You can be on Entrepreneur’s cover!

როდის, როგორ და რომელი კრიტერიუმებით შევარჩიოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს სამაგისტრო პროგრამა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის სამაგისტრო პროგრამების მიმართ ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. ბაკალავრიატის შემდეგ სწავლის გაგრძელების მსურველებს არჩევანი ბაზარზე არსებული უამრავი შეთავაზებიდან უწევთ. როდის, როგორ და რომელი კრიტერიუმებით შევარჩიოთ ბიზნეს-სამაგისტრო პროგრამა, "ალტე უნივერსიტეტის" წარმომადგენლებისგან შევიტყობთ.

კვლევების თანახმად, ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი პრაქტიკული გამოცდილების მიღების პროცესში ხვდება, რომ თეორიული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიიღო სტუდენტობის დროს, არასაკმარისია კარიერის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად და სჭირდება როგორც ცოდნის შევსება, ასევე კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარება და ახალი კონტაქტები.

ამ მიმართულებაზე აბარებენ არა მხოლოდ ისინი, ვინც საბაკალავრო განათლება ბიზნესის მიმართულებით მიიღეს, არამედ ისინიც, ვინც სწავლის პირველი საფეხური სრულიად სხვა განხრით დაასრულეს, შემდეგ საკუთარი თავი ბიზნესში აღმოაჩინეს, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და ახლა სურთ ეს ყველაფერი მყარი თეორიული ცოდნით, კონტაქტების გაფართოებული ქსელითა და სფეროს წამყვანი ადამიანებისგან მიღებული გამოცდილებით გაამყარონ, მეტი ექსპერტიზისა და თავდაჯერებულობის შესაძენად.

"სამაგისტრო პროგრამის შერჩევის საუკეთესო დროა მაშინ, როდესაც ადამიანს ცოდნის გაღრმავების კონკრეტული საჭიროება უჩნდება. საქართველოში, ხშირად სტუდენტები საბაკალავროს დასრულების შემდეგ მალევე აბარებენ მაგისტრატურაზე, რაც რიგ შემთხვევებში გაუაზრებლად ხდება. ეს არჩევანი გამართლებულია, თუკი სამეცნიერო, ანალიტიკური მიმართულებით გსურს კარიერული განვითარება და ცოდნის გაღრმავება გჭირდება ამა თუ იმ დისციპლინაში. თუმცა, ფიქრი იმაზე, რომ მაგისტრის დიპლომი ავტომატურად განსაზღვრავს თქვენს კარიერულ წარმატებას, არ შეესაბამება რეალობას. თუ ადამიანის წინაშე არ დგას რაიმე კონკრეტული პროფესიული ამოცანა, სჯობს ჯერ გამოცდილება მიიღოს ბიზნესის სფეროში, გააცნობიეროს რა მიმართულებით სურს ჩაღრმავება, უნარების დახვეწა და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება", − აცხადებს ნანა მიქაშავიძე, "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესსკოლის დეკანი, − "არის შემთხვევები, როდესაც 4-წლიანი სწავლის შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით − ბიზნესით, ინტერესდებიან ადამიანები და მაგისტრატურას ამ კუთხით აგრძელებენ. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, ბიზნეს-სამაგისტრო პროგრამების 30% სწორედ ასეთი სტუდენტებითაა დაკომპლექტებული".

ნანა მიქაშავიძის თქმით, დღესდღეობით კარგი, თანამედროვე სამაგისტრო პროგრამა უნდა აერთიანებდეს სწავლების მაღალ ხარისხს, გამოცდილ ლექტორებსა და გამართულ ინფრასტრუქტურას, თუმცა ეს კრიტერიუმები არაა საკმარისი კონკრეტული ადამიანის საჭიროების დასაკმაყოფილებლად. როგორც წესი, თითოეულ ბიზნესსკოლას საკუთარი "ხელწერა" აქვს − ზოგი ფინანსური განათლების კუთხითაა გამორჩეული, ზოგი ანტრეპრენერული უნარების განვითარებით, ზოგიერთი კი მენეჯერული კვალიფიკაციის ამაღლებით. სწორედ ამიტომ, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა თავად უნდა ჩაატაროს მცირე კვლევა, მოიძიოს მისთვის საინტერესო პროგრამა და ამოარჩიოს მათგან საუკეთესო.

