Sponsored Content

Globalize-ის ლონდონის კონფერენცია - სტარტაპებისთვის, მეწარმეებისთვის, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველებისთვის, ინვესტორებისთვის და ბრიტანული ტექ-საზოგადოებისთვის, სავაჭრო და ბიზნეს ინსტიტუციებისთვის ჩატარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Globalize

სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, BTU-ს ჩართულობით გლობალაიზი მორიგ კონფერენციას ახლა უკვე ლონდონში გამართავს და თავს მოუყრის სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ-საზოგადოებას, სავაჭრო და ბიზნეს ინსტიტუციებს. ასევე სხვა საჭირო ორგანიზაციებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ბრიტანულ და მსოფლიო ბაზრებზე გაფართოებას შეუწყობს ხელს.

კონფერენცია 18 ნოემბერს, ლონდონში გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

"მოხარული ვართ, რომ არაერთი კომპანია და ორგანიზაცია დაინტერესდა სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე მხარდაჭერით. ამასთან, ვფიქრობ, მოწოდება დიასპორისთვის - აქტიურად ჩაერთონ ქართული ბიზნეს იდეების გლობალიზაციის პროცესში, საგრძნობლად დააჩქარებს ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტის გლობალურ ბაზრებზე განვითარებას" - ამბობს Globalize-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.

Globalize UK Conference "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს", USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და "საქართველოს ბანკი ბიზნესის" მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენციის პარტნიორები არიან დეველოპერული კომპანია "დომუსი", ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), Sweeft Digital, Sky Logistics, Nexia TA.

საინფორმაციო მხარდაჭერას ბიზნეს მედია საქართველო (BMG), Marketer.ge, Entrepreneur და "ბიზნეს პარტნიორი" უზრუნველყოფენ.

კონფერენციაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის სპიკერი წარსდგება, რომლებიც დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ ანტრეპრენერებს, რაც მათ ბრიტანეთის ბაზარზე ადაპტაციას გაუადვილებს. თემები მრავალფეროვანია და მოიცავს ევროპის ბაზარზე ექსპანსიის გამოწვევებსა და სირთულეებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, მომავლის ტექნოლოგიებს და ა.შ. Პანელური დისკუსიები მიეძღვნება ქალებს ტექნოლოგიებში, NFT-ისა და ხელოვნების მომავალს, Web3-სა და ბლოქჩეინს, და არა მხოლოდ.

"Globalize UK Conference" საშუალებას მისცემს სტარტაპებს, საკუთარი ინოვაცია და ბიზნეს-იდეა ინვესტორების წინაშე ფიჩინგის გზით წარადგინონ. ხოლო ექსპორტიორების პროდუქტები და სერვისები საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რათა აუდიტორიას წარმოდგენა შეექმნას საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ და დაისახოს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები" - განაცხადა Globalize-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი დავარაშვილმა.

კონფერენციამდე, 16-17 ნოემბერს, Globalize ლონდონში დაგეგმილ მასშტაპურ კონფერენციას - Going Global-ს დაესწრება, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის საჭირო რესურსებს აერთიანებს.

17 ნოემბერს, სტარტაპებისთვის დაგეგმილია ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები, რომელსაც ბრიტანელი მენტორები ჩაატარებენ. იმავე დღის საღამოს კი, გაიმართება ინვესტორების მიღება, რომელსაც გლობალაიზი "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა" და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასპინძლობს.

GLOBALIZE არის ბიზნეს-საკონსულტაციო ორაგნიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში, ხელს უწყობენ მათ ადგილობრივ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. ამ დროისთვის Globalize Community აერთიანებს 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს მსოფლიოში.