რედისონ ჰოტელ გრუპმა და ნექსტ გრუპმა თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Radisson Hotel Group- სიამაყით აცხადებს, რომ Next Group-თან ხელშეკრულების გაფორმებით მან საქართველოში თავისი პორტფელი 9 სასტუმრომდე გაზარდა.

ახალი სასტუმრო Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ის ბათუმში Radisson Blu- მეორე საკუთრება და ნომერ პირველი კურორტი იქნება.

ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი და უძველესი ქალაქია. ის ცნობილია სხვადასხვა არქიტექტურული ფორმების ეკლექტიკური ნაზავით, ისტორიული პორტით, ევროპული სტილის მოედნებით, ციხე-სიმაგრეებით, მზიანი სანაპიროებითა და საოცარი პეიზაჟებით. ბათუმი ხშირად მასპინძლობს კლასიკურ და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებს და უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს.

Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და პირდაპირ იქნება დაკავშირებული პლაჟთან. შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის (Tria Group) არქიტექტორს - ლევან სიამაშვილს ეკუთვნის. მასში განთავსდება 500 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები. სასტუმროს ნაწილი მოიცავს ორ რესტორანს, რომლებიც დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებს. ასევე, შიდა სივრცესა და სახურავზე იქნება ბარი დასვენებისა და განტვირთვისთვის. სასტუმრო აღჭურვილი იქნება შიდა და გარე აუზით, სპა და ფიტნეს ცენრებით, კაზინოთი, რომლის ფართობი 1 200 კვადრატული მეტრი იქნება. Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio სტუმრებს ასევე შესთავაზებს საკონფერენციო დარბაზებსა და ისეთ სივრცეებს, სადაც შეხვედრების ორგანიზება და გამართვა იქნება შესაძლებელი.

"მოხარული ვარ გაცნობოთ საქართველოში Radisson Hotel Group-ის მასშტაბების გაფართოების შესახებ. გავაფორმეთ ხელშეკრულება Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio-სთან და გავაძლიერეთ ჩვენი წამყვანი პოზიციები ქვეყანაში. ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც პირდაპირ წვდომა ექნება სანაპიროსთან და აღჭურვილი იქნება ყველა იმ დეტალით, რაც დამახასიათებელია Radisson Blu-სთვის. ასევე ვამაყობთ იმით, რომ ვთანამშრომლობთ Next Group-თან და გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ნდობისთვის",- განაცხადა Radisson Hotel Group-ის,

აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.

"მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ Radisson Hotel Group-თან ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე ბათუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებას უამრავ სიახლეს შესთავაზებს, მათ შორის აპარტამენტებს, კაზინოებს, სპა ცენტრებს, მას ექნება შესანიშნავი მდებარეობა. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის შემდეგ უფრო გაიზრდება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და Radisson Hotel Group-თან ერთად კიდევ ბევრ ახალ პროექტს განვახორციელებთ",- განაცხადა Next Group-ის მფლობელმა, კახა დევაძემ.

Radisson Hotel Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება და მოწოდება შემდეგია "ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია".

ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.