Sponsored Content

Isari Ventures საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა Isari Ventures- მა დააფუძნა 5 მილიონი აშშ დოლარის სარისკო კაპიტალის ფონდი რეგიონალური და გლობალური პოტენციალის მქონე ქართულ სტარტაპებში ინვესტირების გასახორციელებლად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი. ღონისძიებას ტექნოპარკმა უმასპინძლა. გლობალურად აქტიურ საინვესტიციო საქმიანობასთან ერთად, ქვეყანაში ფუნქციონირების ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული პროექტები მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს: "შატო მუხრანი", "ქართული ღვინოები და ალკოჰოლიანი სასმელი", "ფრიქსი" (Frixx), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტები და სხვა.

"დღეს ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა ვუზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures-ი ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ" - განაცხადა Isari Ventures - ის დირექტორმა და საბჭოს წევრმა ჟან-ფრედერიკ პოლსენმა.

ყველა ინვესტიცია შეესაბამება Isari Ventures- ის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებას, რომელთაც აქვთ პოტენციალი რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისი ინდუსტრიული სექტორების ეფექტურობა გლობალური ან რეგიონალური მასშტაბით. ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ "pre-product market fit" ეტაპზე.

Isari Ventures- მა რამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია PHUBBER- მოდასთან დაკავშირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის მდგრადობაზე ორიენტირებული ფლატფორმა, OMOFOX - ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL - ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის.