📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჯეინ რიგბი - ქალი, რომელიც James Webb-ის ტელესკოპს მართავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯეინ რიგბი NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის ასტროფიზიკოსი და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოპერაციების მეცნიერია. 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ტელესკოპი ყველაზე დიდი და მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც კაცობრიობამ სამყაროს შესასწავლად შექმნა.

"ოპერაციების მეცნიერი მეცნიერთათვის სინდისის როლს თამაშობს. მეტწილად, ტელესკოპი ინჟინრებმა და მენეჯერებმა ააგეს, თუმცა იმისათვის, რომ გვქონოდა გარანტია, ვები წინასწარ განზრახული ფუნქციების შესრულებას შეძლებდა, საქმის კურსში ჩართულნი უნდა ყოფილიყვნენ მეცნიერებიც.

ოპერაციების მეცნიერად ყოფნა ნიშნავს, რომ ვზრუნავ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ტელესკოპს - იქნება ეს დაკვირვებისთვის შემოთავაზებული ობიექტების არჩევა და განრიგის შედგენა, ტელესკოპიდან მონაცემების დედამიწაზე დაბრუნება და ყველა ინსტრუმენტული კვალის მოშორება - ყველაფერი, რაც საჭიროა საქმის დასასრულებლად", - ჯეინ რიგბი.

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 12 ივლისს, NASA-მ ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების, მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სამყაროს ყველაზე ღრმა და მკაფიო კადრია.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი