Sponsored Content

თიბისი AWS კომუნის შეკრების მასპინძელია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

27 ოქტომბერს, თიბისი, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS კომუნის შეკრებას მასპინძლობს. ღონისძიება, 27 ოქტობერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, კ. მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება. "ამაზონ ვებ სერვისები" ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ყველაზე ცხელი ტექ თემების განხილვა აინტერესებს თიბისის, AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერებთან ერთად.

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ამაზონ ვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელს, ვიქტორ ვედმიჩს, გაიცნოთ AWS კომუნის წარმომადგენლები და გაიზიაროთ გამოცდილება ამაზონ ვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება.

ღონისძება, AWS მომხმრებლების კომუნის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით ტარდება. თიბისისთვის როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

AWS - ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/AWS_Meetup