Sponsored Content

ეკომეგობრული იდეების ხელშესაწყობად, საქართველოში იდეათონი ტარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სტარტაპ ბიურო", "იმფაქთ ჰაბ თბილისსა" და "ფორსეტთან" თანამშრომლობით, იდეათონს (იდეების კონკურსს) მასპინძლობს. იდეათონი "ეფეს საქართველოს" მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი თემა გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკაა.

იდეათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკაციის ფორმის შევსება 16 დეკემბრამდე: https://forms.gle/Hcbw3P82TvNjFUKY7

იდეთონის ფარგლებში, ასევე, ტარდება უფასო ვორკშოპების სერია Მათთვის, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, თუმცა იდეა ჯერ არ აქვს და რელევანტურ თემებზე ცოდნისა და ინსპირაციის მიღება უნდა. გასული კვირებში უკვე ჩატარდა ორი ვორკშოპი ნარჩენების გადამუშავებასა და HR მართვის პროცესების გაციფრულებაზე, მესამე და საბოლოო ვორკშოპი კი დაგეგმილია 16 დეკემბერს.

ვორკშოპის თემა: მდგრადი მოხმარება

დრო: 14:00 სთ.

მისამართი: Impact Hub Tbilisi, ნინოშვილის 8, თბილისი

ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/Q2pAoAvsH9McXfZ27

იდეათონის დასკვნით ფაზაზე, 25 დეკემბერს, თბილისში ჩატარდება ერთდღიანი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი), რომლის დროსაც შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილი მეწარმეებისგან და გაიგებენ მეტს ბიზნესმოდელის შექმნის, ბიუჯეტირების, ფინანსებისა და იმ ყველაფრის შესახებ, რაც საკუთარი იდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნისთვის სჭირდებათ.

"ეფეს საქართველოს" მეწარმეობის პროგრამის პრეზენტაცია 3 ნოემბერს, PechaKucha Night Tbilisi-ის ღონისძიებაზე გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. "ეფეს საქართველო" ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.