My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

Entrepreneur.com-ის ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მომსახურების პირობები

გამოქვეყნდა: 9 მაისი, 2017 წ.

სარჩევი

  1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Entrepreneur.com-ზე
  2. სერვისის შინაარსი
  3. წევრობა და რეგისტრაცია
  4. საინფორმაციო კონტენტის სხვა პროვაიდერები: გარეშე ბლოგერები, კონტენტის სხვა პროვაიდერები
  5. მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი; კომენტარები
  6. გამოქვეყნების წესები
  7. სერვისის უსაფრთხოების წესები
  8. კომუნიკაცია მესამე მხარეებთან სერვისის საშუალებით
  9. ამ სერვისზე ხელმისაწვდომი კომპიუტერული პროგრამა
  10. ფასიანი სერვისები
  11. საერთაშორისო მომხმარებლები
  12. ელფოსტის მისამართი
  13. ცვლილება
  14. შეტყობინება ფილტრაციის კომპიუტერული პროგრამის შესახებ
  15. გარანტიების უარყოფა
  16. EMI-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა; ზარალის ანაზღაურება
  17. მთლიანი ხელშეკრულება
  18. ზოგადი
  19. სერვისის საკონტაქტო პირი

1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Entrepreneur.com-ზე

1.1 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Entrepreneur Media, Inc.-ის (“EMI,” “ჩვენ”, ან “ჩვენი”) ვებსაიტებზე, ონლაინ სერვისებსა მობილური აპლიკაციის სერვისებზე. მომსახურების ეს პირობები ("მომსახურების პირობები") წარმოადგენს სავალდებულო შეთანხმებას EMI-სა და თქვენს შორის და იგი განმარტავს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც უნდა იქნეს დაცული ჩვენი ონლაინ და/ან მობილური სერვისების გამოყენებისა და/ან წვდომის დროს Entrepreneur.com-თან დაკავშირებით ("ვებსაიტი", მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქვესაიტთან, სერვისთან, ან ფუნქციასთნ ერთად და მასთან ასოცირებულ მთელ კონტენტთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად), აგრეთვე EMI-ისთან დაკავშირებული მობილური მოწყობილობების აპლიკაციისა ("აპი") და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა კონტენტის, კომპიუტერული პროგრამების, აპლიკაციების, ვიჯეტების, მასალების და/ან სერვისების ("სერვისი", ვებსაიტთან და აპთან ერთად) წვდომისა და გამოყენების დროს. სერვისის პიროებების მიხედვით "თქვენ" და "თქვენი" გულისხმობს ამ სერვისის მომმარებელს, ანუ თქვენ.

თუ თქვენ იყენებთ სერვისს კომპანიის, ორგანიზაციის ან სხვა სუბიექტის სახელით, მაშინ (ა) "თქვენ" მოიცავს სუბიექტს თქვენთან ერთად, (ბ) თქვენ წარმოადგენთ და ადასტურებთ რომ ხართ სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ დაუქვემდებაროს სუბიექტი ამ ამ სერვისის პირობებს, და თქვენ ეთანხმებით ამ სერვისის პირობებს სუბიექტის სახელით, და (გ) თქვენი სუბიექტი იურიდიულად და ფინანსურად პასუხისმგებელია თქვენ მიერ სერვისის გამოყენებაზე, აგრეთვე თქვენი ანგარიშის გამოყენებაზე სხვების მიერ, რომლებიც აფილირებული არიან თქვენს სუბიექტთან, მათ შორის, თანამშრომლები, აგენტები ან კონტრაქტორები.

EMI მოწოდებულია, რომ უზრუნველყოს სერვისის მომხმარებლები სრულად ინტერაქტიული და პოზიტიური გამოცდილებით, და ამავე დროს, ჩვენი უფლებებისა და ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცით. ჩვენ შევადგინეთ სერვისის ეს პირობები, რომ ვარეგულიროთ თქვენ მიერ სერვისის გამოყენება, და ჩვენ, ჩვენს აფილირებულ კომპანიეთან, პარტნიორებთან და რეკლამის მომწოდებლებთან ერთად, უზრუნველვყოფთ თქვენთვის კონტენტსა და სერვისებს შემდეგი პირობებით. ჩვენი სერვისის წვდომით და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვვენ წაიკითხეთ, გაიაზრეთ და თანახმა ხართ, რომ დაექვემდებაროთ სერვისის ამ პირობებს, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა სერვისის რეგისტრირებული მომხმარებელი ან კლიენტი. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ სერვისის პირობები. თქვენ მიერ სერვისის გამოყენება ექვემდებარება EMI-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც შეტანილია ამ დოკუმენტში ამ მითითებით. თუ არ ეთანხმებით სერვისის რომელიმე პირობას, ნუ გამოიყენებთ და ნუ განახორციელებთ წვდომას (ან ნუ გააგრძელებთ წვდომას) სერვისზე.

2. სერვისის კონტენტი

2.1. მთელი ინფორმაცია, კონტენტი და კომპიუტერული უზრუნველყოფა, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც გადაიცემა ან გამოიყენება სერვისთან კავშირში, მათ შორის, მაგალითად, რეკლამები, დირექტორიები, სახელმძღვანელო ინსტრუქციები, სტატიები, მოსაზრებები, განხილვები, ტექსტები, ფოტოსურათები, გამოსახულებები, ილუსტრაციები, აუდიო კლიპები, ვიდეო, html, წყაროსა და ობიექტის კოდები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემები და ყველა სხვა მასალა, რომელიც დაკავშირებულია ამ ვებსაიტთან ან აპლიკაციასთან, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზემოხსენებული მასალების შერჩევა და განლაგება და ამ ვებსაიტის და აპლიკაციის (კრებითად, "კონტენტი") გაფორმების სტილი, დაცულია შესაბამისი საავტორო უფლებითა და საკუთრების სხვა უფლებებით (მათ შორის, ინტელექტულური საკუთრების უფლებით, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, ამით) და წარმოადგენს EMI-ისა და მასთან აფილირებული კომპანიების, ლიცენზიის გამცემი ორგანიზაციებისა და მომწოდებლების ინტელექტუალურ საკუთრებას. EMI აქტიურად იცავს თავის უფლებებს კონტენტთან დაკავშირებით, კანონის სრული უფლებით.

2.2. კონტენტი მოიცავს ლოგოტიპებს, სავაჭრო ნიშნებსა და სერვისის ნიშნებს (კრებითად, "ნიშნები"), რომლებსაც ფლობს EMI , აგრეთვე ნიშნებს, რომლებსაც ფლობენ ინფორმაციის სხვა პროვაიდერები და მესამე მხარეები. მაგალითად, “Entrepreneur” წარმოადგენს EMI-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს. დაუშვებელია ამ ნიშნების გამოყენება რაიმე სახით, EMI- ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

2.3. სერვისის ამ პირობებზე თქვენი თანხმობისა და მისი მოთხოვნების განუხრელი შესრულების პირობებში, EMI ამ დოკუმენტით განიჭებთ სერვისის წვდომისა და მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით გამოყენების პერსონალურ, არაექსკლუზიურ ლიცენზიას, რომელიც არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას ან მიწერას. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ან დაბეჭდოთ კონტენტის ნებისმიერი ნაწილის ერთი ასლი თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის, იმ პირობით, რომ არ უნდა წაშალოთ არცერთი სავაჭრო ნიშანი, საავტორო უფლება თუ სხვა აღნიშვნა, რომელსაც მოიცავს ეს კონტენტი.

თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ გამოიყენოთ სერვისი რაიმე სხვა მიზნით, მათ შორის, ისეთი ფორმით, რომელიც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან ნებისმიერ სხვა ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ამ სერვისს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ეს მკაფიოდ არის ნებადართული EMI-ის მიერ. მაგალითად, თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ ხელახლა გამოაქვეყნოთ კონტენტი ინტერნეტის, ინტრანეტისა თუ ექსტრანეტის საიტზე, ან შეიტანოთ კონტენტი რომელიმე მონაცემთა ბაზაში, კომპილაციასა თუ არქივში, მოახდინოთ კონტენტის კეშირება თუ შეინახოთ ელექტრონული ფორმით თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე, თუ ეს მკაფიოდ ნებადართული არ არის EMI-ის მიერ. თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ გაავრცელოთ კონტენტის რაიმე ნაწილი სხვებზე, გადახდისა თუ სხვა მიზნებით, და უფლება არ გაქვთ, რომ შეცვალოთ, დააკოპიროთ, ჩასვათ ჩარჩოში, გაამრავლოთ, გაყიდოთ, გამოაქვეყნოთ, გადასცეთ, აჩვენოთ მონიტორზე, ან სხვა ფორმით გამოიყენოთ კონტენტის რაიმე ნაწილი, EMI-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2.4. შემდეგი წესები და პირობები გეხებათ თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ აპს Apple App Store-დან. იმდენად, რამდენადაც სერვისის პირობების სხვა წესები და პირობები ნაკლებად შემზღუდველია, ან წინააღმდეგობრივი, ვიდრე ამ პარაგრაფის წესები და პირობები, იმდენად უფრო შემზღუდველი და წინააღმდეგობრივი წესები და პირობები გამოიყენება ამ პარაგრაფში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ Apple App Store-ის აპთან მიმართებით. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ სერვისის ეს პირობები მოქმედბს მხოლოდ თქვენსა და EMI-ის შორის და არ ეხება Apple-ს და რომ Apple არ არის პასუხისმგებელი აპზე ან მის შინაარსზე. თქვენ მიერ აპის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს App Store-ის გამოყენების პირობებს. თქვენ აცნობიერებთ, რომ Apple-ს არა აქვს არანაირი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურებისა და დახმარების სერვისები აპთან დაკავშირებით. იმ შემთახვევაში თუ აპი ვერ შეასრულებს შესაბამის საგარანტიო მოთხოვნებს, თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ Apple-ს და Apple აგინაზღურებთ აპის შესყიდვის ღირებულებას, თუ არსებობს ასეთი; სათანდაო კანონით მინიჭებული უფლების მაქსიმალური გამოყენებით, Apple,-ს არ ექნება არანაირი სხვა საგარანტიო ვალდებულება აპთან დაკავშირებით, და ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, დანაკარგი, პასუხისმგებლობა, ზიანი, ხარჯები თუ დანახარჯები, რომლებიც მიეწერება რაიმე საგარანტიო მოთხოვნების შეუსრულებლებას, დარეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ სერვისის ამ პირობებით. თქვენ და EMI აცნობიერებთ, რომ Apple არ არის პასუხისმგებელი თქვენი ან რომელიმე მესამე მხარის იმ მოთხოვნების გადაწყვეტაზე, რომლებიც დაკავშირებულია აპთან ან თქვენ მიერ აპის ფლობასთან და/ან გამოყენებასთან, მათ შორის, და არა მხოლოდ: (i) პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები; (ii) ნებისმიერი პრეტენზია, რომ აპი ვერ ასრულებს წაყენებულ რაიმე იურიდიულ და რეგულატორულ მოთხოვნას; და (iii) პრეტენზიები, რომლებიც გამომდინარეობს მომხმარებლის დაცვის ან სხვა მსგავსი კანონმდებლობიდან. თქვენ და EMI აღიარებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მესამე მხარე განაცხადებს, რომ აპი ან თქვენ მიერ აპის ფლობა და გამოყენება არღვევს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, EMI და არა Apple იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი ინტელექტულური საკუთრების ნებისმიერი ასეთი დარღვევის გამოძიებაზე, დაცვაზე, მოგვარებაზე და შეწყვეტაზე, იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს სერვისის პირობები. თქვენ უნდა შეასრულოთ შესაბამის მესამე მხარესთან შეთანხმების პირობები, როდესაც იყენებთ აპს. თქვენ და EMI აღიარებთ, და ეთანხმებით, რომ Apple და Apple-ის ფილიალები არიან ამ წესების და პირობების მესამე მხარე ბენეფიციარები, რამდენადაც ისინი კავშირში არიან თქვენი აპის ლიცენზიასთან, და რომ როდესაც თქვენ მიიღებთ სერვისის პირობებს, Apple-ს უფლება ექნება (და მიჩნეული იქნება, რომ მიღებული აქვს უფლება), რომ განახორციელოს სერვისის ეს პირობები თქვენს წინააღმდეგ, როგორც ამ დოკუმენტის მესამე მხარე ბენეფიციარმა.

თუ თქვენ იძენთ აპს Amazon Digital Services Inc.-ისგან, ან მისი რომელიმე ფილიალისგან (“Amazon”), Amazon Appstore-ის ან მისი უფლება მემკვიდრ(ეებ)ის მეშვეობით, მაშინ ნებისმიერი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში Amazon Appstore-ის გამოყენების პირობებს, თუ სხვა მსგავს პირობებსა (რომლებსაც Amazon განსაზღვრავს, როგორც მომხმარებლის ლიცენზიის ძირითად პირობებს Amazon Appstore-თვის (“Amazon Appstore-ს მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები”)) და მომსახურების ამ პირობების სხვა წესებსა და პირობებს შორის ნებისმიერ აპთან დაკავშირებით, რომელსც იძენთ Amazon Appstore-დან, გამოყენებული იქნება Amazon Appstore-ის მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები. EMI და თქვენ ამ დოკუმენტით აღიარებთ, რომ EMI არის აპის ლიცენზიის გამცემი და Amazon არ წარმოადგენს მხარეს მომსახურების ამ პირობებთან დაკავშირებით. EMI და თქვენ ამ დოკუმენტის მიხედვით აღიარებთ, რომ Amazon-ს არა აქვს არავითარი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება, EMI-ის ან თქვენ მიერ (ან ნებისმიერი სხვა მომხმარებლის მიერ) საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, მომსახურების ამ პირობებისა და Amazon Appstore-ის უშუალო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

თუ იძენთ აპს Google, Inc.-ისგან ან მისი რომელიმე აფილირებული კომპანიისგან (“Google”) Google Play-ის ან მისი უფლებამემკვიდრ(ეებ)ის საშუალებით, მაშინ ნებისმიერი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, Google-ის მომსახურების პირობებისა და Google Play- ის ბიზნესისა და პროგრამების პრინციპებსა და წესებს, ან სხვა მსგავს პირობებსა (რომლებსაც Google განსაზღვრავს, როგორც მომხმარებლის ლიცენზიის ძირითად პირობებს Google Play- ისთვის (ყველა ერთად მოხსენიებული, როგორც Google Play-ის პირობები)) და მომსახურების ამ პირობების სხვა წესებსა და პირობებს შორის ნებისმიერ აპთან დაკავშირებით, რომელსაც იძენთ Google Play-დან, გამოყენებული იქნება Google Play-ის პირობები. EMI და თქვენ ამ დოკუმენტის მიხედვით აღიარებთ, რომ Amazon-ს არა აქვს არავითარი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება, EMI-ის ან თქვენ მიერ (ან ნებისმიერი სხვა მომხმარებლის მიერ) საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სერვისის ამ პირობებისა და Amazon Appstore-ის უშუალო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

2.5. მოთხოვნები კონტენტის რაიმე მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც დაშვებულია მომსახურების ამ პირობებით, უნდა გაეგზავნოს ჩვენს ლიცენზირებისა და განმეორებითი გამოცემების პროვაიდერს, რომლის მისამართია: www.entrepreneurreprints.com

2.6. კონტენტის თავისუფალი წვდომა, რომელიც თქვენ გაქვთ სერვისზე, შესაძლებელია იმ ფასიანი რეკლამების წყალობით, რომლებიც განთავსებულია სერვისზე. ამ რეკლამების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ კონტენტის უფასოდ მოწოდებას თქვენთვის. ამ კონტენტის უფასო წვდომის სანაცვლოდ, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ მისცემთ უფლებას არცერთ მესამე მხარეს, რომ წაშალოს, შეაფერხოს, შეცვალოს ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი სერვისზე რეკლამების მიწოდებას ან ჩვენებას.

2.7. თქვენ თანახმა ხართ, რომ სერვისს გამოიყენებთ მხოლოდ კანონიერი მიზნებით და არ გამოიყენებთ სერვისს რაიმე უკანონო მასალის გაგზავნისთვის ან შენახვისთვის, ან თაღლითური მიზნებისთვის, ან უკანონო, შეურაცხმყოფელი, უხამსი ან მიუღებელი ქცევისთვის. თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ ჩარჩოში ჩასვათ ან გამოიყენოთ ჩარჩოში ჩასმის ტექნიკა, რომელიც მოიცავს სერვისის რომელიმე ნაწილის სავაჭრო ნიშანს, ლოგოს, საავტორო უფლებით დაცულ მასალას ან დაპატენტებულ სხვა ინფორმაციას (მათ შორის, გამოსახულებებს, ტექსტს, გვერდის დიზაინს ან ფორმას), ჩვენი მკაფიო წერილობითი თანხმობის გარეშე. თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ რაიმე გზით გადააკეთოთ ან შეცვალოთ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, გამოიყენოთ რაიმე კომპიუტერული პროგრამა რეკლამის ჩვენების შესაცვლელად სერვისის გვერდებზე. გარდა ამისა, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ მოახდინოთ სერვისის საშუალებით ხელმისაწვდომი კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პროდუქტების და პროცესების დეკომპილაცია, ტექნოლოგიის გახსნა, დემონტაჟი, არ ჩაამატოთ რაიმე კოდი ან პროდუქტი, ან არ განახორციელოთ სერვისის კონტენტის მანიპულირება რაიმე გზით, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე, და არ განახორციელოთ მონაცემთა ამოღება, არ გამოიყენოთ რობოტები, პროგრამა- იმიტატორები, "ტროას ცხენ", ან მონამცემთა შეგროვებისა და ექსტრაქციის მეთოდი, თქვენ მიერ სერვისის გამოყენების დროს, ან რაიმე სხვაგვარი ზიანი მიაყენოთ სერვისს.

2.8. ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების დაცვის კანონის უსაფრთხო ნავთსაყუდელის პოლიტიკა. EMI პატივისცემით ეკიდება სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი კოპირებულ იქნა რაიმე გზით, რაც წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევას, ან თუ თქვენთვის ცნობილია, რომ სერვისზე განთავსებულ იქნა საავტორო უფლების დამრღვევი რაიმე მასალა რომელიმე მესამე მხარის მიერ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საავტორო უფლებებისთვის დანიშნულ ჩვენს აგენტს, წერილობით, ელფოსტით ryoung@entrepreneur.com, ან ფოსტით შემდეგ მისამართზე: Entrepreneur Media, Inc., Attn: Ronald L. Young,18061 Fitch Avenue, Irvine, CA 92614 USA, და მიაწოდოთ საავტორო უფლებებისთვის დანიშნულ აგენტს შემდეგი ინფორმაცია, იმ ფორმის შესაბამისად, რომელსაც მოითხოვს ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების დაცვის კანონის ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლების დარღვევის პასუხისმგებლობის აქტი, 17 U.S.C. მუხლი 512(c)(3):

  1. იმ პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს ექსკლუზიური უფლების მქონე იმ პირის სახელით, რომლის უფლების დარღვევაც ხდება;
  2. საავტორო უფლებით დაცული იმ ნამუშევრის იდენტიფიკაცია, რომლის საავტორო უფლების დარღვევაც ხდება.
  3. იმ მასალის იდენტიფიკაცია, რომლის მიმართაც ხდება პრეტენზიის წაყენება, რომ არის საავტორო უფლების დამრღვევი, ან არის საავტორო უფლების დამრღვევი მოქმედების სუბიექტი და რომელიც უნდა წაიშალოს ან რომელზე წვდომაც უნდა გაუქმდეს, აგრეთვე ამ მასალის მისაგნებად საჭირო აუცილებელი ინფორმაცია გონივრულ ფარგლებში;
  4. საკმარისი ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ დავუკავშირდეთ მომჩივან მხარეს, კერძოდ, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი;
  5. განცხადება, რომ მომჩივანი მხარე ღრმად დარწმუნებულია, რომ მასალის გამოყენება იმ გზით, როგორც ეს აღწერილია საჩივარში, არ არის ნებადართული საავტორო უფლების მფლობელის, მისი აგენტის ან კანონის მიერ; და
  6. განცხადება, რომ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არის სწორი, და რომ გათვალისწინებულია ყალბი ცნობების წარდგენის პასუხისმგებლობა, რომ მომჩივან მხარეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს იმ ექსკლუზიური უფლების მქონე მესაკუთრის სახელით, რომლის უფლბებიც ირღვევა ინფორმაციის მიხედვით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დანართები არ მიიღება მოცემულ ელფოსტის მისამართზე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ნებისმიერი შეტყობინება დარღვევის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება ელექტრონულად, დანართთან ერთად, არ მიიღება და არ განიხილება. EMI შეაჩერებს ნებისმიერი ისეთი მომხმარებლის ანგარიშს, რომელსაც დაუმტკიცდება, რომ ის არის საავტორო უფლების განმეორებით დამრღვევი.

3. წევრობა და რეგისტრაცია

3.1. სერვისის გარკვეული ზონები შეიძლება მოითხოვდეს რეგისტრაციას, ან შეიძლება მოითხოვოს ინფორმაცის მიწოდება იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ ფუნქციებში ან გქონდეთ წვდომა გარკვეულ კონტენტზე. გადაწყვეტილება ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევითია, თუმცა, თუ აირჩევთ, რომ არ უზრუნველყოთ ასეთი ინფორმაცია, შეიძლება თქვენ ვერ შეძლოთ წვდომა გარკვეულ კონტენტზე ან ფუნქციებზე, ან ვერ მიიღოთ მონაწილეობა სერვისის გარკვეულ ზონებში. როდესაც გაივლით რეგისტრაციას და ხდებით სერვისის წევრი, ან აწვდით ინფორმაციას სერვისს რაიმე სხვა გზით, თქვენ თანახმა ხართ, რომ მიაწოდოთ მხოლოდ ზუსტი, განახლებული და სრული ინფორმაცია რეგისტრაციის ყველა გვერდზე. თქვენი ოფიციალური სახელისა და გვარის გარდა, სხვა სახელის გამოყენება აკრძალულია. თქვენ თანახმა ხართ, რომ EMI-იმ, თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია სერვისზე.

3.2. თუ გახდებით სერვისის წევრი, თქვენ თანახმა ხართ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშის ან პაროლის გამოყენებით და თანახმა ხართ, რომ არ გაყიდით, გადასცემთ ან მიაწერთ სხვას თქვენს წევრობას ან წევრობიდან გამომდინარე უფლებებს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პაროლის კონფიდენციალურობის დაცვასა და თქვენს კომპიუტერზე წვდომის შეზღუდვაზე, ისე რომ სხვებმა ვერ შეძლონ სერვისზე წვდომა თქვენი სახელისა და გვარის სრული ან ნაწილობრივი გამოყენებით. EMI უფლებას იტოვებს, რომ შეწყვიტოს წევრობა და უარი უთხრას სერვისის წვდომაზე ნებიმსმიერ პირს, ვინც არღვევს ამ წესებსა და პირობებს.

4. საინფორმაციო კონტენტის სხვა პროვაიდერები: გარეშე ბლოგერები, კონტენტის სხვა პროვაიდერები

4.1. სერვისი მოიცავს იმ კონტენტის გავრცელებას, რომელიც მოწოდებულია კონტენტის სხვა პროვაიდერებისგან, როგორებიცაა არა-პერსონალის წევრი გარეშე ბლოგერები, კომენტარების ავტორები, აგრეთვე სხვა პროვაიდერების კუთვნილი ისეთი კონტენტის გავრცელებას, რომელიც გამოქვეყნებულია სერვისზე მათი ნებართვით.

სერვისი პასუხს არ აგებს იმ განცხადებებსა და მოსაზრებებზე, რომლებიც გამოთქმულია კონტენტის ამ პროვაიდერთა მიერ. პასუხისმგებლობა ასეთი კონტენტის სისწორესა და სისრულეზე ეკისრებათ მხოლოდ და მხოლოდ ამ კონტენტის პროვაიდერებს და არ არის გარანტირებული EMI-ის მიერ. 47 U.S.C.§ 230-ის შესაბამისად EMI არ არის ასეთი ინფორმაციის გამომცემელი და ამიტომ პასუხს არ აგებს ასეთი კონტენტის დაგვიანებაზე, უზუსტობებზე, შეცდომებსა თუ სისრულეზე. ასეთი პროვაიდერების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, სერვისი ვერ განახორციელებს და არ განახორციელებს სერვისზე გამოქვეყნებული მთელი ინფორმაციის მონიტორინგს და არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონიტორინგი გაუწიოს სერვისს მიუღებელი თუ არასწორი კონტენტის გამოსავლენად. არც EMI და არც მისი აფილირებული ორგანიზაციები და თანამშრომლები არ იქნებიან პასუხისმგებელი მომხმარებლის თუ სხვა ვინმეს წინაშე, დისკრედიტაციაზე, პასკვილზე, ცილისწამებაზე, კონფიდენციალურობისა და საჯაროობის უფლებების დარღვევასა თუ ხელყოფაზე, უხამსობაზე, პორნოგრაფიაზე, თაღლითობასა თუ ფაქტების დამახინჯებაზე, რომელიც გამომდინარეობს ასეთი კონტენტიდან. ზემოხსენებულის მიუხედავად, EMI უფლებას იტოვებს, რომ წაშალოს საინფორმაციო კონტენტის სხვა პროვაიდერების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ნებისმიერ დროს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე.

5. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი; კომენტარები

5.1. სერვისის ინტერაქტიული ზონები უზრუნველყოფილია იმ მიზნით, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ საინტერესო და სტიმულის მიმცემი ფორუმი, სადაც შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი და გააზიარონ თავიანთი იდეები თუ ინფორმაცია. თქვენი უსაფრთხოების დასაცავად, გთხოვთ, კარგად გაიაზროთ ყველაფერი, როდესაც წარადგენთ ინფორმაციას სერვისზე. ჩვენ განსაკუთრებით ვეწინააღმდეგებით სერვისის საჯარო ზონებში პირადი ტელეფონის ნომრებისა და მისამართების თუ სხვა ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენი იდენტიფიკაციისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. სერვისი უფლებას იტოვებს, რომ წაშალოს, გადაადგილოს ან გაარედაქტიროს წარდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი მიზნით საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე, მაგრამ არა აქვს ვალდებულება, რომ გადასინჯოს და წაშალოს რომელიმე ასეთი კონტენტი.

5.2. სერვისზე მასალის განთავსებით, კონტენტის მიწოდებითა თუ მასთან კომუნიკაციით, მათ შორის, მაგალითად, EMI-ის სიახლეზე კომენტარის გამოქვეყნებით, თქვენ წარმოადგენთ და იძლევით გარანტიას, რომ ფლობთ ან სხვაგვარად აკონტროლებთ ყველა უფლებას იმ კონტენტზე, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ, რომ კონტენტი სწორია, რომ ის არ არღვევს მომსახურების ამ პირობებს და რომ ის არ მიაყენებს ზიანს ადამიანსა თუ სუბიექტს. თქვენ ამ დოკუმენტით ანიჭებთ EMI-ს, მის აფილირებულ და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს, მათ შორის სერვისს, სალიცენზიო გადასახადისგან თავისუფალ, ქველიცენზირებად (მათ შორის, სხვა მომხმარებლებზე), უვადო, შეუქცევად, არაექსკლუზიურ უფლებასა და ლიცენზიას, რომ გამოიყენონ, დააკოპირონ, შეცვალონ, აჩვენონ, დააარქივონ, გაავრცელონ და შექმნან დერივაციული ნამუშევრები ყველა იმ ინფორმაციიდან, რომელსაც უზრუნველყოფთ თქვენ სერვისის ნებისმიერ საჯარო ზონაში, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს რაიმე სახის მედია, კომპიუტერული პროგრამა თუ ტექნოლოგია, რომელიც არსებობს ამჟამად ან უნდა დამუშავდეს მომავალში. წინა წინადადების ზოგადი ხასიათის შეზღუდვის გარეშე, თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ EMI-ს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიტანოს ძიებად ფორმატში, რის შედეგადაც ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ვებსაიტისა და აპის მომხმარებლებისთვის. თქვენ აგრეთვე უფლებას ანიჭებთ EMI-სა და მის აფილირებულ და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს, რომ გამოიყენონ თქვენი გვარი და სახელი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ სახელისა და გვარის გამოყენებასთან დაკავშირებით, და ასეთი მასალის რეპროდუქციასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით, და აგრეთვე უფლებას ანიჭებთ EMI-ს, რომ გამოიყენოს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია, იდეები, კონცეფციები, ცოდნა და ტექნიკური მეთოდები, რომლებსაც მოიცავს თქვენ მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი კომუნიკაცია, ნებისმიერი მიზნით, მათ შორის და არა მხოლოდ, პროდუქტების დამუშავებისთვის, წარმოებისა და მარკეტინგისთვის. ამ პარაგრაფში აღნიშნული ყველა უფლების თქვენთვის მინიჭება ხდება ყოველგვარი დამატებითი კომპენსაციის გადახდის გარეშე.

5.3. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ EMI არ ღებულობს შეუთანხმებელ მასალებსა და იდეებს გამოყენებისთვის ან გამოქვეყნებისთვის. EMI პასუხს არ აგებს ნებისმიერი მედია საშუალებით წარმოდგენილი, მისი რაიმე კონტენტის ან პროგრამის მსგავსებაზე იმ მასალებთან ან იდეებთან, რომლებიც გადმოეცემა EMI-ს.

5.4. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი, რომელიც ატვირთულია სერვისზე, არღვევს თქვენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ან სხვათა უფლებებს, გთხოვთ, მიმართოთ მუხლში 2.8 მოცემულ პირობებს, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა გვაცნობოთ ასეთი კონტენტის შესახებ და როგორ ვპასუხობთ ჩვენ ასეთ შეტყობინებებს.

6. გამოქვეყნების წესები

6.1. სერვისის ინტერაქტიული ზონები განკუთვნილია საჯარო დისკუსიის წახალისებითვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან - მოსაზრებები და შეხედულებები სუბიექტური კატეგორიებია - და ჩვენ მივესალმებით სიტყვის თავისუფლებასა და იდეების მრავალფეროვნებას. მაგრამ სერვისის ამ ზონების გამოყენებით, თქვენ მონაწილე ხართ საზოგადოების, რომელიც განკუთვნილია ყველა ჩვენი მომხმარებლისთვის. ამიტომ, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ წავშალოთ სერვისზე გამოქვეყნებული ნებისმიერი კონტენტი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. გადაწყვეტილებები იმის შესახებ, არღვევს თუ არა კონტენტი EMI-ის წესებს გზავნილის გამოქვეყნების შესახებ, მიიღება EMI-ის მიერ, მისი საკუთარი მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც მივიღებთ შეტყობინებას ასეთი გზავნილის შესახებ. კონტენტის წაშლის ჩვენი უფლების შეზღუდვის გარეშე, ვცადეთ, შეგვექმნა შემდეგი სახელმძღვანელო ინსტრუქციები მათთვის, ვინც აქვეყნებს ინფორმაციას სერვისზე. როდესაც იყენებთ სერვისს, გთხოვთ, ნუ გამოაქვეყნებთ მასალას, რომელიც:

  • შეიცავს ვულგარულ, უხამს, შეურაცხმყოფელ ან სიძულვილის ენას, ეპითეტებს ან ცილისწამებას, უგემოვნო ტექსტს ან ილუსტრაციებს, პირადი, რასობრივი თუ რელიგიური ხასიათის პროვოკაციულ კრიტიკას, ან ფანატიზმის, რასიზმის, დისკრინაციისა და სიძულვილის გამომხატველ გამოთანქვამებს.
  • არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, უპატივცემულო, გამაღიზიანებელი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი, მაცდური, თაღლითური, არასწორი, უსამართლო, შეიცავს დიდი დოზით გაზვიადებას ან უსაფუძვლო პრეტენზიებს, არღვევს რომელიმე მესამე მხარის კონფიდენციალურობის უფლებებს, უმიზეზოდ, საზიანო და შერაცხმყოფელია ნებისმიერი ინდივიდუალური პირისთვის, საზოგაოებისთვის, შეიცავს საფუძვლის მიმცემ განცხადებას, ან განიზრახავს, რომ შეცდომაში შეიყვანოს ან უსამართლო ასახვა ჰპოვოს ნებისმიერ სხვა პირზე, ბიზნესსა თუ სუბიექტზე.
  • არღვევს EMI -ის ან რომელიმე მესამე მხარის რაიმე უფლებას.
  • იწვევს დისკრიმინაციას რასის, რელიგიის, ეროვნული წარმომავლობის, სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ინვალიდობის საფუძველზე, ან თუ მიუთითებს ასეთ საკითხებზე ისეთი ფორმით, რომელიც აკრძალულია კანონით.
  • არღვევს რომელიმე მუნიციპალურ, შტატის თუ ფედერალურ კანონს, რეგულაციას ან დადგენილებას.
  • უსამართლოდ ერევა რომელიმე მესამე მხარის მიერ სერვისით სარგებლობაში და დაკმაყოფილებაში.
  • რეკლამას უწევს, ხელს უწყობს ან გვთავაზობს რაიმე საქონლის თუ სერვისების გაცვლას, გარდა ისეთი ზონებისა, რომელბიც სპეციალურიად არის გამოყოფილი ამ მიზნით.
  • ატვირთავს საავტორო უფლებით დაცულ ან საკუთრებაში არსებულ სხვა რაიმე სახის მასალას, ამ მასალის მფლობელის მკაფიო ნებართვის გარეშე.
  • იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს სხვისი ანგარიში, პაროლი, სერვისი ან სისტემა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ეს დაშვებულია ამ მომსახურების ამ პირობებით.
  • შეიცავს გამოსახულებებს, ფოტოსურათებს, სტატიებს ან სხვა კონტნენტს, რომელიც განაპირობებს, ხელს უწყობს ან ახალისებს უკანონო ქმედებას, ინდივიდუალური პირის ან სუბიექტის უფლებების დარღვევას, რომელიმე ადგილობრივი, შტატის, სახელმწიფო თუ საერთაშორისო კანონის, წესის, დირექტივის ან რეგულაციის დარღვევას, ან აყენებს სხვა პასუხისმგებლობას.
  • ატვირთავს ან გადასცემს ვირუსებს ან სხვა ზიანის მომტან, მავნებელ ან დესტრუქციულ ფაილებს.
  • არღვევს, ხელს უშლის, ან სხვაგავარად აზიანებს სერვისის, ან სხვა ისეთი სერვისების, სისტემის რესურსების, ანგარიშების, პაროლების, სერვერების თუ ქსელების უსაფრთხოებას, რომლებიც დაკავშირებულია ან ხელმისაწვდომია სერვისის საშუალებით, ან აფილირებულია თუ დაკავშირებულია მასთან ბმულებით.
  • აქეზებს ინდივიდუალურ პირს ან სუბიექტს (მაგ., უგზავნის განმეორებით შეტყობინებებს სხვა მომხმარებელთან დაკავშირებით და/ან აკეთებს დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ კომენტარებს სხვა პირის შესახებ), ან იმეორებს ადრე გამოქვეყნებულ ერთსა და იმავე გზავნილს მრავალი სხვადასხვა თემის თუ საგნის ქვეშ..
  • არ არის კავშირში კონკრეტულ ინტერაქტიულ ზონასთან ან ინტერაქტიული ზონის თემასთან.
  • ნიღბავს გზავნილის წარმომავლობას.
  • • აგროვებს ან ინახავს სხვა მომხმარებელთა პირად მონაცემებს.

6.2. გზავნილის გამოქვეყნების გარკვეული წესების დარღვევა შეიძლება ეცნობოთ სამართალდამცავ ორგანოებს. EMI უფლებას იტოვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაამჟღავნოს ნებისმიერი ინფორმაცია რომელიმე კანონის, რეგულაციის თუ მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად.

7. სერვისის უსაფრთხოების წესები

თქვენ გეკრძალებათ, რომ დაარღვიოთ ან შეეცადოთ დაარღვიოთ სერვისის უსაფრთხოება, მათ შორის, შეზღუდვების გარეშე, ა) წვდომა მონაცემებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი თქვენთვის, ან შესვლა სერვერზე ან ანგარიშზე, რომლის წვდომის უფლება არ გაქვთ, ბ) მცდელობა, რომ შეამოწმოთ სისტემის ან ქსელის მოწყვლადობა, მოახდინოთ სკანირება ან ტესტირება, ან დაარღვიოთ უსაფრთხოების ან ავთენტიკაციის ზომები სათანადო ნებართვის გარეშე, (გ) მცდელობა ან ჩარევა სერვისის მიწოდებაში ნებისმიერი მომხმარებლისადმი, საკვანძო კომპიუტერისა თუ ქსელისადმი, მათ შორის, და არა მხოლოდ, სერვისზე ვირუსის გაგზავნის გზით, გადატვირთვით, ლავინური მარშრუტიზაციით, ფოსტის დახვავებით ან დაზიანებით, ან (დ) TCP/IP პაკეტის სათაურის თუ სათაურის რაიმე ინფორმაციის გაყალბებით ელფოსტაში, ფორუმსა თუ სიახლეთა ჯგუფებში გამოქვეყნებულ გზავნილებში. სისტემის ან ქსელის უსაფრთხოების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. EMI გამოიძიებს შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ასეთ დარღვევებს და შესაძლებელია ჩართოს სამართალდამცავი ორგანოები ან ითანამშრომლოს მათთან, იმ პირების სამართლებრივი დევნის მიზნით, რომლებიც ჩართულნი არიან ამგვარ დარღვევებში.

8. კომუნიკაცია მესამე მხარეებთან სერვისის საშუალებით

სერვისის საშუალებით თქვენი საქმიანი ურთიერთობა თუ კომუნიკაცია სერვისის გარდა რომელიმე სხვა მხარესთან არის მხოლოდ თქვენი და იმ მესამე მხარის საქმე. მაგალითად, სერვისის ზოგიერთმა ზონამ შეიძლება დაგრთოთ ნება, რომ განახორციელოთ ტრანზაქციები, ან შეისყიდოთ საქონელი და სერვისები. უმეტეს შემთხვევებში, ასეთი ტრანზაქციები განხორციელდება ჩვენი მესამე მხარე პარტნიორებისა და მომწოდებლების მიერ. EMI არცერთ შემთხევაში არ იქნება პასუხისმგებელი საქონელზე, სერვისებზე, რესურსებსა თუ კონტენტზე, რომელიც ხელმისაწვდომია მესამე მხარეებთან ასეთი საქმიანი ურთიერთობითა თუ კომუნიკაციებით, და მასთან დაკავშირებულ რაიმე ზიანზე. გთხოვთ, ყურადღებით გადახედოთ იმ მესამე მხარის პრინციპებსა და მიღებულ პრაქტიკას და დარწმუნდეთ, რომ თქვენთვის კომფორტულია ეს პრინციპები და პრაქტიკა, ვიდრე განახორციელებდეთ რაიმე ტრანზაქციას. ნებისმიერი საჩივარი, პრობლემა თუ შეკითხვა, რომელიც შეიძლება გქონდეთ მესამე მხარის მიერ მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებით, უნდა გადაეცეს პირდაპირ მესამე მხარეს.

9. ამ სერვისზე ხელმისაწვდომი კომპიუტერული პროგრამა

ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეიძლება ჩამოიტვირთოს სერვისიდან ("კომპიუტერული პროგრამა") არის EMI-ის მომწოდებლების საავტორო უფლებით დაცული ნამუშევარი. კომპიუტერული პროგრამის გამოყენება რეგულირდება (i) სერვისის ამ პირობებითა და (ii) უშუალო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულებით, თუ არსებობს ასეთი, რომელიც თან ერთვის ან შეტანილია კომპიუტერულ პროგრამაში ("სალიცენზიო ხელშეკრულება"). კონფლიქტის შემთხვევაში, მარეგულირებელი იქნება სალიცენზიო ხელშეკრულება.

უშუალო მომხმარებელბს უფლება არა აქვთ, რომ დააინსტალირონ კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც თან ერთვის, ან რომელიც შეიცავს სალიცენზიო ხელშეკრულებას, თუ უშუალო მომხმარებელი პირველ რიგში არ ეთანხმება სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს. არცერთი ასეთი კომპიუტერული პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის იმ ტერიტორიებზე, სადაც მისი გავრცელება აკრძალულია კანონით.

10. ფასიანი სერვისები

10.1. სერვისის გარკვეული ასპექტები შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს გადასახადით ან სხვაგვარი გადახდით. თუ აირჩევთ სერვისის ფასიანი ფუნქციების გამოყენებას, თქვენ თანახმა ხართ შესაბამისი მომსახურებისთვის ფასების დაწესებისა და გადახდის პირობებზე, რამდენადაც ჩვენ შეიძლება განვაახლოთ ეს პირობები დროგამოშვებით. EMI-მ შეიძლება დააამტოს ახალი სერვისები დამატებითი გადასახადებითა და ფასებით, ან შეცვალოს გადასახადები და ფასები არსებული სერვისებისთვის, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ. ჩვენ შეიძლება უზრუნველვყოთ აგრეთვე გარკვეული სერვისები ჩვენი მესამე მხარე პარტნიორების საშუალებით, და თქვენ თანახმა ხართ, რომ მესამე მხარის ასეთი სერვისების გამოყენება თქვენ მიერ ექვემდებარება საკონტრაქტო (მათ შორის გადახდა) პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია ასეთი მესამე მხარეების მიერ, თუ გსურთ მათი სერვისების გამოყენება. გარდა ამისა, თქვენ აგრეთვე ეთანხმებით იმას, რომ EMI პასუხს არ აგებს ასეთი მესამე მხარეების სერვისებზე და თქვენ მიერ ასეთი სერვისების გამოყენება მთლიანად თქვენი პირადი რისკის საგანია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით გაცნობებთ 30 დღით ადრე, შესაბამისი დამატებითი ან შესწორებული ფასებისა თუ გადასახადების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კონკრეტული ფასიანი სერვისის გამოყენება. ფასიანი სერვისების გადასახადებში ნებისმიერი ცვლილება უნდა ამოქმედდეს ასეთი ცვლილების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის მომდევნო საანგარიში პერიოდში, როგორც აღნიშნულია მომსახურების ამ პირობებში.

10.2. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიში ნებისმიერ დროს; მაგრამ გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ EMI შეაჩერებს ან შეწყვეტს თქვენს ანგარიშს ან მომსახურების პირობებს, თქვენთვის გასაგებია და ეთანხმებით, რომ თქვენ არ მიიღებთ კომპენსაციას თანხის დაბრუნების ან გაცვლის გზით, ხელმოწერის პერიოდის ნებისმიერი გამოუყენებელი დროის მონაკვეთზე, სერვისის რომელიმე ნაწილის ლიცენზიისთვის ან ხელმოწერის გადასახადებისთვის, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული რაიმე კონტენტისთვის ან მონაცემებისთვის, ან სხვა რამისთვის.

10.3. მთელი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ შესყიდვასთან დაკავშირებით ან სერვისთან სხვა ფულადი ტრანზაქციის დროს, უნდა იყოს სწორი, სრული და განახლებული. თქვენ თანახმა ხართ, რომ გადაიხადოთ მთელი დანახარჯები, რომლებიც გამოწვეულია თქვენი საკრედიტო ბარათით, სადებეტო ბარათით ან გადახდის სხვა მეთოდებით, რომლებიც გამოყენებულია შესყიდვასთან ან ტრანზაქციასთან დაკავშირებით, ან სერვისთან სხვა ფულადი ტრანზაქციის დროს, იმ ფასების მიხედვით, რომლებიც მოქმედებდა მაშინ, როდესაც წარმოიქმნა ასეთი ხარჯები.

თქვენ გადაიხდით ასეთ შესყიდვებთან და სხვა ფულად ტრანზაქცებთან დაკავშირებულ შესაბამის გადასახადებს. თუ საგადასახადო ორგანო EMI-ის მოსთხოვს რაიმე გადასახადის გადახდას, რომელიც ადრე არ იყო გადახდილი თქვენ მიერ, თქვენ სასწრაფოდ უნდა წარუდგინოთ ასეთი გადასახადები (მათ შორის, ჯარიმები და საპროცენტო განაკვეთი, თუ არსებობს ასეთი) EMI-ს წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ.

გადავადებულ გადახდას შეიძლება დაერიცხოს საპროცენტო განაკვეთ, ტარიფით ერთნახევარი პროცენტი თვეში (ან კანონით დასაშვები ყველაზე მაღალი ტარიფი), გადახდის გრაფიკით განსაზღვული თარიღიდან მანამდე, სანამ მთლიანად არ მოხდება გადახდა. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველა გონივრულ ხარჯზე (მათ შორის, საადვოკატო ხარჯებზე), რომლებიც დაეკისრება EMI-ს გადავადებული თანხების ამოღებისას, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც გადავადებული თანზები გამოწვეულია ანგარიშფაქტურაში დაშვებული უზუსტობებით.

11. საერთაშორისო მომხმარებლები

სერვისის კონტროლი, ოპერირება და ადმინისტრირება ხდება EMI-ის მიერ შეერთებულ შტატებში არსებული ოფისებიდან. EMI არ აცხადებს, რომ იმ მასალების თუ კონტენტის გამოყენება, რომლებიც ხელმისაწვდომია სერვისის საშუალებით, მიზანშეწონილია ან ხელმისაწვდომია შეერთებული შტატების გარეთ. წვდომა იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი უკანონოა, აკრძალულია.

თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ გამოიყენოთ სერვისი ან მოახდინოთ კონტენტის ექსპორტი, აშშ-ის საექსპორტო კანონებისა და რეგულაციების დარღვევით. თუ თქვენ განახორციელებთ სერვისზე წვდომას შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიებიდან, თქვენ პასუხისმგებელი ხართ, რომ შეასრულოთ ყველა ადგილობრივი კანონის მოთხოვნა.

12. ელფოსტის მისამართები

EMI პატივს სცემს მისი მკითხველების კონფიდენციალურობას. მიუხედვად ამისა, EMI არ აქირავებს იმ დარეგისტრირებული პირების სიას, ვინც გასცა მკაფიო ნებართვა, მომხმარებლის პროფილის შევსებისას, მესამე მხარის ინფორმაციისა და შემოთავაზებების მიღებასთან დაკავშირებით.

13. მოდიფიკაცია

EMI-ს უფლება აქვს, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს ან გამოაკლოს დებულებები ამ ხელშეკრულების პირობებს. ჩვენ 30 დღით ადრე გაცნობებთ წერილობით, ამ ხელშეკრულების პირობებში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ. თქვენ თანახმა ხართ, რომ პერიოდულად გადახედოთ ამ ხელშეკრულებას, რადგან თქვენ მიერ სერვისის შემდგომი გამოყენება ადასტურებს, რომ შეტანილი ცვლილებები მისაღებია თქვენთვის. EMI-ს უფლება აქვს, რომ ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეაჩეროს სერვისის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის, და არა მხოლოდ, ჯგუფის ზონები, კონტენტი, წვდომის საათები და წვდომისათვის საჭირო მოწყობილობები. ასეთი ცვლილებები, შესწორებები, დამატებები ან გამოკლებები ამოქმედდება დაუყოვნებლივ, გამოქვეყნებისთანავე და თქვენ მიერ მომდევნო გამოყენება გამოქვეყნების შემდეგ ჩაითვლება საბოლოო დასტურად, რომ ასეთი ცვლილებები, შესწორებები და გამოკლებები მისაღებია თქვენთვის.

14. შეტყობინება ფილტრაციის კომპიუტერული პროგრამის ხელმისაწვდომობის შესახებ

უნდა იცოდეთ, რომ მშობლების მიერ კონტროლისა და დაცვის საშუალებები (როგორიცაა კომპიუტერული მოწყობილობები, კომპიუტერული პროგრამები თუ ფილტრაციის სერვისები) ხელმისაწვდომია კომერციულად და ისინი შეიძლება დაგეხმაროთ ისეთი მასალების წვდომის შეზღუდვაში, რომლებიც ზიანის მომტანია მცირეწლოვანთათვის. მოხსენება, რომელიც დეტალურად აღწერს ზოგიერთ ასეთ დამცავ საშუალებას, შეგიძლიათ იხილოთ: http://www.ntia.doc.gov/ntiahome/ntiageneral/cipa2003/index.html (ინტერნეტში ბავშვთა დაცვის აქტი: მოხსენება ინტერნეტში დაცვის ზომებისა და უსაფრთხოების პრინციპების ეფექტურობის შესახებ.

15. გარანტიების უარყოფა

15.1. კანონის მიერ დაშვებული სრული უფლებით, სერვისზე არსებული ყველა მასალა და სერვისები (მათ შორის, ვებსაიტი და აპი) და მესამე მხარის საიტები, რომლის ბმულებიც არის მოცემული, ხელმისაწვდომია ყოველგვარი გარანტიის გარეშე "როგორც არის" ან "როგორც ხელმისაწვდომია". EMI პასუხს არ აგებს სხვა სერვისების ხელმისაწვდომობაზე და კონტენტზე, რომლებიც შეიძლება ბმულებით იყოს დაკავშირებული სერვისთან. რადგან EMI-ს არა აქვს კონტროლი ასეთ სერვისებზე, თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ EMI პასუხს არ აგებს ასეთი გარე სერვისების ხელმისაწვდომობაზე, და რომ EMI არ ამტკიცებს და არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული კონტენტზე, სიზუსტეზე, ხარსისხზე, რეკლამებზე, პროდუქტებზე თუ სხვა მასალებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ასეთ გარე საიტებზე ან მათი საშუალებით. კანონის მიერ დაშვებული სრული უფლებით, თქვენ აგრეთვე აღიარებთ და ეთანხმებით, რომ EMI არ არის პასუხისმგებელი და ვალდებული, პირდაპირი თუ არაპირადირი გზით, იმ ზიანის ან ზარალისთვის, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ გამოწვეულია, ასეთ გარე საიტებზე არსებული ან მათი საშუალებით ხელმისაწვდომი რაიმე კონტენტის, საქონლის ან სერვისების, გამოყენებით ან მათზე დაყრდნობით. სერვისზე გამოქვეყნებული კონტენტი შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებსა და ტიპოგრაფიულ შეცდომებს. სერვისზე წარმოდგენილი ინფორმაცია ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.

15.2. EMI-ს და მის მომწოდებლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ და/ან შეიტანონ ცვლილებები სერვისში ნებისმიერ დროს, მათ შორის, მომსახურების ამ პირობებში. სერვისში შეიძლება შემოთავაზებული იყოს ძიების ფუნქცია. EMI მკაფიოდ უარყოფს ნებისმიერ პასუხისმგებლობას კონტენტზე და ჩვენს საძიებო ინდექსსა თუ დირექტორიაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. EMI აგრეთვე უარყოფს პასუხისმგებლობას ნებისმიერი დირექტორიისა თუ ძიების შედეგის სისრულესა და სიზუსტეზე. EMI და/ან მისი მომწოდებელები არ იძლევიან ახსნა-განმარტებას და კანონის ძალით დაშვებული სრული უფლებით უარყოფენ ყველა მკაფიოდ გამოხატულ თუ ნაგულისხმევ გარანტიას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კომერციული ხარისხისა და კონკრეტულ მიზანთან მისადაგების გარანტიებს ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით; სერვისის შიგნით არსებული კონტენტის, სერვისების, პროდუქტების, ტექსტის, გრაფიკული გამოსახულებების, ბმულებისა თუ სხვა ელემენტების სიზუსტის, საიმედოობის, სისრულისა თუ დროულობის, თუ სერვისის და/ან მის შიგნით არსებული კონტენტის წვდომითა და გამოყენებით მიღებული შედეგების შესახებ. EMI არ იძლევა გარანტიას, რომ ფუნქციები, რომლებიც მოცემულია მასალებში, იქნება შეუფერხებელი ან უშეცდომო, რომ მოხდება ხარვეზების აღმოფხვრა, ან რომ სერვისი და მათ შორის, საინფორმაციო დაფები თუ სერვერი, რომელიც მას უზრუნველყოფს, არის ვირუსებისგან და სხვა მავნე კომპონენტებისგან თავისუფალი. მომხმარებელი საკუთარ თავზე იღებს მომხმარებლის კომპიუტერისა და სხვა მოწყობილობების ყოველგვარი საჭირო ტექნიკური მომსახ

16. EMI-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა; ზარალის ანაზღაურება

16.1. არცერთ შემთხვევაში და კანონით დაშვებული სრული უფლებებით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, არ იქნებიან EMI და მისი აფილირებული კომპანიები პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ თუ გამომდინარე ზიანზე, რომელიც გამოწვეულია კონტენტის გამოყენებით ან ვერ გამოყენებით, თქვენ მიერ გადაცემული ინფორმაციისა თუ მონაცემების უნებართვო წვდომასა და ცვლილებაზე, კონტენტზე, თუ კონტენტში არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე, თუნდაც გაცემული იყოს გაფრთხილება ამგავრი ზიანის შესაძლებლობის შესახებ. თქვენ მკაფიოდ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ EMI პასუხს არ აგებს არცერთი მომხმარებლის არცერთ ქცევაზე. EMI, მისი აფილირებული კომპანიები, აგენტები, დირექტორები, თანამშრომლები, მომწოდებლები თუ ლიცენზიის გამცემი სუბიექტები არცერთ შემთხვევაში იქნებიან პასუხისმგებელნი თქვენ წინაშე რაიმე პრეტენზიების, სასამართლო პროცესების, მოვალეობების, ვალდებულებების, ზიანის, ზარალისა თუ ხარჯებისთვის, რომელთა რაოდენობა აღემატება თქვენ მიერ EMI-ისთვის გადახდილ თანხას ან 500 აშშ დოლარს, რომელიც უფრო მცირეა. ხელშეკრულებაში არაფერი ზღუდავს ან გამორიცხავს, ან ჩაითვლება, რომ ზღუდავს ან გამორიცხავს EMI-ის პასუხისმგებლობას განზრახ შეცდომაში შეყვანის, სიკვდილის ან პირადი დაზიანებისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დაუდევრობით, ან პასუხისმგებლობით, რომელიც შეიძლება სხვაგვარად არ იყოს შეზღუდული ან გამორიცხული კანონის მიერ.

16.2. როგორც სერვისის გამოყენების პირობა, თქვენ თანახმა ხართ, რომ გაუფრთხილდეთ, დაიცვათ და არ მიაყენოთ ზიანი EMI-სა და მის მომწოდებლებს, თითოეულ მათ დამფუძნებელ თუ აფილირებულ კომპანიას და თითოეულ მათ შესაბამის პარტნიორს, მომწოდებლებს, ლიცენზიის გამცემ სუბიექტებს, თანამდებობის პირებს, დირექტორებს, აქციის მფლობელებს, წევრებს, თანამშრომლებს, წარმომადგენლებს, კონტრაქტორებსა და აგენტებს, ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისგან (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს დისკრედიტაციას, დაკნინებას და საავტორო უფლებების დარღვევას) და ზიანისგან (საადვოკატო და სასამართლო ხარჯებისგან), რომლებიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია დაუსაბუთებელ ბრალდებებთან და ეხება: (ა) თქვენ მიერ სერვისის გამოყენებას; (ბ) EMI -ის მიერ ნებისმიერი კონტენტისა თუ ინფორმაციის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფილია თქვენ მიერ, იმდენად, რამდენადაც ჩვენ მიერ გამოყენება არ არის შეუთავსებელი ამ ხელშეკრულებასთან; (გ) ინფორმაციას ან მასალას, რომელიც გამოქვეყნებულია ან გადაცემულია თქვენი საწევრო ანგარიშის საშუალებით, თუნდაც არ იყოს გამოქვეყნებული თქვენ მიერ; და, (დ) ამ პირობების ნებისმიერ დარღვევას თქვენ მიერ. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ EMI-ის რომელიმე მასალით, ან EMI-ის წესებისა და პირობების რაიმე ნაწილით, თქვენი ერთადერთი და ექსკლუზიური გამოსავალია სერვისის გამოყენების შეწყვეტა.

17. მთლიანი ხელშეკრულება

უნდა ჩაითვალოს, რომ მომსახურების ეს პირობები მოიცავს ყველა განცხადებას, პრინციპს, უარყოფასა და სხვა პირობებს, რომლებიც მოცემულია სერვისზე; მაგრამ იმის გათვალისწინებთ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ასეთ სხვა პირობებსა და ამ მომსახურების პირობებს შორის, გამოყენებული იქნება ეს მომსახურების პირობები (გარდა ისეთი შემთხვევებისა, როგორც აღნიშნულია ზევით, განყოფილება 9-ში, სალიცენზიო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით).

18. ზოგადი

18.1. უნდა ჩაითვალოს, რომ მომსახურების ეს პირობები მოიცავს ყველა განცხადებას, პრინციპს, უარყოფასა და სხვა პირობებს, რომლებიც მოცემულია სერვისზე; მაგრამ იმის გათვალისწინებთ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ასეთ სხვა პირობებსა და ამ მომსახურების პირობებს შორის, გამოყენებული იქნება ეს მომსახურების პირობები.

18.2. ეს მომსახურების პირობები შედგენილია კალიფორნიის კანონის მიხედვით და უნდა იქნეს ინტერპრეტირებული კალიფორნიის კანონის მიხედვით. ამ ხელშეკრულიების გატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე აღძრულ უნდა იქნეს ფედერალურ ან სახელმწიფო სასამართლოებში, კალიფორნიის შტატში. ნებისმიერი სარჩელის საფუძველი ან პრეტენზია, რომელიც შეიძლება გქონდეთ ვებსაიტთან დაკავშირებით, უნდა აღიძრას ერთი (1) წლის განმავლობაში, პრეტენზიის ან სარჩელის საფუძვილის წარმოქმნის შემდეგ, ან ასეთი პრეტენზიისა თუ სარჩელის საფუძვლის შეწყვეტის შემდეგ.

18.3. თუ რომელიმე დებულება ჩაითვლება უკანონოდ ან შეუძლებელი იქნება მისი განხორციელება, ეს გავლენას არ მოახდენს დანარჩენი დებულებების მოქმედებასა და განხორციელებაზე. თუ EMI ვერ განახორციელებს ან ვერ გამოიყენებს ამ მომსახურების პირობების რომელიმე დებულებას, ან მასთან დაკავშირებულ უფლებას, ეს არ გულისხმობს უარის თქმას ამ უფლებასა თუ დებულებაზე. არც ხანგრძლივი ქცევა და არც კომერციული პრაქტიკა არ ითამაშებს როლს, რომ შეიცვალოს რომელიმე დებულება ამ მომსახურების პირობებში. მომსახურების პირობებში გამოყენებული განყოფილებების სათაურები ემსახურება მხოლოდ ტექსტის ადვილად აღქმას და არ ატარებს არავითარ იურიდიულ თუ კონტრაქტთან დაკავშირებულ მნიშვნელობას. რაიმე მიზეზით მომსახურების პირობების შეწყვეტის შემთხევევაში, თქვენ თანახმა ხართ, რომ შემდეგი დებულებები დარჩეს ძალაში: დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენ მიერ კონტენტის გამოყენების შეზღუდვასთან, თქვენ მიერ EMI-ისთვის გადაცემულ ლიცენზიებთან და ყველა სხვა დებულება, რომელთათვისაც იურიდიული ძალის შენარჩუნება იქნება სამართლიანობის უფლებაზე დაფუძნებული და ადეკვატური. EMI-მ შეიძლება გადასცეს მომსახურების ამ პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, თქვენთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

18.4. კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსის 1789.3-მუხლის მიხედვით ამ სერვისის მომხმარებლები კალიფორნიიდან, მიიღებენ შემდეგ სპეციალურ შეტყობინებას მომხმარებელთა უფლებების შესახებ: მომხმარებელთა საქმეების კალიფორნიის დეპარტამენტის მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების საჩივრების განხილვის ქვეგანყოფილებას შეგიძლიათ მიმართოთ წერილობით, მისამართზე: 1625 North Market Blvd., Suite N 112 Sacramento, CA 95834, ან დაუკავშირდეთ ტელეფონით: (800) 952-5210.

19. სერვისის საკონტაქტო პირი

თუ გაქვთ კითხვები, პრობლემები ან შემოთავაზებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით legal@entrepreneur.com ან შემდეგ მისამართზე:

Entrepreneur Media, Inc.
Attn.: Terms of Service Issues (Condiciones De Servicio)
18061 Fitch Avenue Irvine, CA 92614