📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია POS-ტერმინალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს კრიპტოვალუტით მაღაზიათა ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ფინტექ სტარტაპი CityPay.io და კრიპტოვალუტის მიმოცვლის კომპანია Bitnet ქართულ ბაზარს ერთობრივ პროდუქტს - კრიპტო POS-ტერმინალს სთავაზობს.

კრიპტო ვალუტისა და ბლოქჩეინის განვითარებასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ფიზიკური პირებისთვისა ბიზნესებისთვის კრიპტო აქტივების არა როგორც საინვესტიციო, არამედ ყოველდღიური საჭიროებებისათვის გამოყენება.

POS-ტერმინალი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს კრიპტოვალუტით მაღაზიათა ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებში. ეს მაღალტექნოლოგიური საგადახდო მექანიზმი საინტერესოა ბიზნესებისთვის, რომლებიც მუდმივად ნერგავენ ინოვაციური სერვისებს.

კრიპტო მფლობელებს დღეიდან შეეძლებათ ნაღდი ფულის ან საბანკო ბარათის გარეშე, მხოლოდ კრიპტო საფულის გამოყენებით გადაიხადონ რესტორნებში, ტურისტულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა თუ სასტუმროებში მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

POS-ტერმინალის მოწყობილობაზე გადახდა 2 მარტივ ეტაპს მოიცავს:

  1. ვალუტის არჩევა
  2. QR კოდის სკანირება

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი ირჩევს თანხას ეროვნულ ან საერთაშორისო ვალუტაში, სისტემა კი ბიტნეტის, როგორც ლიკვიდატორის დახმარებით, ავტომატურად აგენერირებს კონკრეტული მომენტისთვის არსებულ ოპტიმალურ გაცვლით კურსს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება აქვს, დაასკანეროს QR კოდი და რამდენიმე წამში შეასრულოს გადახდა. დასტურს მოწყობილობა ქვითრის ამობეჭდვის სახით იძლევა.

ტრანზაქციის პროცესში, ბიზნეს მფლობელის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რაც პროდუქტის ღირებულებაა, ეროვნულ ვალუტაში და რაც მთავარია, დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე.

POS-ტერმინალის მიღება, ისევე, როგორც ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა სრულიად უფასოა. ბიზნესი იხდის მხოლოდ მინიმალურ საკომისიოს, რაც სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ ამცირებს ტრანზაქციის მიღების ხარჯებს.

POS-ტერმინალის წინასწარ შეკვეთა შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირებით სითიფეის ვებგვერდზე: www.citypay.io

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი