You can be on Entrepreneur’s cover!

#დაძარი – რა უნდა ვიცოდეთ ''ალიანს ჯგუფის'' ახალი კამპანიის შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დაძარი რეგიონის ახალი პერსპექტივა" - სწორედ ამ მთავარი გზავნილით წამოიწყო სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია "ალიანს ჯგუფმა" უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური პროექტის "ალიანს ცენტროპოლისის" ახალი კამპანია.

კამპანიის მთავარ ელემენტად ნიუტონის აკვანი გვევლინება, რომელიც ერთი მოქმედებით დაწყებული უწყვეტი მოძრაობისა და განვითარების სიმბოლოა.

ეს არის იმპულსის, ენერგიის მუდმივობისა და შენახვის პროცესი, როცა ერთი ქმედება განაპირობებს მეორეს.

და რას შეიძლება ნიშნავდეს #დაძარი? - ეს არის მოწოდება, ახლის წამოწყებისკენ, განვითარებისკენ, რომელიც ერთი ქმედებით დაწყებული მექანიზმის უწყვეტი მუშაობის ანალოგიაა.

ეს კამპანია მთლიანად იმ მეცნიერულ ფაქტზეა დაფუძნებული, რომ ენერგია მუდმივია და შესაბამისად, დაწყებული ქმედების მუხტი, ახალი პერსპექტივის დაძვრა არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოქმედებს აწყმოზე და ცვლის, განაპირობებს, უზრუნველყოფს მომავალს.

ვიდეოში ვხედავთ იმ კომპონენტებს, რომლებსაც მასშტაბური პროექტი "ალიანს ცენტროპოლისი" მოიცავს.

კომპლექსში ინტეგრირებულია World Trade Center და რეგიონში პირველი მისი საგამოფენო სივრცე, ასევე, Hyatt-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც Hyatt Centric Boulevard Batumi-ითაა წარმოდგენილი.

ისტორიული კოლაბორაციებით, პარამეტრული არქიტექტურით, უნიკალური ლოკაციითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით შექმნილი "ალიანს ცენტროპოლისი" არის მექანიზმი, რომელიც ერთი ნაბიჯით, დაწყებულ ქმედებას წარმატების უწყვეტ პროცესად აქცევს.

გაეცანით ვიდეოს:

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"