გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში BTU-ს სტუდენტები მოსწავლეებს გადაამზადებენ

UNDP

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UNDP-ისა (გაეროს განვითარების პროგრამა) და Future Laboratory-ის ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქ რუსთავის 5 სკოლაში მიმდინარეობდა მოსწავლეების გადამზადება სოციალურ მეწარმეობაში, PBL მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს ინოვაციური გადაწყვეტები ქალაქისთვის Post-Covid გარემოს განვითარების მიმართულებით.

გადამზადების შემდგომ შეირჩა გუნდები, რომლებიც ოქტომბერში წარადგენენ იდეების განხორციელების საწყისი ეტაპის შედეგებს პარტნიორების წინაშე და მათ მომზადებას უზრუნველყოფენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე რეგიონში პირველად 2020 წლის იანვარში დაფუძნდა. 30-მდე სტუდენტმა სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა MIT-ის მენტორებთან 4 კვირის განმავლობაში გაიარეს. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის და პარტნიორობის შემდგომი გაგრძელების პირობებში.

სწორედ ეს სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას და UNDP-ის პროგრამის ფარგლებში გადაამზადებენ სკოლის მოსწავლეებს.

სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსწავლეებს გაუწევენ მენტორობას, დაეხმარებიან პროდუქტის მუშა პროტოტიპის შექმნასა და კომერციალიზაციის გეგმის დახვეწაში და მოამზადებენ დემო დღისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება და იდეა აქციონ რეალობად.

პროექტის პარტნიორები არიან: UNDP, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რუსთავის ინოვაციების ჰაბი, პლატფორმა "ორბელიანი" და რუსთავის მერია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

წერილი, რომელიც ბილ გეითსს არ დაუწერია

რას გვასწავლის ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა