ინოვაციების შემდეგ ტალღას COVID-19 განაპირობებს ეს გლობალური პანდემია განსაზღვრავს, თუ როგორები იქნებიან კომპანიები მომავალ ათწლეულებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

ისეთი მოულოდნელი კატასტროფები, როგორიც რეცესიები და პანდემიებია, მთლიანად ცვლის მთავრობების, ეკონომიკისა და ბიზნესის ტრაექტორიებს, და ასევე მთლიანად ცვლის ისტორიის კურსს. 1300-იან წლებში გავრცელებულმა შავმა ჭირმა დიდი ხნის ფესვგამდგარი ფეოდალური სისტემა დაშალა ევროპაში და ბევრად თანამედროვე შრომითი კონტრაქტით შეცვალა. სულ სამი საუკუნის შემდეგ, ინგლისსა და საფრანგეთს შორის წარმოებული 100-წლიანი ომის წყალობით დამდგარმა ღრმა ეკონომიკურმა რეცესიამ კი, მძლავრ ინოვაციურ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც რადიკალურად გააუმჯობესა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.

მოდი, ახლოს გადმოვინაცვლოთ: ატიპური პნევმონიის პანდემია 2002-2004 წლებში მეტეორული ზრდის კატალიზატორი გახდა მაშინდელი ელექტრონული კომერციის მცირე კომპანიისთვის, სახელად Ali Baba და მას ლიდერის პოზიციის დაკავებაში დაეხმარა საცალო ვაჭრობაში აზიაში. ამ ზრდას კიდევ უფრო აძლიერებდა მოგზაურობებთან და ადამიანურ კონტაქტებთან დაკავშირული ფარული განგაში, იმის მსგავსი, რასაც დღეს Covid-19-ის შემთხვევაში ვხედავთ. 2008 წლის ფინანსურ კრიზისსაც ჰქონდა თავისი დამანგრეველი გვერდითი ეფექტები.

Airbnb და Uber დასავლეთში სწრაფად გახდნენ პოპულარული, რადგან აშშ-ის იპოთეკური კრიზისი ნაკლებ დანაზოგებსა და შემოსავლებს ნიშნავდა მასებისთვის, და ადამიანებს აიძულებდა, დეფიციტის დასაფარად აქტივები გაეზიარებინათ, ბინების გაქირავებისა და ავტომობილებით საზიარო მგზავრობის სახით. ეს ტენდენცია უფრო მეტად გაძლიერდა, სწრაფად შეიცვალა ვიდეოთამაშების მოდელები, Nexon-ის წყალობით აზიაში და King-ისა დასავლეთში. 2011 წელს free-to-play ბიზნესმოდელი გამოჩნდა.

Covid-19-ის პანდემიასთან ერთად, უკვე აშკარად ვხედავთ ცვლილებებს მომხმარებლისა და კომპანიების ქცევაში. როგორც ტექნოლოგიური, ისე არატექნოლოგიური კომპანიები უკვე იწონებენ დისტანციურ მუშაობას, ავიაკომპანიების მოგებაზე მგზავრების ნაკლებობა ახდენს გავლენას, მთელ მსოფლიოში ნადგურდება მიწოდების ქსელები, ხოლო საცალო მაღაზიებში „იბუპროფენის", ბურღულეულისა და ტუალეტის ქაღალდების დიდი ნაკლებობაა. ზოგიერთი ეს ცვლილება პირდაპირი, მოკლევადიანი პასუხია კრიზისებზე და როგორც კი Covid-19-ის გაკონტროლება მოხერხდება, მდგომარეობა კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. თუმცა, ზოგიერთი ცვლილება დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს ციფრულ სფეროზე გრძელვადიანი პერიოდის გათვლით, და ათეული წლით ადრე მისცემს ბიზნესს მიმართულებას.

ზემოქმედების სამი არეალი

პანდემია პირდაპირ გავლენას ახდენს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურსა და ეკონომიკურ ასპექტებზე. მისი ინტენსივობა კი, ამ პათოგენით გამოწვეული სიკვდილიანობით, ავადობის დონითა და მის გასავრცელებლად აუცილებელი დროის მიხედვით იცვლება.

Covid-19-მა უმოკლეს დროში მოახდინა ბიოლოგიური ზემოქმედება და ყველაზე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ხანდაზმულთათვის. ფსიქოლოგიური ზეგავლენა ყველაზე ადვილი შესამჩნევია მთელი მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე − ინვესტორები მომავალს ეჭვით უყურებენ, რადგან ინფორმაცია Covid-19-ის გავრცელებაზე და მთელ მსოფლიოში შრომის ნაყოფიერებაზე მისი გავლენა, საუკეთესო შემთხვევაში, არასრულია, ხოლო უარეს შემთხვევაში − არასწორი.

ეს ყველაფერი დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მთელი მსოფლიოს მოსახლეობაზე, რომლებიც მორალურად დაცემულები და უმეტესად, იზოლირებულნი არიან, რადგან ადამიანური კონტაქტები და გადანაცვლების თავისუფლება ეზღუდებათ. დაბოლოს, რაც არცთუ ნაკლებ მნიშვნელოვანია: პანდემიამ ეკონომიკაზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა. მოკლევადიან პერიოდში სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდების ჯაჭვი დაირღვა, ხოლო სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდა. თუ ასე გაგრძელდა, Covid-19 უარყოფით გავლენას მოახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაზე მთელ მსოფლიოში.

გრძელვადიანი ინოვაციები და ტენდენციები იმის მიხედვით შეიცვლება, თუ რამდენად სერიოზულად შეეცდებიან მომხმარებლები და კომპანიები მდგომარეობის ნორმალიზებას და ფსიქოლოგიურსა და ეკონომიკურ ასპექტებზე ზეგავლენის მოხდენას, იმ პირობით, თუ ეს პრობლემა მოგვარდება და ბიოლოგიური ზეგავლენა შეწყდება. ნისლს იმ 50-ზე მეტი სტარტაპის შესწავლა ფანტავს, რომლებმაც გლობალური კრიზისების დროს შეძლეს ზრდა-განვითარება.

თავიდან დავიწყოთ: რეცესია, უპირველესად, ბიზნესმოდელის ცვლილებებს აჩქარებს, ხარჯებისა და ფასების შემცირებას იწვევს მომსახურებაზე. მეორე მხრივ, პანდემიები, როგორც წესი, სრულიად ახალი კატეგორიის კომპანიების წარმოშობას განაპირობებენ. უკვე ნათელია, რომ პანდემიები და რეცესიები პირდაპირ კი არ განაპირობებენ ინვოვაციებს, არამედ, მათი კატალიზატორები არიან. ეს სტარტაპები და ბიზნესიდეები ადრეც იყო, მაგრამ პანდემიებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენის წყალობით, გაცილებით სწრაფი ტემპით გახდა პოპულარული.

ქვემოთ სამ მიკროინოვაციას გაეცნობით, რომლებსაც ამ გაკვეთილებისა და მექანიზმების გათვალისწინებით, Covid-19-ის შემდგომ პერიოდში უნდა ველოდოთ.

მიწოდების ქსელები მდგრად ეკოსისტემებს შეუერთდება

მიწოდების გლობალური ქსელები საკმაო ხანია ცდილობს, პროდუქციის ხარისხიც შეინარჩუნოს და ამავე დროს, თითოეულ ეტაპზე ხარჯებიც შეამციროს. ამან კომპანიების უმრავლესობისთვის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი რისკი გამოიწვია გეოგრაფიისა და მიმწოდებლების თვალსაზრისით. მაგალითად, ჩინეთი თავის მოქმედებებს Covid-19-ის გამო აჩერებს და როგორც ვხედავთ, ეს ნოკდაუნის ეფექტს ახდენს მიწოდების სფეროზე, რაც სრულიად აშკარად ჩანს. ეს მიდგომა არ ამართლებს. აუცილებელია, მასშტაბების შენარჩუნების პირობებში იყოს კოორდინირებული კომპონენტების მიწოდება და მათი გაკონტროლება სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში, სხვადასხვა მომწოდებლისთვის, რაც გლობალური პლატფორმების შექმნას მოითხოვს, რომლებიც ისეთ დახვეწილ ტექნოლოგიებს იყენებენ, როგორებიცაა 5G, რობოტოტექნიკა, ფიზიკური საგნების ინტერნეტი და ბლოკჩეინი, რათა მიწოდების ქსელების საშუალებით საიმედოდ დააკავშირონ ერთმანეთთან რამდენიმე მყიდველი რამდენიმე მომწოდებელთან. ეს უპილოტო ავტომობილებისა და უპილოტო საფრენი აპარატების დანერგვაზეც მოახდენს გავლენას, რადგან ელექტრონული კომერციის ლოგისტიკაზე მოთხოვნა ბევრად აღემატება იმ მძღოლების რაოდენობას, რომელიც მათ შესასრულებლადაა აუცილებელი.

ჩვეულებრივი B2B პლატფორმები, როგორებიცაა Amazon და AliBaba სავარაუდოდ, გააქტიურდებიან და კონკურენციას დაიწყებენ, რომ ამ დახვეწილი მიწოდების ქსელის ეკოსისტემის მფლობელები გახდნენ შემდეგ ათწლეულში.

ციფრული ბიუროკრატია ყველაზე აქტუალური გახდება

Covid-19-ის ეპიდემიამ აიძულა სამთავრობო სტრუქტურები, ადრინდელზე გაცილებით სწრაფად დაეწყოთ მოქმედება. ჩინეთმა ყველა რეკორდი მოხსნა − სულ რაღაც 10 დღეში, უჰანში, უზარმაზარი ჰოსპიტალი ააშენა (645,000 კვ. ფუტი). სამხრეთ კორეამ თავის 200 000-ზე მეტ მოქალაქეს სწრაფი ტესტირება ჩაუტარა და სმარტფორნები გამოიყენა ინფიცირებულთა მარშრუტის დასაფიქსირებლად − იგი არაინფიცირებულებს რეალური დროის რეჟიმში განახლებების საშუალებით მათ მოძრაობაზე აფრთხილებდა.

სამყაროში გაცილებით მეტი ჭკვიანი ქალაქი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ყველა ეს ძალისხმევა უკეთესიც გამომდგარიყო, ხოლო ინფორმაცია ვირუსის ბიოლოგიური ზეგავლენის შესახებ გაცილებით გამჭვირვალე. გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, 5500 დიდი ქალაქიდან მხოლოდ 27 მიიჩნევა წამყვანად ამ სფეროში. მთავრობები Covid-19-ის გამოცდილებაზე სწავლობენ, და აშკარაა, ჭკვიან ქალაქებში განახორციელებენ ინვესტირებას, რადგან მათი არსებობა უზომოდ მნიშვნელოვანია, რათა კაცობრიობამ უკეთ შეძლოს მომავალ შავ ჭირთან გამკლავება. საკვანძო მოთამაშეები, რომლებიც ამ ცვლილებებით ისარგებლებენ, ჭკვიანი მთავრობები და ორიენტირებული კომპანიები იქნებიან, როგორებიცაა Cisco, Microsoft და Siemens. ასევე, ციფრული ქალაქების სტარტაპები მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა დიდი მასშტაბით, ციფრული სახით მოხდება

უკვე პირდაპირ შეიძლება პროგნოზის გაკეთება, რომ Covid-19 დისტანციური მუშაობისა და ონლაინგანათლების კატალიზატორი გახდება. ყველაზე ძნელი იმის დადგენაა, თუ რა მოხდება, როდესაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ერთად, დისტანციურად მოუწევთ მუშაობა და თან განუსაზღვრელი ვადით. ასევე ბუნებრივია, რომ ცვლილება თანამშრომელთა განწყობაზე, შრომის ნაყოფიერებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც მოახდენს გავლენას მთელ მსოფლიოში, და კომპანიები მზად უნდა იყვნენ ამისთვის. ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ციფრული სახით სურთ ადამიანური შტრიხის დამატება თავიანთი სამუშაო ადგილისთვის, დღეისათვის შეზღუდული არჩევანი აქვთ − ასეთი მხოლოდ Humu-ა, Google-ის HR-ის ყოფილი შეფის, ლასლო ბოკის სტარტაპი, რომელიც მომგებიან მდგომარეობაშია და შეუძლია ისარგებლოს კიდეც ამით.

რამდენიმე სხვა ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორებიც Github და Automattic არიან და რომლებიც უმთავრესად, დისტანციური თანამშრომლობის მოდელით მუშაობენ, თავიანთი იდეებისა და შესაძლებლობების გამოყენებით, სხვა კომპანიების დახმარება შეუძლიათ პრობლემებთან გამკლავებაში. ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე სტარტაპს, როგორებიც Braive და Moment Pebble არიან, თავიანთი მცდელობების გააქტიურება შეუძლიათ იზოლაციის პრობლემების გადასაჭრელად. ხოლო, ბიზნეს ქსელების აპლიკაციას, როგორიცაა Ripple, დისტანციური თანამშრომლების დახმარება შეუძლია მენტორობისა და განვითარების პრობლემების მოგვარებაში.

სამყარო კორონავირუსის შემდეგ

Covid-19 საშინელი შოკია მსოფლიო ეკონომიკისთვის, ისევე, როგორც იმ ათასობით ადამიანისა და ოჯახისთვის, რომლებსაც ის შეეხოთ. კომპანიებისათვის უახლოეს მომავალში უნდა გახდეს პრიორიტეტული მათი თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომწოდებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. Covid-19-მა ერთხელ და სამუდამოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალა კონკურენციის გზა კომპანიებს შორის შემდეგ ათწლეულში. კომპანიები, რომლებიც ამ ფუნდამენტური ცვლილებებით ისარგებლებენ, წარმატებას მიაღწევენ, ხოლო ვინც ვერ შეძლებს, არსებობას შეწყვეტს.

ჰამზა მუდასირი

Visiting Fellow in Strategy at University of Cambridge and the co-founder of Platypodes.io.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი