Sponsored Content

FEC-ის 2022 წლის შეჯამება დროა, მოგიყვეთ 2022 წლის რამდენიმე მართლაც მნიშვნელოვანი ამბის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყოველი წლის დასასრული შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ გადავხედოთ ჩვენს მიღწევებსა თუ შეცდომებს და უფრო კარგად დავგეგმოთ მომავალი წელი საკუთარ ცხოვრებასა თუ ბიზნესში.

სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ ამ ბლოგშიც, თუმცა, მანამდე, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს ბიზნესპარტნიორს ნდობისა და მხარდაჭერისთვის და, რაღა თქმა უნდა, იმ გუნდს, რომელთა თავდაუზოგავი შრომითა და შემართებით ვქმნით უმაღლესი ხარისხის სერვისს Financial Experts Corporation-ში.

ახლა კი დროა, მოგიყვეთ 2022 წლის რამდენიმე მართლაც მნიშვნელოვანი ამბის შესახებ FEC-ში.

ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ FEC არ არის მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული სივრცე, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, ამიტომ, გვიხარია, გაცნობოთ, რომ ამ ოჯახს 2022 წელს 17 ახალი წევრი შეემატა.

ჩვენი გუნდის გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს FEC-ის ფინანსური აკადემია, სადაც თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ციფრული მიდგომების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, მაღალი ხარისხის სწავლებას ვთავაზობთ საბუღალტრო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. 17 ახალი წევრიდან 4, სწორედ FEC-ის აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო რამდენიმე მათგანი ჩვენს პარტნიორ კომპანიაშია დასაქმებული.

კომპანიის ზრდამ ახალ ურთიერთობებთან და სასიამოვნო გამოცდილებებთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა შიდა ფორმირების კუთხითაც. ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ხელმძღვანელობენ შემდეგ პროცესებს:

  • საგადასახადო მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • რეპორტინგი
  • ფინანსური ანალიზი
  • უძრავი ქონების შეფასება

2022 წელი გამორჩეული იყო არა მხოლოდ გუნდის წევრების, არამედ, პარტნიორი კომპანიების მატებითაც. თანამშრომლობა დავიწყეთ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა:

  • შ.პ.ს "აჭარ ენერჯი"
  • შ.პ.ს "გრინ თაიმი"
  • შ.პ.ს "სმარტ ჰაუსი"
  • შ.პ.ს "ფორის დეველოპმენტი"
  • შ.პ.ს "ჰილტონ აპარტმენტი" და სხვა.

ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ცდილობს უზრუნველყოს ისეთი აქტივობები და სერვისები, რომლებიც აუმჯობებს გუნდის წევრებისა და კლიენტების კეთილდღეობას. 2022 წლის მაისში, FEC-ის გუნდმა დავგეგმეთ Teambuilding-ი კაპადოკიაში, საიდანაც ნამდვილად დაუვიწყარი მოგონებებითა და გამოცდილებებით სავსე დავბრუნდით. 19 ოქტომბერს კი, დავესწარით წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას - TAG ალიანსის შემოდგომის საერთაშორისო კონფერენციას.

ამავე წელს მივიღეთ მონაწილეობა "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022-ში", Expo Batumi building-სა და Expo Batumi travel-ში, სადაც გავმართეთ აქტიური შეხვედრები და წარვადგინეთ კომპანიის როგორც ძველი, ისე ახალი სერვისები. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ FEC-ისა და "საქართველოს ბანკის" ერთობლივი შეთავაზებით, BOG–ის კლიენტებს, ამ წლიდან, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე განსაკუთრებული ფასით სარგებლობა შეუძლიათ, რის შესახებ დეტალური ინფორმაციაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3AYq33x

FEC-ისთვის ყველაზე გამორჩეული წლის ბოლო თვე აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, ამით დავაგვირგვინოთ 2022 წლის შეჯამებაც.

ჩვენი კომპანია ჩაერთო "აწარმოე საქართველოსა" და "Savvy"-ის ხელმძღვანელობით, "შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს" მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას სოფლებში. პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვევალება რამდენიმე მცირე მეწარმის ფინანსური აღრიცხვის წარმოება და კონტროლი 6 თვის განმავლობაში.

დაბოლოს, 10 დეკემბერს, FEC-ი "პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022"-ის გამარჯვებული გახდა! დაჯილდოება არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. გამარჯვებულების გამოვლენისას, შეფასებული იქნა ორგანიზაციის ხედვა და დამოკიდებულება საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ. სწორედ ამიტომ, ამ ჯილდოს მოპოვება განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა მთელი გუნდისთვის.

თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებთ და 2023 წელს კიდევ უფრო მეტი ბენეფიტისა და გაუმჯობესებული პირობების შექმნას ვგეგმავთ FEC-ში დასაქმებულებისა და კომპანიის პარტნიორებისთვის.

მადლობა ყველას დაფასებისა და მხარში დგომისთვის!