📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია ''თინეთი'' რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"თინეთი" (TNET) თიბისი ჯგუფის წევრი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოსა და რეგიონში, რომელიც სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას გააერთიანებს და მომხმარებელს ონლაინ სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vedoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.

"თინეთში" შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70% - ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.

"თინეთი" ახლაც და მომავალშიც მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით შეთავაზებს სრულყოფილ პროდუქტებს და მომსახურებას. ესენია: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში კი ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს. Super app - ის შექმნის მიზანი ადამიანების ყოველდღიურად გამოყენებადი, საჭირო სერვისების ერთ აპლიკაციაში გაერთიანებაა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდება და მარტივი ნავიგაციით მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული იქნება.

"ჩვენი მისია ტექნოლოგიური საშუალებებით ადამიანების ცხოვრების გამარტივება და ისეთი სერვისების და პროდუქტების შეთავაზებაა, რომლებიც დაუზოგავს მათ ფინანსებსა და დროს. "თინეთის" შექმნაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენი ამბიციაა, რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ და ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით კიდევ უფრო გავუმარტივოთ მომხმარებლებს სასურველი მომსახურების მიღება," - გიორგი ჩუმაშვილი, თინეთის გენერალური დირექტორი.

ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 300 - მდე თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა IT სფეროს წარმომადგენელია. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლების რაოდენობა 500 - მდე გაიზრდება, რითაც კომპანია IT სფეროში საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი გახდება. "თინეთი" ყველა დასაქმებულს პროფესიონალური განვითარების 3 წლიან გეგმას შესთავაზებს. ტექნოლოგიები, ფრეიმვორკები და ენები, რომელსაც "თინეთი" იყენებს, მრავალფეროვანია: Node.js; Python; Java; PHP; Laravel; Lumen; C#; .NET; Vue.js; Next.js; React; Angular; Swift; Kotlin; Dart; Flutter; MySQL; MSSQL; ElasticSearch.

ჯამში "თინეთი" აერთიანებს 8 ვებ-გვერდს და 5 iOS და ანდროიდ აპლიკაცის, იგეგმება ახალი პლატფორმების შექმნაც.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი