Flow საერთაშორისო პროექტის Become a Changemaker - ის გამარჯვებული გახდა

Flow მიზნად ისახავს ფერმებისა და სასათბურე მეურნეობებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების შემცირებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

E-flow არის სტარტაპი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნას სისტემა მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის შესაქმნელად. ბიზნეს სექტორისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითს წარმოდგენს, ამავდროულად ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა და უარყოფითად მოქმედებს კლიმატზე. ჩვენი პროდუქტის დახმარებით, რომელიც მოიცავს software და hardware სისტემას, ფაბრიკა-ქარხნებში, საოფისე და საზოგადოებრივ რეკრეაციულ სივრცეებში და ყველგან სადაც ხდება ელექტრონერგიის ჭარბი მოხმარება, შესაძლებელი იქება როგორც ხარჯვის 40% მდე შემცირება ასევე ენერგიის აკუმულირება და თავიდან გამოყენება.

E-flow შეიქმნა საერთაშორისო პროექტის, Become a changemaker, create a smart and sustainable community-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მდგრადი ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდების საზოგადოების ფორმირებას. პროექტმა გააერთიანა 26 ახალგაზრდა გერმანიიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, ამბიციითა და სურვილით შეექმნათ ციფრული, ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებები სოფლის თემებისთვის.

პროექტის ფარგლებში კვალიფიციური ტრენერებისა და მენტორების მხარდაჭერით შეიქმნა ხუთი პროექტი მათ შორის E-flow, რომელთა მიზნებია სოფლის თემებისთვის განვითარების მდგრადი გადაწყვეტილებების შექმნა.

ათი თვის განმავლობაში საპროექტო გუნდები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის მდგრად ინოვაციებზე ორიენტირებულ ჰაკათონში, ონლაინ და ოფლაინ ვორქშოფებსა და სამუშაო შეხვედრებში გერმანიასა და საქართველოში, რათა გაცნობოდნენ ინფორმაცას პროექტის მენეჯმენტის, პროტოტიპირების, ქრაუდფანდინგის, ჭკვიანი სოფლების, სოციალური მეწარმეობისა და სოფლის მდგრადი განვითარების შესახებ.

იხილეთ სოფლის მდგრადი განვითარების პროცესის მხარდამჭერი პროექტების აღწერა ქვემოთ:

Recycle it – პროექტი მიზნად ისახავს სოფლად პლასტმასის ნარჩენების დონის შემცირებას ონლაინ პლატფორმის შექმნით გზით, რომელიც მოახდენს პლასტმასის მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი კომპანიების ინტეგრაციას. არსებული მონაცემების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი მოახდენს პლასტიკური ნარჩენების შეგროვებისა და მიწოდების ოპტიმალური მარშრუტების იდენტიფიცირებას;

Reduce, reuse, recycle - პროექტი მიზნად ისახავს სოფლად პლასტმასის დაბინძურების დონის შემცირებას პლასტმასის შემგროვებელი მანქანების დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების კვლავწარმოებითა და ელექტრონული კომერციის პლატფორმის მეშვეობით რეალიზებით;

Farm2fork – პროექტი მიზნად ისახავს საკვების ნარჩენების დონის შემცირებასა და ფერმერების დახმარებას B2B ბაზრებთან წვდომაში - ონლაინ პლატფორმის შექმნით, რომელიც დააკავშირებს ფერმერებს B2B კომპანიებთან.

BagUp – პროექტი მიზნად ისახავს სოფლად ძველი და გამოყენებული მასალების ნარჩენების შემცირებას მათი შეგროვებით, გადამუშავებით და ეკო ჩანთების შექმნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებითა და გადამუშავებული პროდუქტების გაყიდვით ელექტრონული კომერციის პლატფორმის მეშვეობით.

დეკემბრის თვეში პროექტის გუნდებმა წარმოადგინეს საბოლოო პროდუქტები და პროტოტიპები საერთაშორისო ჟიურის წევრების წინაშე , რის შედეგადაც E-flow შეირჩა Become a Changemaker-ის პროექტის გამარჯვებულად. E-flow გუნდი ჯილდოს სახით მიიღებს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ერთთვიან ბიზნეს მენტორობის პროგრამაში.

პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამის "MEET UP! Youth for Partnership"-ის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდი 'Foundation ''Remembrance, Responsibility, and Future (Foundation EVZ)''-ის მიერ.


#MEETUPforPartnership #YOUTHforPartnership

➡პროექტი განხორციელდა ანტრეპრენერთა ასოციაციის, სტეინბეის ინოვაციების ცენტრისა და ABCD ინოვაციების ცენტრის თანამშრომლობით.

Related Topics

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი

სიახლეები

ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან

თქვენი სიზარმაცე სინამდვილეში რაიმე უფრო ღრმა პრობლემას ხომ არ მალავს?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"