"მაგისტრატურაზე აბარებენ ადამიანები, რომელთაც თავიანთ ბიზნესში, ან იმ პოზიციაზე, რომელზეც მუშაობენ, კონკრეტული გამოწვევები და პრობლემები აქვთ გადასაჭრელი. ასეთ ადამიანებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება, თუმცა სურთ კომპეტენციის ამაღლება პრაქტიკოსი ლექტორებისაგან, რომლებიც თავადაც ყოფილან მსგავს სიტუაციაში. გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამა ადამიანს აძლევს უზარმაზარ ბიზნესქსელს, ე.წ. "ნეთვორქინგს", რაც დღესდღეობით ბიზნესში აუცილებელი მოცემულობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, შრომით ბაზარზე ბიზნესის მაგისტრად ყოფნა ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგად გესმის ბიზნესი, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულ დონეზე, გაქვს მეტი კავშირები, თავისუფალი წვდომა პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ინდუსტრიაში, და გექმნება გამზადებული ბიზნეს-ნეთვორქინგი, რის შექმნასაც წლები დასჭირდებოდა", − აღნიშნავს ნანა მიქაშავიძე.

აღსანიშნავია, რომ "ალტე უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების განახლებული სამაგისტრო პროგრამა განათლების ბაზარზე წარმოქმნილ მოთხოვნებს სრულად ერგება და მომავალ მაგისტრებს სთავაზობს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროგრამას. სასწავლო კურსებს უძღვებიან მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სფეროს წამყვანი პროფესიონალები, რაც სტუდენტებს ერთი მხრივ კონტაქტების ქსელის გაფართოების უნიკალურ შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. კონტაქტების წრის (Networking) შემადგენელი ნაწილია Advisory Board (მრჩეველთა საბჭო), დაკომპლექტებული ბიზნესსექტორის წამყვანი სახეებით, დამფუძნებლები მრავალწლიანი გამოცდილებით საბანკო და სხვა კერძო სექტორებიდან და 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია. "თითოეული მათგანი არის ჩვენი კურსდამთავრებულების როგორც პოტენციური დამსაქმებელი, ასევე ბიზნესპარტნიორი, რაც ბიზნესის ადმინისტრირების მომავალ მაგისტრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეიცვალონ საქმიანობის სფერო, განვითარდნენ საკუთარ პროფესიაში, დასაქმდნენ ან დაიწყონ საკუთარი ბიზნესი პროფესიონალებთან ერთად უნივერსიტეტის start-up-გარაჟის სერვისების გამოყენებით", − აღნიშნავს ბიზნესსკოლის დეკანი.

სწორედ ასეთი პრაქტიკოსი ლექტორია კომპანია Shopshop.ge-ის დამფუძნებელი, ზურა ფიჩხაია, რომელიც Entrepreneur-ს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს:

"ბიზნესის მაგისტრობა, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გაქვს ამბიცია და მზად ხარ შემდეგ დონეზე გადასასვლელად. იყო ბიზნესის მაგისტრი, ნიშნავს, რომ არ ხარ დამწყები მოთამაშე ბიზნესში, არამედ გაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება − როგორც საკუთარი საქმის კეთების, ისე კომპანიაში მუშაობის თვალსაზრისით. ბიზნესის მაგისტრატურა გაძლევს სწორედ იმ ცოდნას, რის დახმარებითაც შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგა კარიერაში. ამ ნაბიჯების გადასადგმელად, ცხადია მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდე, თუ როგორ მუშაობენ ბიზნესები როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, რა სახის გამოწვევები აქვთ, როგორ შესაძლებლობებს ფლობენ და ა.შ. პრაქტიკოსი ლექტორების აუცილებლობა კი სწორედ ამ ნაწილში ვლინდება. მათ შეუძლიათ სწორი რაკურსით შეგახედონ ამა თუ იმ სიტუაციაზე და გასწავლონ, როგორ მოარგო ქართულ რეალობას საერთაშორისოდ აღიარებული თეორიული მიდგომები", − აცხადებს ზურა ფიჩხაია.

საერთაშორისო გამოცდილების მიღების მსურველ მაგისტრანტებს "ალტე უნივერსიტეტი" უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ევროპის, აშშ-ისა და აზიის არაერთ წამყვან პროგრამასა თუ უნივერსიტეტთან მჭიდრო პარტნიორობის სახით, როგორებიცაა: North-Eastern Uriversity აშშ-ში, Lanzhou-ს უნივერსიტეტი ჩინეთში, Erasmus-ის პროგრამები ევროკავშირის ქვეყნებში და სხვა.

პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულებაა 7 000 ლარი, ხოლო შიდა გასაუბრებით შერჩეულ კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სკოლის დეკანის საუნივერსიტეტო 20%-იანი გრანტი.

შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს:

  • მაღალი მოტივაციით
  • სამეწარმეო აზროვნებით
  • ლიდერული უნარებით
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით

თუ შენც დაინტერესებული ხარ ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებზე პირველმა: t.ly/0iFu

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი