You can be on Entrepreneur’s cover!

პირველად Fuckup Nights Tbilisi-ს ისტორიაში: მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებას მეტავერსში წარადგენენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარცხი, როგორც მოტივაცია და ნაბიჯი წარმატებისკენ — გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ. აღსანიშნავია, რომ პირველად ღონისძიების ისტორიაში Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართება, რაც მონაწილეებს რეალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს, თანაც ისე, რომ მათ შინ ყოფნის კომფორტზე უარის თქმაც არ მოუწევთ.

Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse -ს სამი სპიკერი ეყოლება: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარ ისტორიებს გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

Fuckup Nights Tbilisi-ის ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).

Fuckup Nights Tbilisi-ის მხარდაჭერა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OhhILx

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"