Binance Community Meetup-ს საქართველო პირველად უმასპინძლებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

28 ივლისს, 17:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში", მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინ ეკოსისტემის ხუთი წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოში პირველი Binance Community Meetup ჩატარდება, რომელსაც თავად Binance-ს და ადგილობრივი კრიპტო თუ საფინანსო საზოგადოების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

"ხუთი წლის განმავლობაში, Binance-მა საოცარი "ქომუნითი" გააერთიანა, რომელსაც სჯერა ჩვენი და მხარს უჭერს ჩვენს ხედვას. ჩვენი ზრდა და მიღწევები მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავუბრუნდებით "ქომუნითის" მსოფლიოს საუკეთესო პროდუქტებით და მომსახურეობით", - ამბობს CZ, BINANCE-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისათვის, Binance 2017 წლის ივლისში დაარსდა, როგორც crypto-to-crypto გადაცვლის პლატფორმა და სულ რაღაც ექვს თვეში, იგი მსოფლიოს უმსხვილესი Crypto Exchange გახდა.

დღეს, Binance არის გლობალური ბლოკჩეინის ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს სავაჭრო სერვისებს, ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებს, საგანმანათლებლო რესურსებს, კვლევებს, სოციალურ სარგებელსა და საქველმოქმედო პროგრამებს, ინვესტიციებს, ინკუბაციურ ინიციატივებს და სხვა. Binance-ს გაცხადებული მისიაა, რომ ფინანსური ინსტრუმენტები და კრიპტოსამყარო, დაბალი ტრანზაქციული საფასურის შენარჩუნებით, ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს.

რაც შეეხება უშუალოდ Meetup-ის პროგრამას, აქ გაშუქდება პრეზენტაციები Binance ეკოსისტემის, საქართველოში კრიპტობირჟის გეგმების და პერსპექტივებს, Binance-ის პროდუქტების და სერვისების შესახებ. მომხსენებლები და სტუმრები განიხილავენ კრიპტობაზრის ამჟამინდელ მდგომარეობას და მის პერსპექტივებს, ასევე ქართული ბაზრის ირგვლივ იქნება პანელური დისკუსია - "ციფრული აქტივები საქართველოში: ახალი შესაძლებლობები, რისკები და რეგულირება", რომელსაც მოდერაციას უწევს ანკა ცინცაძე, საქართველოში Binance-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი.

სპიკერების შორის იქნებიან: ვლადიმერ სმერკისი - Binance-ის რეგიონალური დირექტორი, რაუან საგიდულა - Binance Earn-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი, გიორგი ფალიანი - COINSPAID Media-ს აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ბანკების წარმომადგენლები, CryptoLeo, Crypto Miner და ბლოგერები.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, Binance Community Meetup-ის ფარგლებში, მოსულ სტუმრებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და NFT-ები.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, ხოლო დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://www.eventbrite.com/e/binance-georgia-community-meetup-tickets-384472887757