Sponsored Content

თამბაქოს ზიანის შემცირება - ახალი ზელანდიის გამოცდილება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალ ზელანდიაში მწეველთა რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდე, 8%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის ექსპერტები ამ წარმატების მიზეზად ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის დანერგვას უკავშირებენ.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 2022 წელს (8%) 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით (9.4%) 1.4%-ით შემცირდა. ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლების პარალელურად კი გაიზარდა ელექტრონული სიგარეტების მომხმარებელთა მაჩვენებელი. სტატისტიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ ელ. სიგარეტებს 6.2%-დან 8.3%-მდე გაიზარდა.

ორგანიზაცია Aotearoa Vapers Community Advocacy (AVCA)-ის განცხადებით, კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია მოქმედებს და ის ეფექტურია.

"დღეს, ახალ ზელანდიაში ჩვენ ვხედავთ, რომ მწეველთა რაოდენობა 2010 წლის მაჩვენებლებთან შედარებით განახევრდა. მხოლოდ 2021 წელს, მწეველთა რაოდენობა 56 000 ადამიანით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ რომ კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, შექმნილმა სტრესმა და დაძაბულობამ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მწეველთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია", - აღნიშნავს AVCA-ს ორგანიზაცია განცხადებაში.

მართალია, ახალ ზელანდიაში მწეველთა რაოდენობა იკლებს, თუმცა ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორის შემთხვევაში მწეველთა რაოდენობა კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა კლებას მაინც განიცდის - 2021 წლის 22.3%-თან შედარებით 2022 წელს 19.9%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მაორის ხალხთა შორის ელ. სიგარეტების მოხმარების მაჩვენებელი 17.6%-ს უტოლდება.

მაორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის, Hāpai Te Hauora -ს განცხადებით, უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი იმისათვის, რომ ახალმა ზელანდიამ შეძლოს და 2025 წლისთვის მიაღწიოს საკუთარ მიზანს - მწეველთა რაოდენობის 5%-მდე შემცირებას.

"ახალი ზელანდიის სტატისტიკურ მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაცია შესაძლებლობას გვაძლევს, გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული ზიანის შემცირების სტრატეგია, რომელიც მწეველთა მხრიდან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას ისახავს მიზნად, წარმოადგენს მოწევის შეწყვეტის ეფექტურ საშუალებას", - აღნიშნავს ნენსი ლუკასი, AVCA-ს თანადამფუძნებელი.