You can be on Entrepreneur’s cover!

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფინანსური შეღავათები და სხვა უპირატესობები აბიტურიენტებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, რომელიც 20-წლიან ისტორიას ითვლის, საერთაშორისო გამოცდილებით, პრაქტიკაზე ორიენტირებული, უცხოელი და ქართველი წამყვანი პროფესორების ხელწერით შექმნილი უნიკალური სასწავლო კურსებით გამოირჩევა.

აბიტურიენტები, რომელებსაც შემდეგ ფაკულტეტებზე სურთ ჩაბარება: სამართალი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოოგია, თეოლოგია), ბიზნესი და ტექნოლოგიები (ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი), შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფინანსური შეღავათებითა და სხვა უპირატესობებით:

  • პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 25%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი ერთი წლის განმავლობაში;
  • მოქნილი გადახდის სისტემა - წლიური გადასახადის 10 თვეზე განაწილების შესაძლებლობა;
  • ლეპტოპი ყველა 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტს;
  • პლანშეტი და შიდა საგრანტო დაფინანსება 70%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს;
  • შიდა საუნივერსიტეტო გრანტი ყველა ოქროს მედალოსანს;
  • საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სახელობითი სტიპენდიები;
  • ენების სკოლა, სადაც დამატებით შეგიძლიათ დაეუფლოთ სასურველ უცხო ენას (გერმანული, ფრანგული) სრული დაფინანსებით;
  • ევროპისა და ამერიკის 50-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში საზღვარგარეთ სწავლისა და მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობა;
  • Fuce სასწავლო გრანტები;
  • ორმხრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული გაცვლითი პროგრამები და სასწავლო სტიპენდიები;
  • საზაფხულო სკოლები.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბაუნის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ 100%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით და სრულად გათავისუფლდებიან გადასახადისგან.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარში არის - 088.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"