Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს "ბრუნტეტი - დაბრუნება"

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი კონცეპტის, მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ მუსიკალური სპექტაკლის "ბრუნტეტი - დაბრუნება" პრემიერაზე.

წარმოდგენა, რომელშიც მაყურებლებს საშუალება ექნებათ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში იმოგზაურონ, დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე "1999". სპექტაკლი 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის "Kluster 5" და მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

სპექტაკლი 5,6 და 7 თებერვალს თეატრში "ჰარაკი", ხოლო 11 თებერვალს კი Silk Factory Studio-ში გაიმართება.

მუსიკოსები: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები).

პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე "ჰარაკი"-ს გუნდმა (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს.

მსახიობები:

ანასტასია ჭანტურაია
ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია
ბექა ხაჩიძე
გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით.

28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%.

*ფასდაკლება არ ვრცელდება თიბისის ერთგულის ბარათებზე.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge

მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), თიბისი კონცეპტი, მასტერქარდი, ლექსუსი და თბილისის მერია.