📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რატომ უნდა აწარმოონ მცირე ბიზნესის მფლობელებმა საკუთარი ბლოგი

By Kimmie Tang

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კვლევები აჩვენებს, რომ სტარტაპების 20% საქმიანობის დაწყების პირველსავე წელს იხურება. ვინც პირველ წელს გადარჩება, არსებობა უჭირს და 10 წელიწადში მათი 65% იხურება. როგორც ამბობენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცუდი მარკეტინგია. საქმე ის არის, რომ მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის შესაძლოა არცთუ მარტივი იყოს, შეზღუდული რესურსებით თავიანთი ბრენდების ეფექტიანად პოპულარიზაცია.

ბლოგი ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია მარკეტინგში. თუ ეჭვი გეპარებათ, უნდა ჰქონდეს თუ არა თქვენს მცირე ბიზნესს ბლოგი, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს, იმდენად დიდი მარკეტინგული უპირატესობები აქვს მას. ამჟამად მსოფლიოში 5 მილიარდი ინტერნეტმომხმარებელია და მათი 60% აცხადებს, რომ რეგულარულად კითხულობს ბლოგებს. ეს უზარმაზარი პერსპექტიული ბაზარია, რომელიც შეიძლება ბლოგით მოიცვათ.

როგორ დაეხმარება ბლოგი თქვენს ბიზნესს?

ბლოგმა შეიძლება დიდი უპირატესობა მოუტანოს თქვენს ბიზნესს, მათ შორის:

მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებით: ახალი ბიზნესები ყოველდღიურად ჩნდება და ამის გამო საკმაოდ რთულია მომხმარებელთა ერთგულების შენარჩუნება. თუმცა, შეგიძლიათ თქვენი ვიზიტორები მაღალი ხარისხის ბლოგ-პოსტებით დააინტერესოთ საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტების შესახებ, და მტკიცე ურთიერთობები დაამყაროთ მათთან. თქვენი ბლოგის ვიზიტორებთან შეგიძლიათ ურთიერთობა, შეკითხვებზე ან მათ კომენტარებზე პასუხის გაცემა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს თქვენი აუდიტორიის ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

დემონსტრირებით, რომ ექსპერტი ხართ გარკვეულ საკითხებში: ადამიანები ხშირად ეძებენ ინტერნეტში პრობლემების მოგვარების გზებს. დრო გამოყავით საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის, რომ თქვენი ბიზნესი ძიების შედეგებში გამოჩნდეს. თუ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებთ მომხმარებელს, შეგიძლიათ ექსპერტი გახდეთ, რომელსაც მაშინვე მიმართავენ, როგორც კი რჩევა დასჭირდებათ.

პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებითა და მათზე ინფორმაციის შეგროვებით: ბლოგი შესანიშნავი გზაა თქვენს ბიზნესზე ყურადღების მისაპყრობად. თქვენი სამიზნე აუდიტორია სათანადოდ უნდა გამოიკვლიოთ, რათა მათი საჭიროებები დაადგინოთ და საკუთარი ნიშის მოძებნა შეძლოთ. საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებამ შესაძლოა ტრაფიკის გენერირება განაპირობოს თქვენს ვებგვერდზე, რამაც შეიძლება თქვენი ბიზნესის გაყიდვები გაზარდოს.

თქვენი ბიზნესისთვის ახალი ბლოგის შექმნის იდეამ შესაძლოა შეგაშინოთ. ამიტომ, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომელიც წარმატებული ბლოგის შექმნაში დაგეხმარებათ:

1. ღირებული პროდუქტები და სერვისები მიაწოდეთ მომხმარებელს

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ბლოგებს კითხულობენ, ისაა, რომ მათ რაღაც ახლის გაგება სურთ. ბლოგ-პოსტები პრაქტიკული რჩევებით, ინსტრუქციებითა და მინიშნებებით ძალიან პოპულარულია და ისინი დიდი ტრაფიკის მოზიდვაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ნეპალის ტურისტულ გუნდს (Nepal Hiking Team) ყოვლისმომცველი ბლოგი აქვს, ინფორმაციით ყველაფრის შესახებ, რაც უნდა იცოდეთ ნეპალზე, გართობითა და ნეპალური კერძებით დაწყებული, ტრანსპორტირებითა და სუვენირებით დამთავრებული. ისინი ღირებულ რესურსს სთავაზობენ ყველას, ვინც ინფორმაციას ეძებს ნეპალის შესახებ ან იქ გამგზავრებას გეგმავს.

2. სტუმრების პოსტები გამოაქვეყნებინეთ

ადამიანებს უყვართ თავიანთი იდეებისა და გამოცდილების გაზიარება. სტუმრებს თქვენს ბლოგზე გამოაქვეყნებინეთ პოსტები, ასევე თქვენთან და სხვა ვიზიტორებთან ურთიერთობის საშუალებაც მიეცით. სტუმრების პოსტები ასევე შესანიშნავია იმის დასადგენად, თუ ვინ არიან თქვენი მკითხველები და რა აინტერესებთ მათ. ამის შესანიშნავი მაგალითია Hackernoon − ონლაინპლატფორმა, სადაც ნებისმიერს შეუძლია გამოაქვეყნოს და გააზიაროს ყველაფერი, რაც ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული.

3. ბლოგი ინტერაქტიული გახადეთ და კომენტარები დაუშვით

ბლოგი, რომელიც ვიზიტორებს კომენტარების დატოვების, ასევე სხვადასხვა თემაზე შეკითხვების დასმის საშუალებას აძლევს, უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ის ბლოგები, სადაც ასე არ ხდება. მოსახერხებელი პლატფორმა შექმენით, სადაც სტუმრებს თავიანთი კომენტარების გამოქვეყნებისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ. ინტერაქტიური ბლოგი ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთათვის კარგი სერვისის შესათავაზებლად და თქვენი მომხმარებლების უკეთ გასაგებად, რამაც შეიძლება საბოლოოდ პოტენციური კლიენტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს.

4. აკონტროლეთ და გააანალიზეთ თქვენი ბლოგის ტრაფიკი

Hubspot-ის მიხედვით, ბევრს ინფორმაციული და თავშესაქცევი ბლოგ-პოსტების გაცნობა ურჩევნია, რომლებიც რაღაც ახალს ასწავლის. მნიშვნელოვანია თვალყური ადევნოთ თქვენი ბლოგის ტრაფიკს, იმის დასადგენად, თუ რომელი თქვენი ბლოგ-პოსტია საუკეთესო და გაარკვიოთ, რა აინტერესებს თქვენს მკითხველს. თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია ტრაფიკის გასაზრდელად და პოტენციური კლიენტების მოსაზიდად გამოიყენოთ.

5. თქვენს ბლოგზე გარე ბმულებიც ჩასვით

თქვენი ბლოგისთვის სხვა ონლაინ წყაროების გარე ბმულებით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ საკუთარი Google-რეიტინგი და მეტი ტრაფიკი მიიღოთ თქვენს გვერდზე. პრესრელიზ-კამპანიის დაწყებაზე იფიქრეთ ან სტუმრების ბლოგებზე სხვა, უფრო ავტორიტეტულ გვერდებზე.

ერთგულებით, შემოქმედებითი მიდგომითა და ძალისხმევით, ბლოგი შეიძლება ძალიან ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტი იყოს თქვენი მცირე ბიზნესისთვის. ბლოგის წერა იაფი მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს სათანადო გამოყენების შემთხვევაში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან