Sponsored Content

ციფრული ინდუსტრიის აკადემია საერთაშორისო ასპარეზზე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ სამყაროში ყველაზე მოთხოვნად კურსებს, ვორქშოფებსა და მასტერკლასებს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ ბაზარზე დაახლოებით 4 წლის წინ გამოჩნდა საგანმანათლებლო სტარტაპი - ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ სამყაროში ყველაზე მოთხოვნად კურსებს, ვორქშოფებსა და მასტერკლასებს.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია დღეს ქართული ბაზრის ყველაზე დიდ წილს იკავებს და უკვე ათეულობით ათასი სტუდენტი ჰყავს გადამზადებული, თუმცა აკადემიის დამფუძნებლების, ვალერი ზირაქაშვილის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და წინ დიდი გეგმებია.

რა არის ციფრული ინდუსტრიის აკადემია და რა განაპირობებს მის წარმატებას?

აკადემია არის ე.წ Skill-set აქსელერაციაზე კონცენტრირებული პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ეხმარება უმოკლეს დროში ციფრული და ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლაში.

ჩვენს წარმატებასაც სწორედ ეს განაპირობებს - ზუსტად ვიცით რა, როდის და რატომ უნდა ვასწავლოთ. ჩვენი გუნდის ღრმა ინდუსტრიული ცოდნა, გამოცდილება და ბაზრის ჰოლისტიკური ხედვა, გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ და შევიმუშაოთ ისეთი კურსები, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ინდუსტრიას სჭირდება.

რით გამოირჩევა ციფრული ინდუსტრიის აკადემია სხვა აკადემიებისგან?

ერთი შეხედვით შეიძლება სხვა აკადემიებს, უნივერსიტეტებსა და სკოლებს მიგვამსგავსოთ, თუმცა ჩვენი მიდგომა და ორგანიზაციული მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან, შეიძლება ითქვას ყველაფრითაც.

ჩვენი მიდგომა არის ვორქშოფებსა და Community სწავლების მოდელზე დაფუძნებული. გვაქვს მუდმივად ადაპტირებადი სწავლების მეთოდოლოგია,

რასაც სხვა მასშტაბურ ვენდორებთან თითქმის ვერ შეხვდებით.

თქვენს გუნდს ტექნოლოგიური ბექგრაუნდი აქვს, რა გახდა განათლების მიმართულებით ყურადღების გამახვილების ინსპირაცია?

დავიწყებ სულ თავიდან, აკადემიის შექმნის იდეა დაახლოებით 4 წლის წინ გაჩნდა, მაშინ ჩვენი გუნდი კომპანია Noxtton-ში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე მუშაობდა. არაერთხელ დაგვჭირდა გუნდის სწრაფად სკალირება და ადამიანური რესურსების მოძიება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს ბაზარზე ვერ მოვახერხეთ და იძულებულები გავხდით სხვა ქვეყნებზე გავსულიყავით.

ზუსტად ამ დროს, დაგვებადა იდეა გაგვეკეთებინა ე.წ Inhouse კურსები, სადაც მაღალი ინტენსივობის ვორქშოფებს ჩავატარებდით, წარმატებულ სტუდენტებს კი შევთავაზებდით ჩვენთან დასაქმებას. ჩვენი პირველი მენტორებიც კი ჩვენივე თანამშრომლები და ექსპერტები იყვნენ.

ეს მიდგომა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ გადავწყვიტეთ დამოუკიდებელი პლატფორმა ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროსთან დაკავშირებულ კურსებს ჩაატარებდა.

რა შეიცვალა წელს ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის?

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გავიზარდეთ, ძალიან გავიზარდეთ. დღეს უკვე ჩვენი კურსდამთავრებულების რაოდენობა ათობით ათასს აღემატება. გვყავს დიდი გუნდი და ძალიან საინტერესო მენტორები, რომლებიც ცდილობენ სწავლების პროცესი უნიკალური და შედეგზე ორიენტირებული გახადონ.

აღსანიშნავია, რომ ვნერგავთ EduTech პლატფორმას და სწავლებისთვის სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოს. ამავდროულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი კურსები უკვე სხვადასხვა ქვეყანაში იყოს ხელმისაწვდომი.

მოკლედ, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ აღვნიშნავ, რომ არ შეცვლილა ჩვენი ღირებულებები, გუნდი და მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. დღესაც იგივე მიზნები გვამოძრავებს, რაც თავდაპირველად გვქონდა.

ის, რომ უნდა ჩაგვეტარებინა ისეთი ვორქშოფები, რომლის კურსდამთავრებულები ჩვენს გუნდში ღირსეულ ადგილს დაიკავებდნენ - ნამდვილად არ შეცვლილა. თუმცა, დღეს ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს არა მხოლოდ Noxtton-ი, არამედ 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაცია ელოდება.

რა გეგმები აქვს ციფრული ინდუსტრიის აკადემიას საერთაშორისო ბაზარზე?

დიდი ხანია ვგეგმავთ საერთაშორისო მასშტაბზე გასვლას, მაგრამ მსოფლიოში არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ ცოტა შეგვიფერხა ეს პროცესი. მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი სასწავლო და საოპერაციო მოდელის სხვადასხვა ქვეყანაში დანერგვაზე.

აღვნიშნავ, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე ჩამოვაყალიბეთ ადგილობრივი გუნდი, შევქმენით ვორქშოფების სტრუქტურა და უახლოეს დღეებში დავიწყებთ კურსებს.

იმედი გვაქვს, ძალიან მალე დიდი ბრიტანეთის გარდა, აკადემიას სხვა ქვეყნებშიც ექნება კურსების ფიზიკურად ჩატარებისა და საერთაშორისო ქომუნითის შექმნის შესაძლებლობა.