თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი "ავერსის კლინიკაში" - Gamma Knife Esprit საქართველოშია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ავერსის კლინიკა" პაციენტებს თავის ტვინის დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობას სთავაზობს უსისხლოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ამ შესაძლებლობას კი უახლესი თაობის დანადგარი - Gamma Knife Esprit იძლევა.
როგორც კლინიკაში Entrepreneur-ს განუმარტეს, მკურნალობის ეს გზა არის თავის ტვინის პათოლოგიების ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო, არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი, რომლის ჩასატარებლადაც ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, ამიერიდან კი "ავერსის კლინიკის" ცენტრალური ფილიალი შესთავაზებთ ანალოგიურ მომსახურებას.
"ავერსის კლინიკის" ცენტრალური ფილიალი უკვე იღებს პაციენტებს რადიოქირურგიული პროცედურების Gamma Knife-ით ჩასატარებლად. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პირველი პაციენტი ცოტა ხნის წინ ეწვია კლინიკას, მას წარმატებით ჩაუტარდა პროცედურა და ის თავს კარგად გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში Gamma Knife-ის სულ 350-ზე მეტი აპარატია ინსტალირებული, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველოა პირველი, სადაც - Gamma Knife Esprit დაინერგა.
უფრო დეტალურად, რას მოიცავს აპარატით მკურნალობა, როგორია პროცედურის მიმდინარეობა და რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით - ამის შესახებ "ავერსის კლინიკის" ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსს ლაშა ბაქრაძეს ვესაუბრეთ:რისი მკურნალობაა შესაძლებელი ამ მეთოდით და ვის შეუძლია ისარგებლოს Gamma Knife-ით?
მედიცინაში Gamma Knife-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იყენებენ და 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა ონკოლოგიური და სისხლძარღვოვანი პაციენტის მკურნალობის გამოცდილებაა დაგროვებული.
Gamma Knife Esprit აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიებისთვის, რომელთა მკურნალობაც ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ, მათ შორის:
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის (აკუსტიკური ნეირომა, მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
- თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
- სამწვერა ნერვის ნევრალგიისთვის;
- ტვინის არტერიოვენური მალფორმაციისთვის;
- კავერნომებისთვის
- ნებისმიერი სიმსივნისთვის, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
- ეპილეფსიის გარკვეული ფორმებისთვის;
- ესენციური ტრემორისთვის.
როგორ მიმდინარეობს უშუალოდ პროცედურა და როგორ ემზადება პაციენტი მისთვის?
Gamma Knife-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რათა ზუსტად განისაზღვროს სამიზნის მდებარეობა.
შემდეგ, პროცედურამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. მასთან მიმართებით სამიზნის მდებარეობა უკვე განსაზღვრულია და იწყება პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტი აპარატზე წევს.
დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს - ეს დამოკიდებულია სამიზნის ზომასა და ფორმაზე.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პაციენტი დასხივებას ვერ გრძნობს, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, აპარატის ხმაურიც არ აწუხებს და ექიმთან საუბარი მიკროფონით შეუძლია.
Gamma Knife-ით მკურნალობა განსაკუთრებულ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.
რა უპირატესობები აქვს ამ პროცედურით მკურნალობას ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით?
მას მრავალი უპირატესობა აქვს მკურნალობის ტრადიციულ, ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით. მაგალითად:
- პროცედურა ერთ სეანსში სრულდება, მხოლოდ ერთდღიანი ვიზიტია საჭირო ამბულატორიაში. პროცედურის მომდევნო დღეს კი პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
- არ საჭიროებს ჭრილობას და შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალასა და თავის კანზე;
- ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი არის მაქსიმალურად შემცირებული;
- წინასწარი მომზადება არ არის საჭირო;
- ზოგადი ანესთეზიის გაკეთებაც არ სჭირდება;
- არ მოითხოვს რეაბილიტაციას;
- უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ნებადართულია 1.5 წლიდან.
რა ხდება პროცედურის შემდეგ?
პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ასევე, აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ, როცა ღია ოპერაციის შემდეგ ეს ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თავის ტვინში მეტასტაზების Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირადღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც.
როგორც აღვნიშნეთ, "ავერსის კლინიკის" ცენტრალური ფილიალი უკვე იღებს პაციენტებს რადიოქირურგიული პროცედურების Gamma Knife-ით ჩასატარებლად. პირველი პაციენტი ცოტა ხნის წინ ეწვია კლინიკას, მას წარმატებით ჩაუტარდა პროცედურა და თავს კარგად გრძნობს.
Gamma Knife-ის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ავერსის კლინიკას" ნომერზე: 032 2500 700
Gamma Knife - ვისაც ყველაზე ძვირფასს - გონებას ანდობ!