Axel-ის 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

ღონისძიებაზე Axel-ის გუნდმა 2022 წლის შედეგები შეაჯამა და 2023 წლის გეგმა წარადგინა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წლის 20 დეკემბერს Axel-ის, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, მორიგი და ამ წლის ბოლო, შემაჯამებელი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ Axel-ის წევრი ინვესტორები, ანგელოზ ინვესტირების ეკოსისტემაში აქტიურად ჩართული კომპანიების წარმომადგენლები და 5 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებშიც ქსელის წევრები ინვესტიციას განახორციელებენ.

ღონისძიებაზე Axel-ის გუნდმა 2022 წლის შედეგები შეაჯამა და 2023 წლის გეგმა წარადგინა.

აქსელმა - რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ახორციელებს ინვესტიციებს - 2022 წელი წარმატებით დახურა: გახდა EBAN-ის, ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრი, გააერთიანა 75-ზე მეტი წევრი ინვესტორი და შემოიერთა 7 კორპორაციული წევრი, რომელთა წინაშე 80-ზე მეტ სტარტაპს მიეცა საკუთარი პროექტების წარდგენის შესაძლებლობა.

აქსელმა 2022 წელს 11 საინვესტიციო შეხვედრა ჩაატარა, რომელთაც 6 წარმატებული გარიგება და სტარტაპებში განხორციელებული 400,000 დოლარზე მეტი ინვესტიცია მოჰყვა. ამ მომენტისთვის კი, სინდიცირების პროცესშია კიდევ 2 გარიგება, რომელიც სტარტაპებში 180,000 დოლარზე მეტის ინვესტიციას გულისხმობს.

აქსელმა შექმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი: გუნდმა დაიწყო საინვესტიციო პროცესების აქსელერაცია და შედეგად, ერთ-ერთი დილი 3 კვირაში დახურა, რაც ნიშნავს, რომ სტარტაპისთვის საინვესტიციო თანხა 3 კვირის ვადაში უკვე ხელმისაწვდომი იყო. 2023 წლიდან აქსელი ბაზარზე სწორედ ამ ნიშით აპირებს პოზიციონირებას - სწრაფი ჭკვიანი ფული აქსელის გავლით ხელმისაწვდომია სტარტაპებისთვის. აღნიშნული პროცესი, როგორც წესი, აქსელის მსგავს უცხოურ ორგანიზაციებშიც 6 თვემდე ვადას საჭიროებს.

მნიშვნელოვანი მიღწევები იყო საერთაშორისო მასშტაბით; აქსელმა ჯამში ჩაატარა 3 საერთაშორისო სამიტი, რომელთაც 60-ზე მეტი უცხოელი დელეგატი და ანგელოზი ინვესტორი ესტუმრა. ასევე, აქსელის პარტნიორებთან ერთად EBAN-იდან, სინდიცირების პროცესშია პირველი საერთაშორისო ინვესტიცია უცხოურ კოსმოსურ ტექნოლოგიურ სტარტაპში. 2022 წელს აქსელმა დაიწყო პარტნიორობა უცხოურ ანგელოზ ინვესტორების 9 ქსელთან, რაც ქართულ სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას - წარდგნენ საერთაშორისო მასშტაბით, ხოლო ქართველ ინვესტორებს - განახორციელონ ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები უცხოურ კომპანიებში.

2022 წელს აქსელმა, მსოფლიო ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, ქსელის წევრებს შესაძლებლობა მისცა, გაევლოთ მსოფლიო ბანკის "Learn by doing" პროგრამა ანგელოზ ინვესტიციებში.

რაც შეეხება აქსელის 2023 წლის გეგმებს, ამის შესახებ დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა, მოკლედ რომ შევაჯამოთ, აქსელი მომდევნო წელს გეგმავს ქსელში 100-ზე მეტი წევრი ანგელოზი ინვესტორის გაერთიანებას, მათთვის 80-ზე მეტი სტარტაპის წარდგენას სამომავლო ინვესტირების მიზნით, 8 ლოკალური საინვესტიციო შეხვედრისა და 2 საერთაშორისო სამიტის ჩატარებას და 2022 წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი ინვესტიციის მოზიდვას სტარტაპებისთვის. თუ გსურთ გახდეთ ანგელოზი ინვესტორი, მიჰყევით ბმულს.

გარდა ამისა, 20 დეკემბრის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ GITA და აქსელი 2023 წელსაც განაგრძობენ თანამშრომლობას და მათ შორის მომავალი წლის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.