Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა მისი შენახვა -20°C ტემპერატურაზეც შესაძლებელია

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რამდენიმე დღე გავიდა Pfizer-ის მიერ Covid-19-ის ვაქცინის ეფექტიანობის გახმაურებიდან და უკვე გაუმჯობესებული ვაქცინა გვაქვს. მსოფლიო მოიცვა სამედიცინო კომპანია Moderna-ს ვაქცინის სიახლემ, რომელიც 95%-იან ეფექტიანობას განაპირობებს და ამ მაჩვენებლით 5%-ით უმჯობესია ზემოთხსენებულ ვაქცინაზე. აღსანიშნავია, რომ 30 000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მედიკამენტის ტესტირებაში მონაწილეობა. წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ Moderna-ს ვაქცინის შენახვა არც ისე დაბალ ტემპერატურაზეა (-20°C) საჭირო, როგორც ეს Pfizer-ის ვაქცინის (-75°C) შემთხვევაში იყო.

Moderna-ში ააცხადებენ, რომ ეს "დიდი დღეა" და ისინი გეგმავენ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთონ განაცხადი ვაქცინის გამოყენებაზე დასტურის მისაღებად.

მიუხედავად ამ საიმედო ცნობებისა, ეს ჯერ კიდევ ადრეული მონაცემებია და ძირითადი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია ამ ეტაპზე, რაც თანდათან უნდა გაირკვეს.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი პაციენტებში, საჭიროა მოხალისეებზე დაკვირვების გაგრძელება.

Wavy Line
Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები