობა დისკუსიაში, რადგან ბეილის მიაჩნია, რომ რომ ყველა ქალს აქვს თავისი გავლენის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა. დონ ნიუტონს, Netki-ს დირექტორს, Web3-ის პერსპექტივები მოსწონს, რადგან ქალებს ამ პლატფორმებზე შესვლა და მისი დემოკრატიზაცია, ასევე, სხვა ქალებისთვის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა შეუძლიათ, NFT-ებში ჩართვის გზით.

რაც შეეხება არაცნობიერ მიკერძოებას, ლიზა ფრიდმანი ფიქრობს, რომ არაცნობიერი მიკერძოება ნამდვილად არსებობს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი აღმოჩენა საკუთარ თავში, ჩვენს გუნდში და ჩვენს ქცევებში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ მივცეთ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს შესაძლებლობები, თვითონ განსაზღვრონ რის გაკეთება შეუძლიათ, მოგვიანებით კი, შედეგების სხვებისთვის ჩვენება. შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება არაცნობიერი მიკერძოების მიხედვით კი არა, არამედ შედეგების გათვალისწინებით, იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და რომელი პოზიცია უნდა დაიკავოს.

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ Web3 წინამორბედებზე ბევრად ინკლუზიურია. ჩვენ წარმოვადგენთ ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ Web3-ის შექმნის პროცესში ვართ, რადგან სწორედ ახლა ეყრება საფუძველი მის გლობალურად გავრცელებას ამ ათწლეულში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია