⚡ Get All Content for 20% Off ⚡

ყველაფერი კონტაქტებია - ''ალტე უნივერსიტეტის'' ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, სამაგისტრო პროგრამის შერჩევისას, სწავლის გაგრძელების მსურველებს არაერთი კომპონენტისა თუ კრიტერიუმის გათვალისწინება უწევთ. განსაკუთრებით ბიზნესის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამების მზარდი ინტერესის ფონზე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურისა და სწავლების ხარისხის გარდა, მომავალი მაგისტრანტები პრაქტიკოსი ლექტორების აკადემიურ ცხოვრებაში ჩართულობასა და სანაცნობო ქსელის გაფართოებაზე, ე.წ. "ნეთვორქინგზე" ამახვილებენ ყურადღებას.

"ალტე უნივერსიტეტმა" ბიზნესის ადმინისტრირების თავის ახალ სამაგისტრო პროგრამას სწორედ "ყველაფერი კონტაქტებია" კონცეფციის გარშემო მოუყარა თავი და სწავლის გაგრძელების მსურველებს არა მარტო ხარისხიან თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას, არამედ მათი კონტაქტების ქსელის გაფართოების შესაძლებლობასაც ჰპირდება.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი პრაქტიკული გამოცდილების მიღების პროცესში ხვდება, რომ თეორიული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიიღო სტუდენტობის დროს არასაკმარისია კარიერის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და სჭირდება როგორც თეორიული ცოდნის შევსება, ასევე კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარება და ახალი კონტაქტები. თუმცაღა, მაგისტრატურაზე აბარებენ არა მხოლოდ ისინი, რომლებმაც საბაკალავრო განათლება ბიზნესის მიმართულებით მიიღეს, არამედ ისინიც, ვინც სწავლის პირველი საფეხური სრულიად სხვა განხრით დაასრულეს, შემდეგ საკუთარი თავი ბიზნესში აღმოაჩინეს, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და ახლა სურთ ეს ყველაფერი მყარი თეორიული ცოდნით, კონტაქტების გაფართოებული ქსელითა და სფეროს წამყვანი ადამიანებისგან მიღებული გამოცდილებით გაამყარონ, მეტი ექსპერტიზისა და თავდაჯერებულობის შესაძენად.

"ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების განახლებული სამაგისტრო პროგრამა სწორედ განათლების ბაზარზე წარმოქმნილ ამ მოთხოვნებს ერგება და მომავალ მაგისტრებს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას. სასწავლო კურსებს უძღვებიან მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სფეროს წამყვანი პროფესიონალები, რაც სტუდენტს ერთი მხრივ კონტაქტების ქსელის გაფართოების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მეორე მხრივ კი გამოცდილების გაზიარების შეუცვლელი საშუალებაა.

ასევე, კონტაქტების წრის (Networking) უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები არიან: დამფუძნებლები მრავალწლიანი გამოცდილებით საბანკო (რამაზ კუკულაძე − "ალტე უნივერსიტეტის" პრეზიდენტი, მარიამ მეღვინეთუხუცესი − BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნიკა გამყრელიძე − GHG-ის გენერალური დირექტორი, ვანო ბალიაშვილი − ბიზნესკონსულტანტი, ავთო ნამიჩეიშვილი − Georgia Capital-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, არჩილ კონცელიძე − "VTB ბანკის" გენერალური დირექტორი და დავით წიკლაური − Velox Capital Advisors-ის დამფუძნებელი) და სხვა კერძო სექტორებიდან; AdvisoryBoard, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესსექტორის წამყვანი სახეებით (ეკატერინე ქავთარაძე − "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე სტრატეგიული მიმართულებით, თენგიზ კაპანაძე − McDonald's საქართველოს გენერალური დირექტორი, ლევან კილაძე − IT-კომპანია "ლემონდოს" დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა ქურდიანი − "TBC ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე) და 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია. თითოეული მათგანი არის "ალტე უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულების როგორც პოტენციური დამსაქმებელი, ასევე ბიზნესპარტნიორი, რაც ბიზნესის ადმინისტრირების მომავალ მაგისტრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეიცვალონ საქმიანობის სფერო, განვითარდნენ საკუთარ პროფესიაში, დასაქმდნენ ან დაიწყონ საკუთარი ბიზნესი პროფესიონალებთან ერთად უნივერსიტეტის start-up გარაჟის სერვისების გამოყენებით.

Entrepreneur-ს სურს წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესსამაგისტრო პროგრამის ლექტორები, რომლებიც მაგისტრანტებს როგორც თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ისე კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობით აძლიერებენ.

ნანა მიქაშავიძე − "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესსკოლის დეკანი, კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს იკავებდა Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს.

დენ კოგანი − სოციალური მეწარმე, ანტრეპრენერი ისრაელიდან. იგი ექსკლუზიურად "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესსკოლის პროგრამების ლექტორია. ამავდროულად, ატარებს ვორქშოფებს მსოფლიო მასშტაბით და ეხმარება ანტრეპრენერებს შემოქმედებით პროცესში წარმატებით საქმიანობაში. ასევე, ის გახლავთ არაერთი დიდი პროექტის მენტორი და ფასილიტატორი.

მარიამ მეღვინეთუხუცესი − BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2009-2014 წლებში მუშაობდა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 2015-2019 წლებში მარიამ მეღვინეთუხუცესი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, არის "ალტე უნივერსიტეტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საუნივერსიტეტო ფონდის ხელმძღვანელი.

ზურაბ ფიჩხაია − www.shopshop.ge-ის დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა "თიბისი ბანკის" რისკის მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ზურაბ ფიჩხაიამ პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესსკოლა დაამთავრა.

ვასილ რევიშვილი − Thales Investments-ის მმართველი პარტნიორი. იგი 2004 წლიდან უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე ვასილი კომპანიის რისკის მმართველის პოზიციას ფლობდა, ხოლო შემდეგ საქმიანობა გააგრძელა, როგორც საინვესტიციო რისკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში, $120 მილიარდის ღირებულების პორტფელის რისკის მართვით. საბოლოოდ, საინვესტიციო მენეჯერის უფროსი გახდა და მართავდა 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს. 2008 წლიდან, საქართველოში დაბრუნებული "საქართველოს ბანკის" აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ასევე, იგი გახლდათ "თიბისი ბანკის" საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი.

ვანო ბალიაშვილი − ბიზნესკონსულტანტი, "ალტე უნივერსიტეტის" თანადამფუძნებელი. ვანო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრია, "ESM თბილისის" ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტის მენეჯმენტში. იგი მუშაობდა "თიბისი ბანკის" ოპერაციების დირექტორად და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნესკონსულტანტია.

გიორგი ბარკალაია − საკონსულტაციო კომპანია On Point-ის პარტნიორი. მას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იყო "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", "არტი ჯგუფის", "საქართველოს ბანკის" ჯგუფის, ბელორუსიის სახალხო ბანკის, "ალდაგი ბი-სი-აი"-ისა და "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. იგი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება.

ნათია მეფარიშვილი − მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი. იგი არაერთი წლის განმავლობაში იკავებდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას, გახლავთ "ევროკავშირი საქართველოს" ექსპერტი და "მეწარმე ქალთა საბჭოს" თავმჯდომარე. ამჟამად, ნათია ასევე ხელმძღვანელობს პროექტს "ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა". ამავდროულად კი, გახლავთ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესსკოლის ასოცირებული პროფესორი და აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

გაიგე მეტი ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შესახებ: https://alte.edu.ge/storage/files/22-biznes-administrirebis-samagistro-programa-vebi.pdf

გაიარე ონლაინ რეგისტრაცია 22 აგვისტომდე

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი